სასქესო ორგანოებზე ალერსი

✧ სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 
წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >

ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
ინტიმური ჰიგიენის საშუალებები ,,ამაზონზე” >> 
ქალის კონტრაცეპტივები
მამაკაცის კონტრაცეპტივები
პრეზერვატივები 
ლუბრიკანტები 
სპერმიციდები

სასქესო ორგანოებზე ალერსი

ჩვენ ახლა განვიხილავთ ქალის სასქესო ორგანოს გარეგან და შინაგან სფეროს. ეს საჭიროებს განსაკუთრებულ განხილვას, რამდენადაც წარმოადგენს აღზნებადობის უმნიშვნელოვანეს ზონას. ამ შემთხვევაში ყურადღებას იმსახურებს თეძოების ქვედა ნაწილი და მუხლებსზემოთა მხარე. თეძოების ქვედა ნაწილი რეაგირებს ხელითა და ენით მუხლებიდან საზარდულამდე მოფერებაზე. ამ დროს ორივე პარტნიორი ძლიერ აღიგზნება.
რაც შეეხება მუხლის ზედა ნაწილის ხანგრძლივად ხელით დაზელვას, ამ შემთხვევაში ნორმალური ვნებათაღელვის ქალების უმრავლესობა ღებულობს უმაღლესი ხარისხის სიამოვნებას. სიამოვნების ეფექტს ზრდის ზემოთ აღნიშნული ალერსის პარალელურად მკერდის, ტუჩებისა და კისრის კოცნა. ასეთი ფორმის ალერსი საკმარისია ვნების გაღვივებისათვის. თუმცა ამგვარი შესაძლებლობისათვის ქალი პასიურიც შეიძლება იყოს სქესობრივი კავშირის დროს.
საგულისხმოა, რომ როდესაც პარტნიორები ლოგინში არიან, საჯდომი და მუხლზედა ნაწილი არ წარმოადგენს ადვილად გამღიზიანებელ არეს, სამაგიეროდ, როცა წყვილი ჩაცმულია ამ ნაწილებზე ხელის ნებისმიერი შეხება ალერსის სურვილს იწვევს.
სხეულის ყველა აღნიშნული ნაწილი, სასქესო ორგანოების გამოკლებით, რომლებიც ჯერ არ განგვიხილავს, წარმოადგენენ ეროგენული ზონების ერთგვარ კონცენტრაციას, რომლის დახმარებითაც ადვილად შეიძლება ნებისმიერი ქალის ვნებათაღელვის გაღვიძება. აქ განლაგებულია სპეციფიკური რეცეპტორები და ყველა ნორმალური ემოციის მქონე ქალის აღგზნება შეიძლება აღნიშნულ ზონებზე ზემოქმედების გზით, რა თქმა უნდა თუკი მამაკაცს ესმის მათი მნიშვნელობა.

