ჰიპოტენზიული სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰიპოტენზიული სინდრომი – (ბერძ. Hypo+ ლათ. tensio დაძაბულობა) კლინიკური ნიშნების შერწყმა, რომლებიც ასახავენ ქალაშიდა წნევის მყარ დაქვეითებას. განსაკუთრებით ხშირი მიზეზი ჰიპოტენზული სინდრომის განვითარებისა არის ქალა – ტვინის ტრავმა და ლიკვორეა. დამახასიათებელი სიმპტომებია: მოჭერითი ხასიათის თავის ტკივილი, რომელიც ძლიერდება მჯდომარე მდგომარეობაში, თავის აწევისას და მცირდება თავის დაშვებისას, ასევე გულისრევა, ღებინება, ზოგადი სუსუტე, მოთენთილობა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა