ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი” N6, თებერვალი, 2010 წ
მეცნიერებმა მიაგნეს მკერდის კიბოს უშედეგო მკურნალობის ერთ-ერთ მიზეზს
ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს მიზეზი, რომლის გამოც ზოგიერთი ქალის ორგანიზმი ვერ პასუხობს სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს ჩატარებულ თერაპიას. სპეციალისტების აზრით, მიზეზი გენეტიკური დეფექტია, – იუწყება ВВС.
სარძევე ჯირკვლის კიბოთი დაავადებული ქალების ურავლესობას დანიშნული აქვთ პრეპარატი ,,ტამოქსიფენი“. პაციენტთა დაახლოებით მესამედში აღნიშნული პრეპარატი არანაირ დადებით შედეგს არ იძლევა. სპეციალისტებმა ჩაატარეს ლაბორატორიული კვლევები და აღმოაჩინეს, რომ გენი FGFR1 აქვთ მხოლოდ იმ ქალებს, რომლებიც არ ექვემდებარებიან ზემოთაღნიშნული პრეპარატით მკურნალობას.
გენის იდენტიფიკაცია საშუალებას იძლევა შეიქმნას ახალი პრეპარატები, რომლებიც გათიშავენ FGFR1 გენს და საშუალებას მისცემენ ,,ტამოქსიფენს“ დაშალოს კიბოს უჯრედები. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყოველი მეათე პაციენტი ამ გენის მტარებელია. მკვლევარები თვლიან, რომ მკურნალობის ახალი მეთოდი საშუალებას იძლევა გადარჩეს მრავალი ქალის სიცოცხლე.
სამეცნიერო-კვლევითი სამუშაობის შედეგები გამოქვეყნდა the journal Cancer Research-ში.
აღებულია http://medicinform.net/