ორსულობის მე–16 კვირა

ორსულობის მე–16 კვირა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ორსულებისათვის საჭირო ნივთები ,,ამაზონზე”
ორსულთა კაბები 
ორსულთა მაისურები 
ორსულთა შარვლები 
ორსულთა შორტები 
ორსულთა ქამრები (ბანდაჟები)
ორსულთა ბიუსჰალტერი 
ორსულთა ქვედა საცვლები 
ორსულთა საცურაო კოსტუმები 
ტანსაცმელი ორსულთათვის 
ფეხსაცმელი ორსულთათვის 
თეთრეული ორსულთათვის 
ჯინსები ორსულთათვის 
კოლგოტები ორსულთათვის 
ტოპები ორსულთათვის 
ბალიშები ორსულთათვის  
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პერიოდისათვის ,,ამაზონზე”


როგორ იცვლება ბავშვი

ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, თუ რა სასწაულებს ახდენს შენი პატარა რეკორდსმენი: ორსულობის მე–16 (მეთექვსმეტე) კვირას იგი 11–11,5 სანტიმეტრის სიგრძისაა და 80 გრამს იწონის.
წარმოიდგინე, ის დაახლოებით ავოკადოს ზომისაა. 3 კვირის მანძილზე პაწაწუნა კიდევ ერთ სასწაულს მოახდენს – მნიშვნელოვან ნახტომს გააკეთებს სიგრძეში ზრდის თვალსაზრისით და წონას გაიორმაგებს. თუმცა, ამ თემას შემდეგ უფრო დაწვრილებით შევეხებით.
კისერი იმდენად არის გამაგრებული, რომ ნაყოფს უკვე შეუძლია თავის აწევა. თვალები და ყურები ძალზე ახლოსაა თავის საბოლოო ადგილმდებარეობასთან. გული ყოველდღიურად 25 ლიტრ სისხლს გადატუმბავს. მართალია, თვალები ჯერ დახუჭული აქვს, მაგრამ შეუძლია მისი გამოძრავება. ფეხებზე თანდათან ფრჩხილები ეზრდება.
პროგრესი შეინიშნება თირკმელებისა და საშარდე ბუშტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებითაც –– 45 წუთში ერთხელ ნაყოფი შარდს გამოყოფს სანაყოფე სითხეში.
ღვიძლი თანდათან ერთვება საჭმლის მონელების პროცესში, სისხლწარმოქმნას კი წითელი ძვლის ტვინი განაგრძობს. ამ პერიოდში, ნაყოფის სისხლში ფიქსირდება ყველა ის უჯრედი, რაც ზრდასრული ადამიანის სისხლისთვის არის დამახასიათებელი.
ასე რომ, უკვე არსებობს საშუალება, განისაზღვროს სისხლის ჯგუფი და რეზუს–ფაქტორი. კუჭი, ნაწლავები და ნაღვლის ბუშტი თავიანთი ფუნქციების შესრულებას იწყებენ. თუმცა, მათი მუშაობა უფრო სამომავლო მზადებაა.
ორსულობის მე–16 (მეთექვსმეტე) კვირაზე ნაყოფის ნაწლავებში წარმოიქმნება მასა, რომლის ძირითადი ნაწილი ნაღვლის ბუშტში გამომუშავებული სითხისგან შედგება. ბავშვის მიერ გამოყოფილ, განავლის მსგავს მასას მეკონიუმს უწოდებენ, რომელიც მუქი მწვანე ან მოშავო–მომწვანო შეფერილობისაა.
ულტრაბგერითი აპარატით გაშუქებისას, მონიტორზე გარკვევით ჩანს ნაყოფის მოძრაობა.
შესაძლოა, შენ ამ პროცესს უკვე გრძნობ კიდეც. თუ ჯერ ასე არაა, არ ინერვიულო. ბავშვის პირველი გამოძრავება, ჩვეულებრივ, მეთექვსმეტედან მეოცე კვირამდე პერიოდში ფიქსირდება, რაც ყველასთვის ინდივიდუალური მოვლენაა. შესაძლოა, ერთს უფრო აქტიური ნაყოფი ჰქონდეს, ვიდრე მეორეს.
ან კიდევ: არც ისაა გამორიცხული, რომ ერთმა და იმავე ქალბატონმა მეორე ორსულობისას, პირველთან შედარებით, სულ სხვა დროს იგრძნოს ბავშვის შეტოკება.

