ჰიპოთეზა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰიპოთეზა – 1. (ბერძნ. Hypothesis – საფუძველი, ვარაუდი)  ვარაუდი, რომლის დროსაც რიგი ფაქტების საფუძველზე კეთდება დასკვნა ობიექტის, კავშირის ან მოვლენის მიზეზების არსებობის შესახებ, ამასთან ეს დასკვნა არ შეიძლება ჩაითვალოს მთლიანად სარწმუნოდ. ჰიპოთეზურს უწოდებენ ამ დასკვნის შინაარსსაც. ჰიპოთეზის საჭიროება წარმოიშობა მეცნიერებაში მაშინ, როდესაც მოვლენებს შორის კავშირი, მათი მიზეზი არ არის ნათელი, თუმცა ცნობილია მათი წინამორბედი ან თანმხლები მრავალი გარემოება, როდესაც აწმყოს ზოგიერთი მახასიათებლის მიხედვით საჭიროა აღვადგინოთ წარსულის სურათი ან წარსულისა და აწმყოს საფუძველზე დავასკვნათ მოვლენის მომავალ განვითარებაზე. (წყარო: ფილოსოფიური ლექსიკონი, ი. ტ. ფროლოვის რედაქციით, 1982 წ.) 2. მტკიცებულება, რომელიც წინასწარმეტყველებს ცვლადებს შორის რაიმე დამოკიდებულების არსებობას. (სოც.კვლ.,მარკ)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა