დიეტა ჰიპერტონიკებისათვის

ბიულეტენი ,,დიეტები” ISSN E1987-8478, N4 მარტი, , 2010წ

სპეციალური დიეტა ჰიპერტონიკებისათვის

დიეტა ეფექტურია არა მხოლოდ არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულთათვის, არამედ მათთვისაც, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს და სურთ გახდომა. დიეტის დაცვისას საკვების მიღება ისეთი სიხშირით ხდება, რომ შიმშილის გრძნობა პრაქტიკულად გამოირიცხება. ამ დიეტის გამოყენება შეიძლება პერიოდულად, პროფილაქტიკის მიზნითაც. სასურველი შედეგის მისაღებად საკმარისია ყოველ 2 კვირაში მხოლოდ 1 დღე დაიცვათ აღნიშნული დიეტა.
7.45 – ნივრის წყლიანი ნაყენის 20 წვეთი, – 0,5 ჭიქა ჩვეულებრივი ცირცელის ნაყოფის ნაყენის დაყოლებით.
8.00 – 1 ჭიქა ასკილის ნახარში.
10.00 – 1 ჭიქა კუნელის ნაყოფის ნახარში.
11.45 – ნივრის წყლიანი ნაყენის 20 წვეთი, – 0,3 ჭიქა წითელი ჭარხლის წვენის დაყოლებით.
12.00 – ბოსტნეულის შჩი (0,25 – 0,5 ლიტრი), რომელიც მომზადებულია თანაბარი რაოდენობის ბარდის, სტაფილოს, ჭარხლის, ახალი კომბოსტოს, ხახვისა და ნივრისაგან. ხარშავენ 2-4 ჭიქა წყალში, დაბალ ცეცხლზე, უმარილოდ.
14.00 – 1 ჭიქა ასკილის ნახარშში გახსნილი 20 წვეთი ნივრის ნაყენი .
16.00 – 1 ჭიქა სტაფილოს წვენში გახსნილი 1 ჩაის კოვზი ნივრის წვენი.
18.00 – ბოსტნეულის შჩი (0,25-0,5 ლ).
20.00 – 0,5 ჭიქა სტაფილოს წვენში გახსნილი 1 ჩაის კოვზი ნივრის წვენი.
22.00 – 0,5 ჭიქა ქიშმიშის, კურაგისა და ლეღვისაგან მომზადებულ კომპოტში გახსნილი 20 წვეთი ნივრის ნაყენი.

ნივრის ნაყენის მოსამზადებლად 50 გრამ დაქუცმაცებული ნიორს დაასხით 0,25 ლიტრი არაყი და გააჩერეთ ბნელ ადგილზე 12 დღის განმავლობაში. პერიოდულად შეანჯღრიეთ, ბოლოს ერთი დღე დააცადეთ რომ დაილექოს და ფრთხილად გადაწურეთ. შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილზე.
ცირცელი ნაყენი: 1 სუფრის კოვზ ცირცელის ნაყოფებს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და გააჩერეთ შეგრილებამდე, გადაწურეთ.
ასკილის ნაყენი: 20 გრამ ასკილის ნაყოფს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ 10 წუთი, თავდახურულ ჭურჭელში; გააჩერეთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში, გადაწურეთ. გემოს მისაცემად შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა თაფლი ან მურაბა.

აღებულია

იხ. სხვა დიეტები >>>>

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, რომ დიეტის დაწყებამდე გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან