ქეთი ნემსაძე, პედიატრი, პროფესორი
– თანამედროვე პრეპარატების გამოყენებამდე ექიმები მათი ეფექტიანობის შესახებ მტკიცებულებას ვითხოვთ, თურმანიძის მალამო კი საუკუნეებით არის გამოცდილი. მის ეფექტურობაში მარტო ჩემი პაციენტების მაგალითზე კი არ დავრწმუნდი, არამედ საკუთარი შვილის ჯანმრთელობაც კი მივანდე. ჩემს ქალიშვილს კანში სტაფილოკოკური ინფექცია შეეჭრა და სახე დაუზიანა.
ქირურგებმა პლასტიკური ოპერაცია გვირჩიეს, მაგრამ წარმატების გარანტია ვერ მოგვცეს, ამიტომ ოპერაციაზე უარი ვთქვით. არ ვიცოდით, როგორ მოვქცეულიყავით. ხომ წარმოგიდგენიათ, რა მძიმეა გოგონასთვის ნაწიბურებიანი სახით სიარული! მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა – თურმანიძის მალამომ სასწაული მოახდინა და დღეს ჩემს გოგონას სახეზე ავადმყოფობის კვალიც კი აღარ ეტყობა.