ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ჰიალომერი – (hyalomerus ბერძნ. hyalos – მინა და meros – ნაწილი) სისხლის ფირფიტის (Trombocitis) უსტრუქტურო სუსტად ოქსიფილური ნაწილი (შეიცავს წვრილ ფილამენტებს), რომელიც გარს ეკვრის მის ცენტრალურ უფრო მკვრივ ნაწილს, ე.წ.ქრომომერს . (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)