ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ცისტადენოკარცინომა – (cystadenocarcinoma; ბერძ. Kystis ბუშტუკი + ადენოკარცინომა) ავთვისებიანი სიმსივნე, ჯირკვლოვანი კიბოს ტიპის; წარმოქმნილია ცისტის ეპითელური შრისაგან; განსაკუთრებით ხშირია საკვერცხეებში, სადაც ის შესაძლოა იყოს ორმხრივი. შედარებით იშვიათად ცისტადენოკარცინომა აღინიშნება კუჭქვეშა ჯირკვალში, სანერწყვე ჯირკვლებში და სარძევე ჯირკვლებში.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა