ჰემოლიზი

ჰემოლიზი – 1. (haemolysis ბერძნ. haima  –  სისხლი და lysis  –  გახსნა)  ერითროციტების დაშლის პროცესი, რომელშიც არჩევენ ორ სტადიას: ქრომოლიზს  –  ჰემოგლობინის გამოსვლას ერითროციტებიდან და სტრომოლიზს  –  მათ მთლიან დაშლას. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

ჰემოლიზი – ერითროციტების დაშლა ჰემოგლობინის გამოყოფით სისხლის პლაზმაში; შესაძლებელია იყოს შედეგი ფარმაკოლოგიური პრეპარატების (ეთერი, ნიტროგლიცერინი, საპონინები და სხვ.), ბიოლოგიური შხამების (გველის, ფუტკრის, კარაკუტის და სხვ.), ჰემოლიზინების მოქმედებისა. (2)

ჰემოლიზი (hemolysis) – ერითროციტების დაშლის პროცესი, შედეგად ჰემოგლობინი გადადის სისხლის პლაზმაში. ნორმის პირობებში, ჰემოლიზს ადგილი აქვს, ერითროციტების ბუნებრივი დაბერების დაშლის შედეგად. დამახასიათებელია პათოლოგიური პროცესებისათვის, მათ შორის, მემკვიდრული დაავადებების შემთხვევებში. (3)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.