Tag Archives: სარძევე

ჰიპოფოსფატაზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოფოსფატაზია – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება შრატისმიერი და ქსოვილოვანი ტუტე ფოსფატაზის დაბალი დონით, ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციის დარღვევით (რაქიტი ბავშვებში, ოსტეომალაცია – მოზრდილებში) და შარდთან ფოსფოეთანოლისა და პიროფოსფატის მომატებული ექსკრეციით. დამახასიათებელია სარძევე ან მუდმივი კბილების ნაადრევი დაცვენა. დიაგნოზი დასტურდება ბიოქიმიური და რენტგენოლოგიური კვლევებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

ცრუ ორსულობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცრუ ორსულობა – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც შესაძლოა განვითარდეს ქალის თვითშთაგონების შედეგად, რომელსაც სურს დაორსულება, ან პირიქით, აქვს შესაძლო დაორსულების შიში; ხასიათდება იმ სიმპტომების გაჩენით, რომელიც მოგვაგონებს ორსულობის ზოგიერთ ნიშნებს. შესაძლოა აღინიშნებოდეს გულისრევა, ღებინება, მუცლის გადიდება, სწორი ნაწლავის ატონია და მეტეორიზმი, წარმოიქმნება ნაყოფის მოძრაობის შეგრძნება, წყდება მენსტრუაცია, მკვრივდება

Read More