ჰიპოგლიკემია
დისტანციურად საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან
✧,,ამაზონი” უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
ჰიპოგლიკემია. როგორ ავიცილოთ თავიდან სისხლში შაქრის დაბალი დონე.
დიაბეტის დროს სისხლის შაქრის დონე ძალიან მაღალია. სამკურნალო საშუალებები ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას, მაგრამ ხანდახან მათი ეფექტი ისეთი ძლიერია, რომ შაქრის დონე ძალიან იკლებს.
ასეთ მდგომარეობას ჰიპოგლიკემია ეწოდება, სადაც“ჰიპო“ ნიშნავს „ცოტას, არასაკმარისს“, „ გლიკ“- „გლუკოზას (შაქარს)“, ხოლო „ემია“ – სისხლს. ე.ი. ჰიპოგლიკემია ეს არის სისხლის შაქრის დაბალი დონე.
ასეთ მდგომარეობას უნდა ვუფრთხილდეთ, რადგან მას თან ახლავს უსიამოვნო შეგრძნებები და სიმპტომები, ჰიპოგლიკემიამ შეიძლება მიგვიყვანოს უბედურ შემთხვევამდე (სამსახურში, სახლში, გზაზე და სხვ).
ეს შეიძლება იმიტომ მოხდეს, რომ შაქრის დაბალი დონის შედეგად „ტვინი შიმშილობს“, რის შედეგადაც ყურადღების კონცენტრირება მცირდება.
სიმპტომები, მიმდინარეობა
- უეცარი შიმშილის გრძნობა
- განწყობის მოულოდნელი ცვლილება (გაღიზიანებადობა)
- უეცარი დაღლილობა
- ოფლიანობა
- მხედველობის დაბინდვა
- სიფერმკრთალე
- ყურადღების კონცენტრირების შემცირება
- კანკალი
- ძილიანობა
- გახშირებული გულისცემა
გაიხსენეთ, რას გრძნობდით, როცა ჰიპოგლიკემიის ეპიზოდი გქონდათ. ჰკითხეთ ოჯახის წევრებს, რა სიმპტომები შეგნიშნეს და შეადარეთ თქვენი წარმოდგენები მათ მიერ აღწერილს.
დაიმახსოვრეთ, რომ ზოგიერთ ადამიანს ჰიპოგლიკემიის ნიშნები სუსტად აქვს გამოხატული (მაგ. ხანშიშესული ადამიანებს და მათ, ვისაც დიაბეტი დიდი ხანია აქვს). თუმცა, მათ შეიძლება მოულოდნელად შეეცვალოთ გუნება-განწყობა.
გამომწვევი მიზეზები
1. მიღებული საკვების არასაკმარისი რაოდენობა
- მიიღეთ არასაკმარისი რაოდენობით ნახშირწყლების შემცველი საკვები (პური, კარტოფილი, მაკარონის ნაწარმი, ბრინჯი, მჭადი, ხილი და სხვ);
- გამოტოვეთ კვება
2. მედიკამენტები
- მიიღეთ შაქრის დამწევი პრეპარატი და ამასთან ერთად არაფერი ან არასაკმარისი რაოდენობით შეჭამეთ;
- მიუხედავად იმისა, რომ მედიკამენტოზური თერაპიის ფონზე ჰიპოგლიკემია ინსულინთერაპიასთან შედარებით უფრო იშვიათად ვითარდება, ამის საშიშროება მაინც არსებობს. თუ თქვენ იგრძნობთ ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს და თუ მაშინვე არ მივიღებთ ზომებს, ჰიპოგლიკემიური ეპიზოდი დიდხანს გაგრძელდება და პოტენციური საფრთხე იქნება თქვენი ჯანმრთელობისთვის;
- თუ თქვენ სისხლში გლუკოზის დონეს ინსულინის დახმარებით ირეგულირებთ, ინიექციის შემდეგ აუცილებლად უნდა მიიღოთ ნახშირწყლები. არ შეიძლება კვების გამოტოვება ან ინექციის შემდეგ ისეთი საკვების მიღება, რომელიც ნახშირწყლებს არ შეიცავს.
3. ზომაზე მეტი ფიზიკური დატვირთვა
- ფიზიკური დატვირთვა აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს, რადგან კუნთები დატვირთვის ინტენსივობის მიხედვით მოიხმარს სისხლიდან შაქარს;
- მძიმე ფიზიკურ დატვირთვას თან სდევს ჰიპოგლიკემია, განსაკუთრებით მათში, ვინც ამას არაააშეჩვეული.
4. როგორ ავიცილოთ თავიდან ჰიპოგლიკემია
- არასოდეს გამოტოვოთ საკვების მიღება;
- ყოველი ძირითადი კვების დროს მიიღეთ ზომიერი რაოდენობით ნახშირწყლები.