როგორ იცვლები შენ

შენ უკვე გითხრეს, რომ ორსულობის მე–16 (მეთექვსმეტე) კვირას შესანიშნავად გამოიყურები? ეს არაა გადაჭარბებული შეფასება.
ორსული ქალის ორგანიზმში საგრძნობლად გაზრდილია სისხლის მიმოქცევა, რომელიც კანს მკვეთრად აწვება. შესაძლოა, ახლა შენი გარეგნობა თვითონაც მოგწონს, მითუმეტეს, რომ ჰორმონების აქტიურობა დამცხრალია და ტოქსიკოზმაც უკვე გაგიარა.
შენ გაიმედებს ისიც, რომ უკვე გასცდი მე–14 კვირას, ანუ იმ სარისკო პერიოდს, როდესაც ჯერ კიდევ არსებობს ნაყოფის მოწყვეტის საშიშროება.
ექვსი კვირის წინ, შენი საშვილოსნოს წონა 140 გრამს შეადგენდა, ახლა კი დაახლოებით 250 გრამია. 250 გრამამდეა გაზრდილი სანაყოფე სითხის მოცულობა. რაც შეეხება საშვილოსნოს ადგილმდებარეობას, იგი ჭიპიდან 7,5 სანტიმეტრით არის დაცილებული.
არ დაგვიწყდეს, რომ ორსულობის მე–16 (მეთექვსმეტე) კვირას აუცილებლად უნდა ჩააბარო სისხლი, რათა ლაბორატორიაში დადგინდეს ალფა–ფეტოპროტეინის, ქორიონული გონადოტროპინისა და სხვ. დონე. შესაძლოა, ზოგიერთი დაავადების დროს (როგორიცაა, მაგალითად, დაუნის სინდრომი, ქალა–ტვინის თიაქარი, ენცეფალიები და ა. შ) სისხლში ამ ნივთიერებათა დონე ნორმიდან იყოს გადახრილი. გამოკვლევის შედეგები საშუალებას მოგცემს, დროზე მიიღო ზომები –– ნაყოფის შესაძლო დეფექტის აღმოსაფხვრელად. მომზადებულია  http://www.pregnancycalendar.ru/kalendar/-ის მიხედვით


ორსულობის მე-16 კვირაFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤰 ორსულობის მე–16 კვირას ნაყოფი 11–11,5 სანტიმეტრის სიგრძისაა და 80 გრამს იწონის.
🥑 წარმოიდგინე, ის დაახლოებით ავოკადოს ზომისაა.

🥳 3 კვირის მანძილზე პაწაწუნა კიდევ ერთ სასწაულს მოახდენს – მნიშვნელოვან ნახტომს გააკეთებს სიგრძეში ზრდის თვალსაზრისით და წონას გაიორმაგებს.
🔬 ულტრაბგერითი აპარატით გაშუქებისას, მონიტორზე გარკვევით ჩანს ნაყოფის მოძრაობა.
🩸 ორსული ქალის ორგანიზმში საგრძნობლად გაზრდილია სისხლის მიმოქცევა, რომელიც კანს მკვეთრად აწვება.
😊 შესაძლოა, ახლა შენი გარეგნობა თვითონაც მოგწონს, მითუმეტეს, რომ ჰორმონების აქტიურობა დამცხრალია და ტოქსიკოზმაც უკვე გაგიარა.
🧪 არ დაგვიწყდეს, რომ ორსულობის მე–16 კვირას აუცილებლად უნდა ჩააბარო სისხლი, რათა ლაბორატორიაში დადგინდეს ალფა-ფეტოპროტეინის, ქორიონული გონადოტროპინისა და სხვ. დონე.
👉 გაიგეთ მეტი ორსულობის თითოეული კვირის შესახებ სტატიიდან – https://bit.ly/3v55sa1
#ორსულობა #მშობიარობა #ფეხმძიმობა #ორსულობის16კვირა #16კვირისნაყოფი #ორსულთაკვება #ორსულობაკვირებით #ორსულობაკვირებისმიხედვით #ორსულობისკვირები #16კვირისორსული #ნაყოფისგანვითარება #სასქესოჰორმონები #ნაყოფისზომა #ნაყოფისწონა #ალფაფეტოპროტეინი #ქორიონულიგონადოტროპინი #ყაბზობა #ზურისტკივილი #სპაზმი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ საქონელი ორსულთათვის >>


1. ორსულობის კვირეები:  1-2 10 11 12 13 14 15  16  17 18  19  20 ,21 2223 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41; 2. ორსულობა და მშობიარობა; 3. იხ.   ,,რა სჭირდება ორსულს?”