ჭრილობის გასაფართოებელი, ორგანოების და ქსოვილების დასაშორიშორებელი ქირურგიული ინსტრუმენტი. ამ ჯგუფში გაერთიანებულია რეტრაქტორები. რეტრაქცია* – ქსოვილთა განზიდვა და ფიქსაცია გარკვეულ პოზიციაში.
რეტრაქტორის ტიპებია:
ა) ბრტყელი:
1) ზედაპირული რეტრაქციისთვის განკუთვნილი კბილიანი (ფოლკმანის და სხვ.) და ფირფიტისებრი (ფარაბეფის და სხვ.) კავები;
2) ღრმა რეტრაქციისთვის განკუთვნილი სარკეები ბრტყელი ან უნაგირისებრი ფორმის სამუშაო ნაწილით, რომლის ზედაპირიც პოლირებულია, ირეკლავს სხივს და იძლევა საოპეაციო ველის დამატებით განათებას (დუაენის და სხვ.);
ბ) ჭრილობის გამაგანიერებელი:
– ორმხრივი სარკე თვითდამჭერი მოწყობილობით და სხვა.
- ერთკბილა კავი
- კავი ნერვის რეტრაქციისთვის
- ფოლკმანის დაკბილული კავი
- ფარაბეფის ფირფიტისებური კავი
- ლანგენბენკის ფირფიტოვანი კავი
- ჩერნის ფირფიტოვანი კავი
- მორისის ფირფიტოვანი კავი
- დივერის სარკე
- დუაიენის სარკე
- ელისონის ფილტვის სარკე
- ფიოდოროვის თირკმლის სარკე
- სამსაგდულიანი ჭრილობის გასაფართოებელი კრემალიერით