სიტუაციის შეფასება

სანამ სასქესო ორგანოების ზემოქმედებაზე გადავიდოდეს, საჭიროა მამაკაცი ზუსტად აფასებდეს სიტუაციას და ქალის ემოციურ მდგომარეობას. ჩვენ ვიცით, რომ ქალის სქესობრივი ორგანოების აღგზნების უნარი ხშირად იცვლება და დამოკიდებულია სხვადასხვა ემოციურ ფაქტორებზე. ქალები სხვადასხვანაირად რეაგირებენ ეროგენული ზონების გაღიზიანებაზე. მათ ცალ-ცალკე ან კომბინირებულ გაღიზიანებას შეუძლია ტემპერამენტიანი, ზომიერი და ცივი ბუნების ქალებიც ძლიერ ააღელვოს. აუცილებელია მამაკაცმა, სანამ ქალს სქესობრივი აქტისათვის მოამზადებდეს წინასწარ იცოდეს ალერსის ყველა შესაძლებელი კომბინაცია. ამ კომბინაციების გამოყენება ქალის ასაღგზნებადაა საჭირო. მამაკაცმა, რომელსაც აქვს ქორწინებამდელი სქესობრივი კავშირის ორი ან მეტი გამოცდილება ან ერთი ხანგრძლივი კავშირისა, საჭიროა მაინც გააფართოოს თავისი ცოდნა რთული და სხვადასხვაგვაროვანი სექსუალური ნატურის ქალებთან ურთიერთობისათვის.
ასეთი ცოდნა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს ქალისათვის კითხვების დასმით, რადგან პარტნიორს არ შეუძლია ამის შესახებ არსებითი ცნობების მიწოდება.
ახლა გადავიდეთ სასქესო ორგანოების გარეგან მხარეზე. სქესობრივ გაღიზიანებას ყველაზე მეტად ექვემდებარება კლიტორი, საშოს პატარა ბაგეები, ბაგეთა გარშემო ადგილები და საშოში შესასვლელი. თანაც ჩამოთვლილი ნაწილებიდან ასაღგზნებად ყველაზე ეფექტურ ორგანოს კლიტორი წარმოადგენს. იგი მნიშვნელოვანია კიდევ იმიტომ, რომ კლიტორმა არა მარტო უნდა გააღიზიანოს, არამედ გამოიწვიოს ქალში ორგაზმიც. არცერთი მამაკაცი არ ჩაითვლება კვალიფიცირებულ პარტნიორად, თუკი ის არ იცნობს ამ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ორგანოს განსაკუთრებულობასა და თავისებურებას.
ერთნი ფიქრობენ, რომ სავნებო წარმოადგენს სექსუალური აღგზნებისა და ორგაზმისადმი ყველაზე მაღალი მიდრეკილების ორგანოს, მაშინ როცა სხვათა აზრით მხოლოდ საშოში, მის შიგნითა ნაწილში, საშვილოსნოს ყელის ჩათვლით, მამაკაცის სასქესო ასოს შეყვანა იწვევს ორგაზმს.

ბევრი იმასაც ამტკიცებს, რომ თუ ქალი ამ ორგანოსადმი ნაკლებმგრძნობიარეა, მაშინ იგი შეიძლება იმპოტენტადაც მივიჩნიოთ, ე. ი. ასეთი ქალი ნორმალური ორგაზმის უნარს მოკლებულია.

ზემოაღნიშნული მდგომარეობის მქონე ქალებმა ზუსტად უნდა გაარკვიონ აქვთ თუ არა სასქესო სფეროში რაიმე სექსუალური დარღვევა. ამგვარი ფაქტორი არც თუ ისე მცირეა. შეხედულებას, რომ ქალები, რომლებიც ორგაზმს მხოლოდ კლიტორის გაღიზიანებით განიცდიან, ითვლებიან ანომალიურად, ავტორი უარყოფს. ეყრდნობა რა მრავალწლიან გამოცდილება-დაკვირვებას, იგი თვლის, რომ ამგვარი “ანომალური” ქალი საკმაოდ ბევრია და ისინი სქესობრივი ურთიერთობისას აბსოლუტურად ნორმალურები არიან.

ორგაზმის ბუნება

ორგაზმის ბუნებას სხვადასხვა ხასიათი აქვს. მაგალითად, თუ ერთი ტიპის ქალები მგრძნობიარენი არიან საშოს არეში და პროპორციულად მათი მკერდიც მგრძნობიარეა, მაშინ მეორე ტიპის ქალებისათვის მკერდი შეიძლება საერთოდ არ იყოს ამღგზნები. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ კლიტორის ზონის მგრძნობელობა თუნდაც სხვა ადგილებში არ იყოს აღგზნებადობა, მაინც წარმოადგენს სავსებით ნორმალურ მდგომარეობას. ასევე ეს სავსებით ნორმალურია, მაგრამ იშვიათია, სასქესო ორგანოს მთელი გარეგანი მხარისა და საშოს არეს მაღალი აღგზნებადობა. როცა მკითხველი გაეცნობა ქალის სხვა სექსუალურ თავისებურებებს, რომლებიც ტექსტშია აღწერილი, ის ნათლად გაიგებს, თუ რატომ წარმოადგენს სასქესო ორგანოების მგრძნობელობის სხვადასხვა დონე ნორმალურ მოვლენას, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ინდივიდუალური ფაქტორებითა და სასქესო ორგანოების აგებულებით, მათი აღგზნებადობის თავისებურებებით. რ. სტრიტი ,,სქესობრივი ცხოვრების კულტურა”


webსასქესო ორგანოებზე ალერსი
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“
გაფრთხილება!