ჰემორაგიული ინსულტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰემორაგიული ინსულტი – (თავის ტვინში სისხლჩაქცევა). –  ვითარდება ჰიპერტონიული დაავადების, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზის დროს, არტერიის გასკდომის ან ერითროციტების დიაპედეზის შედეგად. სიმპტომები. უეცრად, ფიზიკური ან ემოციონალური დატვირთვის შემდეგ, ვითარდება გონების დაკარგვა, სახის ჰიპერემია, ღებინება. ვლინდება კიდურების დამბლა დაზიანების კერის საწინააღმდეგო მხარეს, სხეულის ტემპერატურა მატულობს 38 – 39 გრადუსამდე, აღინიშნება მენინგეალური სიმპტომები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა