ერექციის დარღვევების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები

  • თურმანიძის მალამოები

პრეპარატების კლასიფიკაცია ნოზოლოგიების მიხედვით:

ძირითადი კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფები >>> უროლოგია, ნეფროლოგია >>> მამაკაცის სასქესო ფუნქციის მაკორეგირებელი საშუალებები >>> ერექციის დარღვევების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები

  • სისტემური გამოყენებისათვის
  • ადგილობრივი გამოყენებისათვის

ერექციის დარღვევების დროს გამოსაყენებელი პრეპარატების შეძენა ინტერნეტით

აქვე გვინდა შევჩერდეთ ერექციის სამკურნალო პრეპარატების ინტერნეტით შეძენის საკითხზე. ეს პრობლემური საკითხია და მყიდველი კარგად უნდა დაფიქრდეს.

დღეს ერექტიული დისფუნქციის წამლების შეძენა უპრობლემოდ შეიძლება ინტერნეტით, ამისთვის მსოფლიო მასშტაბით არსებობს 22 მლნ საიტი.

რატომ ყიდულობენ ერექციის დარღვევების დროს გამოსაყენებელ პრეპარატებს ინტერნეტით?

მყიდველის მოტივაციას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:

1. ანონიმურობა
2. კომფორტი დახურული პაკეტი მოგდით თქვენს მიერ მითითებულ ადგილზე
3. ხარისხი –  მყიდველთა ნაწილი ცდილობს პრეპარატები ცნობილი ბრენდებისაგან პირდაპირ შეიძინოს. მათ მიაჩნიათ, რომ ასე უფრო სანდოა
4. ფასი – ხშირად ინტერნეტში შეძენა უფრო იაფი ჯდება
5. ურეცეპტოდ შეძენის შესაძლებლობა. (დროისა და ექიმთან მორიგი ვიზიტის თანხის აზოგვა). მაგ.: ყველაზე პოპულარული პრეპარატები: ავანაფილი;(სტენდრა Stendraსილდენაფილი  (Viagra); ტადალაფილი;  (ციალისი)ვარდენაფილი;  (ლევიტრა) ,,ამაზონზე” ურეცეპტოდ იყიდება. დააკლიკეთ  ჟოლოსფერ  ტექსტებს და გახვალთ ამაზონის შესაბამის განყოფილების გვერდზე, სადაც გათვალისწინებულია სპეციალური ფასდაკლებებიც.

პრობლემები ონლაინ ყიდვისას!

პრობლემა 1. ერექტიული დისფუნქციის სამკურნალო ყოველთვის არ არის ისეთი, როგორც რეკლამაში აღწერენ. FDA მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარაები, რომლებიც იყიდება ინტერნეტით, ხშირად შეიცავენ რეცეპტორულ კომპონენტებს.

პრობლემა 2. შეიძლება პრეპარატი შეიცავდეს საჭირო ნივთიერებებს, მაგრამ არ იყოს სწორად შერჩეული დოზა. 100 მგ ვიაგრის ონლაინ გაყიდვადი ნიმუშების მხოლოდ 10% იყო მიახლოებული იმასთან, რაც მის ანოტაციაში ჰქონდათ მითითებული.

არსებობს სხვა მრავალი პრობლემაც, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.

უნდა იყიდებოდეს თუ არა ერექციის დარღვევეის დროს გამოსაყენებელ პრეპარატები ონლაინ რეჟიმში?

როცა მომხმარებელი ყიდულობს წამალს უცნობი კომპანიისგან, იზრდება არაეფექტური და ზოგჯერ საზიანო წამლის შეძენის რისკი. დაკვირვებით აღმოჩნდა, რომ ერექტიული დისფუნქციის სამკურნალო საშუალებების უდიდესი ნაწილი არაეფექტიანი. ზოგჯერ ეს წამლები შეიცავენ ნივთიერებებს, რომლებიც დამატებით მავნეა ორგანიზმისთვის, მაგ, საღებავები, მელანი და ა.შ.

