გადასვლა – ,,ქირურგიული ინსტრუმენტები”

ცხოველური წარმოშობის გაწოვადი, ქირურგიული ძაფი. (იხ. ქირურგიული საკერავი მასალა; საკერავი მასალის კლასიფიკაცია). კეტგუტი დამზადებულია ცხვრის წვრილი ნაწლავისაგან. მიღებულ ძაფს ახარისხებენ დიამეტრის მიხედვით (ცხრილი 3) და ასტერილებენ. კეტგუტის გაწოვის ხანგრძლივობა სხადასხვაგვარია (დამოკიდებულია მის დიამეტრზე) და საშუალოდ შეადგენს 8_10 დღეს. გააჩნია მასენსიბილიზირებელი ეფექტი. ოპერაციის შემდეგ 2_დან 10 დღის განმავლობაში კეტგუტი კარგავს სიმტკიცის 50%_ს. ქრომის მარილებით კეტგუტის ძაფის იმპრეგნაცია (ქრომირებული კეტგუტი) უზრუნველყოფს გაწოვის ვადების გახანგრძლივებას და ქსოვილის რეაქციის შემცირებას.
