ორსულობის 1-2 კვირა

ორსულობის (პირველი ორი კვირა) 1-2 კვირა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

 

ორსულობის  1-2 კვირაზე ქალი ჯერ კიდევ ორსულად არ ითვლება. პირველი 2 კვირის განმავლობაში იწყება ახალი ციკლი, ხდება ოვულაცია და კვერცხუჯრედის განაყოფიერება. ეს კალენდარი ეყრდნობა ე. წ. გესტაციურ პერიოდს. ანუ ათვლას იწყება არა ჩასახვის მომენტიდან, არამედ მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან. სწორედ ამიტომ ფაქტიურად დაფეხმძიმება ხდება მხოლოდ ორსულობის მე-3 კვირაზე.

ჯანმრთელობა და ორსულობა

ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას ძირითადი როლი ენიჭება ორსულობის 40 კვირის განმავლობაში. სწორედ თქვენს ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ნორმალურად გაივლის ორსულობის პერიოდი და რამდენად ჯანმრთელ ბავშვს დაბადებთ. ჯანსაღი კვება, რეგულარული ვარჯიში (მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით) და ხშირი, ხანგრძლივი დასვენება საწინდარია იმისა, რომ ორსულობის 9 თვემ თქვენთვის სასიამოვნოდ გაიაროს და ქვეყანას მოუვლინოთ ჯანმრთელი ბავშვი.


1. არსებობს თუ არა რომელიმე პოზა, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის ჩასახვას?

საფუძველსაა მოკლებული ის აზრი, თითქოსდა სექსის დროს ერთ რომელიმე პოზას უპირატესობა ჰქონდეს ბავშვის ჩასახვისათვის. აქვე აღსანიშნავია, რომ ჩასახვის ალბათობა მატულობს ოვულაციამდე 1-2 დღით ადრე პერიოდში და ოვულაციის დღეს.

2. ზრდის თუ არა ორგაზმი ჩასახვის შანსს?

არსებობს აზრი, რომ ქალს რომელსაც ორგაზმი ჰქონდა პარტნიორის ეაკულაციის შემდეგ, მეტი შანსი აქვს დაფეხმძიმებისა, თუმცა რაიმე მეცნიერული მტკიცებულება ამის შესახებ არ არსებობს.
ქალის ორგაზმი არ წარმოადგენს აუცილებელ კომპონენტს ჩასახვისათვის, თუმცა ამ დროს საშოს კუნთოვანი შეკუმშვები გარკვეულწილად ეხმარება სპერმას ფალოპის მილებისაკენ გადაადგილებაში. (ასეთი უმტკივნეული და შეუმჩნეველი შეკუმშვები ხდება სექსის გარეშეც, განსაკუთრებით ოვულაციის დროს).

3. საჭიროა თუ არა წოლა სქესობრივი აქტის შემდეგ, რათა გაიზარდოს ჩასახვის ალბათობა?

სექსის შემდეგ 15 წუთის განმავლობაში ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყოფნა ხელს უწყობს სპერმის გაჩერებას საშოში. ამავე დროს ყოველი ეაკულაციის დროს მილიონობით სპერმატოზოიდი გამოიყოფა, ისე, რომ საშოში მაინც რჩება რამდენიმე მილიონი სპერმატოზოიდი.

ბავშვის სქესის დაგეგმვა (babyplan.ru მასალების მიხედვით)

ბავშვის სქესი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რომელი სპერმატოზოიდი გაანაყოფიერებს კვერცხუჯრედს. კვერცხუჯრედის განაყოფიერება X ქრომოსომიანი სპერამტოზოიდით განაპირობებს გოგონას ემბრიონის განვითარებას, ხოლო Y ქრომოსომიანი სპერმატოზოიდით განაყოფიერება – ბიჭის ჩასახვას.
არსებობს თეორია, რომ სხვადასხვა ქრომოსომებიან სპერმატოზოიდებს გააჩნიათ სხვადასხვა თვისებები, რომელთა შესახებ ცოდნაც დაგვეხმარება იმისათვის, რომ შევქმნათ საჭირო პირობები გარკვეული სქესის ბავშვის ჩასახვისათვის.
Y ქრომოსომიანი სპერმატოზოიდები, რომლებიც განსაზღვრავენ მამაკაცის სქესს, უფრო სწრაფად მოძრაობენ და ნაკლებ ხანს ცოცხლობენ, ვიდრე X ქრომოსომიანი სპერმატოზოიდები. ეს უკანასკნელნი, რომლებიც განსაზღვრავენ გოგონას სქესს, ნაკლებ მოძრავნი არიან და უფრო მეტხანს ცოცხლობენ. აქედან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ დაგეგმოთ თქვენი პირმშოს სქესი,თუკი დაიცავთ შემდეგს წესებს:

ბიჭუნას ჩასახვა

სქესობრივი აქტის დრო მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოვებული ოვულაციის პერიოდთან. ამიტომ უარი თქვით სქესობრივ აქტზე ოვულაციამდე 4-5 დღით ადრე. სქესობრივი აქტის დროს Y სპერმატოზოიდები რაც შეიძლება ახლოს უნდა მოხვდნენ საშვილოსნოს შესასვლელთან. ამიტომ შეღწევა უნდა იყოს რაც შეიძლება ,,ღრმა“.
მამაკაცებმა უარი უნდა თქვან ორგანიზმის გადახურებაზე. მაღალი ტემპერატურა იწვევს სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირებას, და განსაკუთრებით კი Y სპერმატოზოიდებისა. უმჯობესია, თუკი სქესობრივი აქტის დროს ქალს ექნება ორგაზმი პარტნიორის ეაკულაციამდე, ან უკიდურეს შემთხვევაში ორგაზმი დადგება ერთდროულად.
ორგაზმის დროს საშოში გამოიყოფა გარკვეული სეკრეტი, რომელიც ახანგრძლივებს Y სპერმატოზოიდების სიცოცხლისუნარიანობას.

გოგონას ჩასახვა

დაგეგმეთ სქესობრივი აქტი ოვულაციამდე 2-3 დღით ადრე და თავი შეიკავეთ მისგან ოვულაციისა და მომდევნო 2 დღეს. X სპერმატოზოიდებს უნარი აქვთ იცოცხლონ 2 დღის განმავლობაში და დაელოდონ კვერცხუჯრედს.
შეღწევა სქესობრივი აქტის დროს უნდა იყოს ,,არაღრმა“. ეს გაახანგრძლივებს გზას კვერცხუჯრედამდე და განაყოფიერებისათვის უფრო მეტ შანსს მისცემს ნელ სპერმატოზოიდებს. უმჯობესია, თუკი ქალს არ ექნება ორგაზმი.
X სპერმატოზოიდები ცოცხლობენ საშოს ტუტე გარემოში, განსხვავებით თავიანთი თანამოძმეებისაგან და არ ზიანდებიან სეკრეტის არარსებობის გამო, რომელიც გამოიყოფა ორგაზმის დროს.
ეს მეთოდი არარეკომენდებულია მათთვის, ვისაც პრობლემები აქვთ ბავშვის ჩასახვასთან დაკავშირებით ან აქვთ უშვილობის დიაგნოზი. მომზადებულია  http://www.pregnancycalendar.ru/kalendar/-ის მიხედვით


♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ საქონელი ორსულთათვის >>


1. ორსულობის კვირეები:  1-2 10 11 12 13 14 15  16  17 18  19  20 ,21 2223 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41; 2. ორსულობა და მშობიარობა; 3. იხ.   ,,რა სჭირდება ორსულს?”

პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. . “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.