ჰემერალოპია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰემერალოპია – ბინდში მხედველობის დაქვეითება. ეტიოლოგია. საკვებში A ვიტამინის უკმარისობა, ღვიძლის დაავადებების დროს ენდოგენური A ჰიპოვიტამინოზი. როგორც სიმპტომი გვხვდება ბადურა გარსის ზოგიერთი დაავადების დროს (პიგმენტური დისტროფია, ქორიოიდიტები, ბადურა გარსის აშრევება, გლაუკომა). სიმპტომები. შებინდებისას მხედველობის დაქვეითება, ზოგჯერ თითქმის სრული დაკარგვა მცირე განათების პირობებში თვალში ხილული პათოლოგიური ცვლილებების გარეშე. კარგი განათების დროს მხედველობის სიმახვილე, როგოც წესი, არ ქვეითდება. ბადურას პიგმენტური დისტროფიის ან ქორიოიდიტის ნიადაგზე წარმოქმნილი ჰემერალოპიის დროს ოფთალმოსკოპიურად მოჩანს დამახასიათებელი ცვლილებები თვალის ფსკერზე.

გაფრთხილება!