ჰომომერული უჯრედები – (cellulae homomericae ბერძნ. homos – ერთნაირი და meros – ნაწილი) – ზურგის ტვინის ნერვული უჯრედები, რომელთა მორჩები არ გადადის რუხი ნივთიერების მეორე ნახევარში, მხოლოდ იმპულსებს გადასცემს რუხი ნივთიერების იმავე ნახევარში მდებარე ნეირონებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი