ჰიპერკალიემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰიპერკალიემია – სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის მომატება ნორმაზე ზევით (5,3 მმოლ/ლ). აღინიშნება თირკმელების უკმარისობის დროს, ალდოსტერონიზმის შედეგად თირკმელების დაზიანებისას (დიაბეტი, ნეფრიტი), უჯრედებიდან კალიუმის გამოთავისუფლებისას – უჯრედთა მასიური დაშლისას (ჰემოლიზი, დამწვრობა, ქსოვილთა ხანგრძლივი ზეწოლა, სიმსივნეების დაშლა). კალიუმის პრეპარატების ჭარბად მიღებისას, სისხლის განმეორებადი გადასხმისას. ვლინდება სისუსტით, პარესთეზიებით, ბრადიკარდიით, ცვლილებებით ელექტროკარდიოგრამაზე. მკურნალობა – ძირითადი დაავადების მკურნალობა კალციუმის პრეპარატების გამოყენება, ინტრავენურად გლუკოზისა და ინსულინის შეყვანა, დიურეტიკები და ა. შ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა