ჰომოლოგიური ქრომოსომები

ჰომოლოგიური ქრომოსომები – (chromosomata homologa ბერძნ.homologos  –  შეწყობილი, თანხმოვანი)  –  წყვილები სიდიდით, ფორმითა და ზოგჯერ სტრუქტურითაც იდენტური ქრომოსომებისა, რომელთაგან ერთი წარმოქმნილია მამრობით, მეორე კი  –  მდედრობითი სასქესო უჯრედებიდან. სასქესო უჯრედებში თითოეული ქრომოსომა მხოლობითია. კვერცხუჯრედის განაყოფიერების შემდეგ ზიგოტა შეიცავს უკვე დიპლოიდურ ნაკრებს, რომლის შემადგენლობაშია ჰომოლოგიური ქრომოსომების წყვილები, ვინაიდან თითოეულ ქრომოსომას, რომელიც კვერცხუჯრედში იყო, ემატება მისი მსგავსი (მისი ჰომოლოგიური) ქრომოსომა სპერმატოზოიდიდან. ანალოგიური სურათია ყველა დანარჩენ სომატურ უჯრედშიც. ჩვეულებრივად ჰომოლოგიური ქრომოსომები უჯრედულ ბირთვებში უწესრიგოდ განლაგდება. მხოლოდ მეიოზის დროს განვითარებად სასქესო უჯრედებში აღინიშნება ჰომოლოგიური ქრომოსომების კანონზომიერი შეხვედრა წყვილების წარმოქმნით (იხ.კონიუგაცია ქრომოსომების). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.

..