- თუ ვარჯიშს აპირებთ, მიიღეთ 15-30 გ ნახშირწყლები უშუალოდ ვარჯიშის დაწყების წინ და ყოველ საათში ერთხელ წაიხემსეთ, თუ ფიზზკური დატვირთვა ძალიან ძლიერია;
- ყოველთვის თან იქონიეთ შაქარი. შაქრის ნატეხი ახლოს გქონდეთ (საწოლთან, მანქანაში, სპორტულ ჩანთაში, საყიდლებზე წასვლისას და სხვ.)
მკურნალობა
როგორც კი იგრძნობთ ჰიპოგლიკემიის სიმპტომებს:
- დაუყოვნებლივ შეჭამეთ ცოტაოდენი ნახშირწყლების შემცველი პროდუქტი ან დალიეთ ტკბილი წვენი;
- მ დროს მიიღეთ 15 გ შაქარი;
- იმ შემთხვევაშიც, როცა არ ხართ დარწმუნებული, არის თუ არა ეს მდგომარეობა ჰიპოგლიკემია, მაინც შეჭამეთ შაქრის ნატეხი, დალიეთ წვენი ან მიიღეთ ნახშირწყლების შემცველი პროდუქტი.
სისხლში შაქრის დონე
ჰიპოგლიკემიის თავიდან ასაცილებლად მიიღეთ 10-15 გ შაქარი ან ნებისმიერი ნახშირწყლების შემცველი პროდუქტი
ხილის 1 პორცია: 150 გ მსხალი, ბანანი რძის 1 პორცია: 2 დლ რძე სახამებლის შემცველი პროდუქტების ½ პორცია: 30 გ პური ან ბრინჯი (+30 გ ყველი) ნაყინის ერთი ბურთულა |
1.5 დლ ნატურალური ხილის წვენი 1 ც იოგურტი 2 (მშრალი, უკრემო) ნამცხვარი 30 გ შოკოლადი |
უმკურნალეთ ჰიპოგლიკემიას 15 გ გლუკოზით
შაქრის 4 ნატეხი ან 1.5 დლ კოკა-კოლა, ხილის წვენი, ლიმონათი ან 2 ჩ/კ თაფლი | ყურადღება: არავითარი დიეტური სასმელი. დალიეთ ის, რაც ნატურალურ შაქარს შეიცავს |
სტატია მომზადა ელენე შელესტოვამ. http://welfarefoundation.org.ge/
ჰიპოგლიკემია – FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან
🩸 ჰიპოგლიკემია – სისხლში შაქრის (გლუკოზის) დაბალი დონე
🤔 როგორ ავიცილოთ თავიდან ჰიპოგლიკემია?
⭕️ ჰიპოგლიკემია შეიძლება გამოიწვიოს შემდეგმა ფაქტორებმა:
➡️ მიღებული საკვების არასაკმარისი რაოდენობა:
✔️ მიიღეთ ნაკლები რაოდენობის ნახშირწყლების შემცველი საკვები;
✔️ გამოტოვეთ კვება;
➡️ მედიკამენტები:
✔️ მიიღეთ შაქრის დამწევი პრეპარატი;
✔️ თუ თქვენ სისხლში გლუკოზის დონეს ინსულინის დახმარებით ირეგულირებთ, ინიექციის შემდეგ აუცილებლად უნდა მიიღოთ ნახშირწყლები. არ შეიძლება კვების გამოტოვება ან ინექციის შემდეგ ისეთი საკვების მიღება, რომელიც ნახშირწყლებს არ შეიცავს
➡️ ზომაზე მეტი ფიზიკური დატვირთვა:
✔️ ფიზიკური დატვირთვა აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს, რადგან კუნთები დატვირთვის ინტენსივობის მიხედვით მოიხმარს სისხლიდან შაქარს;
👉 შეიტყვეთ მეტი ჰიპოგლიკემიის მკურნალობის შესახებ სტატიიდან –
#ჰიპოგლიკემია #ჰიპოგლიკემიისსიმპტომები #ჰიპოგლიკემიისნიშნები #ჰიპოგლიკემიისგამომწვევიმიზეზები #ჰიპოგლიკემიისმართვა #შაქრისდაბალიდონესისხლში #შაქრისდაწევასისხლში #დიაბეტი #გლუკზისნაკლებობა #როგორვუშველოთჰიპოგლიკემიას #ჰიპოგლიკემიისმედიკამენტები #შაქრისდამწევები #ინსულინისინექცია #ბუნდოვანიხედვა #შიმშილისგრძნობა #თავბრუსხვევა #კანკალი #დაღლილობა #თავისტკივილი #ტაქიკარდია #ოფლიანობა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე
სოც. ქსელები: 1 ,