ქორიონული გონადოტროპინი – ორსულობისას პლაცენტის მიერ გამომუშავებული ჰორმონი. უზრუნველყოფს ყვითელი სხეულის შენარჩუნებას განაყოფიერების შემდეგ და მისი მიერ ჰორმონ პროჟესტერონის გამოყოფას. ქიმიური ბუნებით წარმოადგენს გლიკოპროტეიდს, ჰიპოფიზის მალუთეინიზირებელი ჰორმონის მსგავსს.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი