თმა და მასთან დაკავშირებული პრობლემები

 კოსმეტოლოგია

თმის სწორად მოვლისათვის საჭიროა მის შესახებ გარკვეული ცოდნა. თმის სამი სახეობა არსებობს – ღინღლისებრი, ჯაგრისებრი და გრძელი.

თმის ფორმა სამი სახით წარმოგვიდგება: 1. გლუვი და სწორი 2. ტალღოვანი და 3. ხუჭუჭა. გლუვი თმაც რამდენიმე სახეობად იყოფა: ბრტყელტალღოვანი, განიერტალღოვანი, ვიწროტალღოვანი, დაკულულებული, ხუჭუჭა.
თმის ყოველი ღერი გამსხვილებული ძირით ზის ცილინდრულ ჩარღმავებაში – ფოლიკულში. როგორც მცენარე იზრდება მიწაში, ისე იზრდება თმა თავის კანში. თავზე თმის სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 3-4 წელი, წარბები და წამწამები კი ცოცხლობენ 150 დღეს.

ადამიანს თავზე აქვს 50 000 – 140 000 ღერი თმა. გაცვენილი თმის ადგილზე რამდენიმე თვის შესვენების შემდეგ ახალი თმა ამოდის. ერთ დღეში თმა თავზე იზრდება 0,2 – 0,4 მმ-ით. თმას შეუძლია გაიზარდოს 1,5 მ-მდე. სისხლძარღვები და ნერვული დაბოლოებანი ახორციელებენ კავშირს თმასა და ორგანიზმს შორის.
მშრალი თმა
თმა რომელიც არ ბზინავს და ადვილად ტყდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მშრალია. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ზოგიერთი ვიტამინის ნაკლებობა ორგანიზმში (განსაკუთრებით A ვიტამინის), დარღვევები ნერვულ და ენდოკრინულ სისტემაში (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას თან ახლავს კანის სიმშრალე, თმის, წარბების, წამწამების, წვერ-ულვაშის ცვენა). ხშირად სიმშრალე გამოწვეულია შამპუნის არასწორი გამოყენებითა და ქიმიური საღებავებით.
მშრალი თმის დაბანა ხშირად არ შეიძლება (10-14 დღეში ერთხელ)
ცხიმიანი თმა
თმაზე ზედმეტი ცხიმი გამოწვეულია თავის კანში მოთავსებული ცხიმის ჯირკვლების გაძლიერებული მუშაობით. რაც შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მონელების, ჰორმონალურმა დარღვევამ, არასწორმა კვებამ და სხვა. ცხიმიანი თმის დაბანა ძალიან ცხელი წყლით არ შეიძლება, რადგან უფრო გაძლიერდება ცხიმის ჯირკვლების მუშაობა.
ბოლოჭამიები თმის ღერის ბოლოში ჩნდება. ამ დროს ღერი წვეროდან რამდენიმედ იყოფა. თუ ასეთი დაზიანება მრავალია, თმა გარეგნულად ულამაზოდ გამოიყურება. ამის მიზეზია თმის ცუდი კვება.
ქერტლი თავის კანის ცხიმიანობის მიხედვით არის მშრალი და ცხიმიანი.  თავის კანის ზედა ფენის აქერცვლა და განახლება მუდმივად ხდება. ამ მკვდარ და აქერცლილ უჯრედებს უწოდებენ ქერტლს. ქერტლზე მკურნალობის ეფექტური შედეგი შეიძლება ვნახოთ მხოლოდ ორი თვის შემდეგ.

 
 ,,კოსმეტიკა”