ბჟენი

,,სტომატოლოგია”

რატომ ვარდება ბჟენები?

პაციენტები ხშირად კითხულობენ: “რატომ ვარდება ბჟენი?”. და მართლაც, ზოგჯერ სრულიად ახალი ბჟენები ტოვებენ თქვენს კბილებს სრულიად უდროოდ და მოულოდნელად. მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე. პირველ რიგში, საბჟენი მასალები განსხვავდებიან თვისებებით. ერთ სახეობას ახასიათებს მეტი კუმშვადობა, რის გამოც დროთა განმავლობაში ზომაში მცირდებიან და კბილის კედელსა და ბჟენს შორის სივრცე ჩნდება, სადაც აღწევს მიკრობები და საჭმლის ნარჩენები. ბჟენის ირგვლივ ჩნდება კარიესი, კედლები რბილდება და ბჟენიც ვარდება.

არსებობს სარჩულები, რომელიც კბილის ქსოვილებს ფტორით ამარაგებს და კარიესის განვითარებას ხელს უშლის ბჟენის ქვეშ. ბჟენის ქვეშ კარიესის განვითარებაში არცთუ უმნიშვნელოა ზოგადი დააავადებები, რომლებიც არღვევენ ნივთიერებათა ცვლას, ასევე მიკროელემენტების შეთვისებას. ეს იწვევს კბილის ქსოვილის დასუსტებას და ბჟენის ამოვარდნას.

ცუდმა ჰიგიენა ასევე დიდი როლი შეიძლება ითამაშოს ბჟენის ფიქსაციისას იმდენად, რამდენადაც ჩნდება ნადები, რომელიც არამარტო აზიანებს კბილის კედლებს, არამედ ჩნდება კარიესიც.

გარდა ამისა, ბჟენის ამოვარდნისა და კბილის კედლის მოტეხვის მიზეზი შეიძლება გახდეს არასწორი მკურნალობის მეთოდი, როდესაც კბილის კედლები ძალიან გათხელებულია, ხოლო ბჟენი იკავებს კბილის გვირგვინის ნახევარზე მეტს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია კბილის დაფარვა ხელოვნური გვირგვინით.

ასე, რომ გარდა ობიექტური, ბუნებრივი მიზეზებისა და ბანალური სიზარმაცისა, სტომატოლოგიური კლინიკის სწორად არჩევაც მნიშვნელვანი პირობაა, იმისათვის რომ ბჟენების განახლებამ ხშირად არ მოგიწიოთ.

ექიმი-სტომატოლოგი მაკა ბუღაძე

აღებულია საიტიდან: http://kbilebi.wordpress.com/

გადასვლა გვერდზე ,,სტომატოლოგია”
 გადასვლა გვერდზე: ,,პოპულარული სტომატოლოგიური სტატიები”

__________________________________________________