ელოს ეპილაცია

ელოს ეპილაცია კოსმეტოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული მეთოდია. იგი ეფუძნება ორი სახის ენერგიის ერთდროულად გამოყენებას; ელოს ეპილაცია მოიცავს ერთდროულად ელექტრო და ლაზერულ ეპილაციას.

♦ ეპილატორები ამაზონზე

ამ მეთოდის გამოყენებით კარგად უმკლავდებიან არა მარტო მუქ, არამედ ღია ფერისა და ფაფუკ თმებსაც.
რაც ყველაზე მთავარია, იგი არ იწვევს კანის დამწვრობას, შეწითლებასა და შეშუპებას. პროცედურის დაწყებამდე, სპეციალისტი ამზადებს კანს: ერთჯერადი საპარსით პარსავს და უსვამს სპეციალურ კრემს.
დამუშავებულ ადგილზე უსვამს აპლიკატორს, რაც იწვევს უეცარ გახურებას. შედეგად, ადამიანი გრძნობს მცირე ჩხვლეტას.

კრემი შრება და ეპილაციის მსურველიც თავისუფალია! თუმცა, მას აუცილებლად აფრთხილებენ, რომ პროცედურიდან სამი დღის განმავლობაში არ უნდა წავიდეს აბანოში, საუნაში და არ გაიცალოს თმები მომდევნო სეანსამდე.
ეპილაციის შემდეგ სასურველია წაისვათ კრემები და  მალამოები.
ეპილაციის შემდეგ პროფილაქტიკის მიზნით ნაჩვენებია:

თურმანიძის ანტისეპტიკური ტკივილგამაყუჩებელი მალამო 

სეანსის დროს არ წარმოიქმნება დამწვრობა, ნაწიბურები და შეწითლება.
შემდგომში კი, მზის აბაზანების მიღების შემთხვევაში, კანი თანაბრად ირუჯება. ეს ყოველივე შესაძლებელი ხდება ეპიდერმისის ორმაგი დაცვის მეშვეობით: პროცედურის მიმდინარეობისას დიდი ყურადღება ექცევა კანის მაქსიმალურ გაგრილებას.
ელოს ეპილაციასაერთოდ, ჩვენი თმები არათანაბრად იზრდება: დაახლოებით 1/3  იზრდება სწრაფად, ასევე  1/3 – საშუალო ტემპით,  1/3 კი საერთოდ არ ჩქარობს გაზრდას.
ერთი პროცედურის განმავლობაში კვდება იმ თმების  30–35%, რომლებიც სწრაფად იზრდებიან.
ამიტომ, სასურველი ეფექტის მისაღწევად, აუცილებელია 4–8 პროცედურის ჩატარება იმის მიხედვით, რა ტიპისაა თმები.
ელოს–ეპილაცია მთელ მსოფლიოში ყველაზე ეფექტურ, უსაფრთხო და მოსახერხებელ საშუალებად ითვლება. მისი ჩატარების შემდეგ, სამუდამოდ ქრება მუქი და ღია ფერის, ასევე ჭაღარა და ფაფუკი თმები.
მის უპირატესობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ ტარდება სწრაფად, უმტკივნეულოდ; არ იწვევს დამწვრობასა და შეწითლებას.

როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
თავის მოვლის პერსონალური საშუალებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

 

 

.