ონლაინ ყიდვას, ცხადია ჯობს აფთიაქში შეძენა. მიუხედავად ამისა, განვითარებულ ქვეყნებშიც დიდია ონლაინ შესყიდვების ხვედრითი წილი.

თუკი ადამიანმა მაინც ონლაინ შესყიდვა გადაწყვიტა, მყიდველმა ბევრად მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს და დაიცვას რამდენიმე წესი:

1. უნდა შეიძინოს მხოლოდ კარგად ცნობილი პრეპარატები. არ უნდა ენდოს გაურკვეველი დასახელების რეკლამირებულ პრეპარატებს. დღეისათვის გამოცდილი და ცნობილი პრეპარატებია: ავანაფილი;  (სტენდრა Stendra); სილდენაფილი;  (Viagra); ტადალაფილი; (ციალისი); ვარდენაფილი; (ლევიტრა)  ისევე როგორც ყველა მედიკამენტს, მათაც აქვთ გვერდითი ეფექტები.

2. უნდა შეიძინოს მხოლოდ ცნობილ ინტერნეტ-მაღაზიებში, რომლებიც აკონტროლებენ თავიანთ საქონლის ხარისხს. დღეს ყველაზე სანდოდ მიჩვეულია amazon.com. ამაზონზე  ურეცეპტოდ იყიდება პრეპარატები: ავანაფილი (სტენდრა Stendra); სილდენაფილი (Viagra); ტადალაფილი (ციალისი); ვარდენაფილი (ლევიტრა). დააკლიკეთ  ჟოლოსფერ  ტექსტებს და გახვალთ ამაზონის შესაბამის  განყოფილების გვერდზე, სადაც გათვალისწინებულია სპეციალური ფასდაკლებებიც.

3. მომხმარებელს უნდა ახსოვდეს, რომ ურეცეპტოდ შეძენა არ ნიშნავს, რომ პრეპარატი ურეცეპტო გამოყენებისაა. ყველა პრეპარატს აქვს უკუჩვენებები, მომხმარებელი აუცილებლად უნდა გაეცნოს უკუჩვენებებს და  მიიღოს  ექიმის კონსულტაცია.

FDA აფრთხილებს მომხმარებლებს

FDA აფრთხილებს მომხმარებლებს და აწვდის სიას, იმ პოტენციურად საშიში პრეპარატებისა, რომელთა შემადგენლობაც საზიანოა ჯანმრთელობისთვის, ან ინგრედიენტები არ არის დეკლარირებული. ეს სია მუდმივად ივსება, და იმ მომენტისათვის, როცა მას კითხულობთ უკვე არასრულია. საუკეთესო გამოსავალი გამოიყენოთ მხოლოდ ზემოთ დასახელებული ცნობილი პრეპარატები (ისინი ზემოთ ჟოლოსფრადაა)

FDA-ის მიერ აკრძალული პრეპარატები: 4EVERON , Actra-Rx,Actra-Sx, Adam Free, Blue Steel, Energy Max, Erextra, Hero, HS Joy of Love, Lady Shangai, Libidus, Liviro3, Lycium Barbarum L., Nasutra, Naturalë Super Plus, NaturalUp, Neophase, Rhino V Max, Shangai Regular, აგრეთვე იყიდება, როგორც Shangai haojimengnan, Shangai Ultra, Shangai Ultra X, Strong Testis, Super Shangai, True Man, V.Max, Vigor-25, Xiadafil VIP tablets (Lots 6K029 and 6K209-SEI only), Yilishen,Zimaxx.

ქიმიური საშუალებები, რომლებიც მასკირებულია მცენარეული პროფილით – შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში. FDA ამტკიცებს, რომ ონლაინ გაყიდვადი პრეპარატები შეიცავენ სიალისს და მათი გამოყენება გულის იშემიური დაავადების მქონე ავადმყოფების საშიშია.

FDA ცდილობს საერთოდ აიკრძალოს არალეგალური ერექტიული დისფუნქციის სამკურნალო საშუალებების გაყიდვა, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ ხერხდება ამის მიღწევა და ეს მედიკამენტების თავისუფლად ცირკულირებს ინტერნეტ სივრცეში.


Share this...Share on Facebook
Facebook