ჰუნტერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰუნტერის სინდრომი – 1. გარგოილიზმი (საზიზღარი შესახედაობა), ლიპოჰონდროოსსტეოდისტროფია. თანდაყოლილი დაავადება, ხასიათდება ორგანოების ლიპოიდური ინფილტრაციით (უხშირესად ღვიძლის და ელენთის), მრავლობითი დიზოსტოზიით, ფსიქიკური განუვითარებლობით, ტანმორჩილობით. ვლინდება აგრეთვე ქუთუთოების პტოზით, ეგზოფთალმი, ეპიკანთუსი, გლაუკომა. მხედველობის დვრილის ატროფია და შეშუპება, ბადურის ჩამოშლა, თანდაყოლილი კატარაქტა, დაავადებული ავადმყოფები ცოცხლობენ არა უმეტეს 20 წლისა. სიკვდილი ვითარდება გულსისხლძარღვთა და სასუნთქ ორგანოთა უკმარისობის შედეგად. სინონიმები: ჰურლერის დაავადება, ჰუნტერ – ჰურლერის სინდრომი, ფაუნდლერ – ჰურლერის დაავადება. [“3”] 2. (C. H. Hunter)  მუკოპოლისაქარიდოზის სახე, რომელიც ხასიათდება დერმატანსულფატის და ჰეპარანსულფატის მომატებული ექსკრეციით, ძვლოვანი დეფორმაციებით, ოლიგოფრენიით, სიყრუით, ცვლილებებით თვალის ფსკერზე.

გაფრთხილება!

..