ორსულობის მე-14 კვირა

ორსულობის მე-14 კვირა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♥ ორსულთა კაბები 
♥ ორსულთა მაისურები 
♥ ორსულთა შარვლები 
♥ ორსულთა შორტები 
♥ ორსულთა ქამრები 
♥ ორსულთა ბიუსჰალტერი 
♥ ორსულთა ქვედა საცვლები 
♥ ორსულთა საცურაო კოსტუმები 
♥ ტანსაცმელი ორსულთათვის
♥ ფეხსაცმელი ორსულთათვის 
♥ თეთრეული ორსულთათვის
♥ ჯინსები ორსულთათვის 
♥ კოლგოტები ორსულთათვის
♥ ტოპები ორსულთათვის


როგორ იცვლება ბავშვი

ორსულობის მე-14 (მეთოთხმეტე) კვირაზე ბავშვს უკვე შეუძლია, თვალები მოჭუტოს, მოიღუშოს, მოწოვოს საკუთარი თითი და მოშარდოს კიდეც სანაყოფე სითხეში.
ამავდროულად, იგი თვალსა და ხელს შუა იზრდება: მისი სიგრძე 8–8,9 სანტიმეტრს აღწევს.
ტანი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე თავი, რომლისგანაც ახლა უფრო მკვეთრად განირჩევა კისერი. იკვეთება ნიკაპის მოხაზულობაც – იგი ამჟამად მკერდზე აღარ დევს.
ფორმირებას იწყებს ხმისწარმომქმნელი აპარატი, რომელსაც შეუძლია, ბავშვის დაბადების პროცესში ხმა გამოსცეს. ორსულობის მე-14 (მეთოთხმეტე) კვირას  ნაყოფი აკეთებს წოვისა და ყლაპვის პირველ ცდებს. ამავე პერიოდში მისი ნაწლავი გრძელდება და იხვევა; თანდათან საკვების მონელების პროცესი იწყება.
ფორმირებას იწყებს ნაყოფის გარე სასქესო ორგანოები. თუმცა, ჯერჯერობით ისინი არიან შუალედურ ფაზაში  არც მთლად მამრობითია და არც – მდედრობითი; ამის გამო, ჯერ კიდევ ძნელია, ზუსტად განვსაზღვროთ ნაყოფის სქესი.
ინტენსიურად გრძელდება ნერვული სისტემის განვითარება. შედეგად, ნაყოფი გრძნობს კანზე შეხებას: იგი მუშტად კუმშავს თითებს გაღიზიანების შემთხვევაში.

მე-14 კვირის ბოლო

ორსულობის მე-14 (მეტოთხმეტე) კვირის მიწურულს, ხელები იმდენად იზრდება, რომ სხეულის ზომას პროპორციულად ეხამება.
თუმცა, იმავეს ვერ ვიტყვით ფეხებზეც – მათ ჯერ კიდევ სჭირდება გაზრდა. სხეული თმის საფარველით, ღინღლით იფარება.

ღვიძლი იწყებს ნაღვლის წვენის გამომუშავებას; ელენთა კი  სისხლის წითელი ნაწილაკების წარმოქმნის პროცესში ერთვება. არც ამ პერიოდში შეგიძლია შენი პირმშოს ბიძგების შეგრძნება; ალბათ საინტერესოა იმის გაგება, რომ ნაყოფის კიდურები უფრო მოქნილი და აქტიური გახდა.

მეორე ტრიმესტრი

კეთილი იყოს შენი გადასვლა მეორე ტრიმესტრში! ორსულობის მე-14 (მეტოთხმეტე) კვირას გიბრუნდება ჩვეული ენერგია, მკერდი ნაკლებ მგრძნობიარე გიხდება და რაც მთავარია, ტოქსიკოზისგან თავისუფლდები. თუ მისი სიმპტომები მაინც დაგრჩა, არ იდარდო, იგი უკვე მალე გაივლის.
თუ ფეხმძიმეთა უმრავლესობა მთელი თვე იტანჯება ადრეული ტოქსიკოზით, სამაგიეროდ, მეორე ტრიმესტრი ითვლება მათთვის ყველაზე კომფორტულ პერიოდად.
ორსულობის მე-14 (მეტოთხმეტე) კვირა იმითაც გამოირჩევა, რომ საშვილოსნოს ბოქვენის ძვლის ოდნავ მაღლა გრძნობ; საშვილოსნო კი ისეთ ზომას იღებს, რომ პატარა მუცელიც კი გემჩნევა. არადა, რამდენ ხანს ოცნებობდი ალბათ, რომ ბოლოს და ბოლოს მუცელი დაგმჩნეოდა! ანდა, იქნებ იმ კატეგორიას მიეკუთვნები, რომელთაც ფეხმძიმობა მე–17 კვირიდან ეტყობათ? ნებისმიერ შემთხვევაში, კარგად დაისვენე, არაფერზე ინერვიულო და დატკბი საკუთარი მდგომარეობით – რამდენიმე თვეში ხომ ამ ქვეყანას შენი პატარა ანგელოზი მოევლინება და ყველა ტკივილს დაგავიწყებს. მომზადებულია  http://www.pregnancycalendar.ru/kalendar/-ის მიხედვით


ორსულობის მე-14 კვირაFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤰 ორსულობის მე-14 კვირაზე ბავშვს უკვე შეუძლია, თვალები მოჭუტოს, მოიღუშოს, მოწოვოს საკუთარი თითი და მოშარდოს კიდეც სანაყოფე სითხეში.
📏 მისი სიგრძე 8–8,9 სანტიმეტრს აღწევს
🥳 ორსულობის მე-14 კვირას გიბრუნდება ჩვეული ენერგია, მკერდი ნაკლებ მგრძნობიარე გიხდება და რაც მთავარია, ტოქსიკოზისგან თავისუფლდები
🤗 თუ ფეხმძიმეთა უმრავლესობა მთელი თვე იტანჯება ადრეული ტოქსიკოზით, სამაგიეროდ, მეორე ტრიმესტრი ითვლება მათთვის ყველაზე კომფორტულ პერიოდად
📌 ეს კვირა იმითაც გამოირჩევა, რომ საშვილოსნოს ბოქვენის ძვლის ოდნავ მაღლა გრძნობ, საშვილოსნო კი ისეთ ზომას იღებს, რომ პატარა მუცელიც კი გემჩნევა
👉 გაიგეთ მეტი ორსულობის თითოეული კვირის შესახებ საიტზე – https://bit.ly/3EwiP8w#ორსულობა #მშობიარობა #ფეხმძიმობა #ორსულობის14კვირა #14კვირისნაყოფი #ორსულთაკვება #ორსულობაკვირებით #ორსულობაკვირებისმიხედვით #ორსულობისკვირები #14კვირისორსული #ნაყოფისგანვითარება #სასქესოჰორმონები #ტესტოსტერონი #ესტროგენი #ნაყოფისზომა #ტოქსიკოზი #ორსულთატოქსიკოზი #მეორეტრიმესტრი #ამნიონურისითხე #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ საქონელი ორსულთათვის >>


1. ორსულობის კვირეები:  1-2 10 11 12 13 14 15  16  17 18  19  20 ,21 2223 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41; 2. ორსულობა და მშობიარობა; 3. იხ.   ,,რა სჭირდება ორსულს?”