ნაყოფის განვითარების ფსიქოლოგია

ნაყოფის განვითარების ფსიქოლოგია

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ორსულებისათვის საჭირო ნივთები ,,ამაზონზე”
ორსულთა კაბები 
ორსულთა მაისურები 
ორსულთა შარვლები 
ორსულთა შორტები 
ორსულთა ქამრები (ბანდაჟები)
ორსულთა ბიუსჰალტერი 
ორსულთა ქვედა საცვლები 
ორსულთა საცურაო კოსტუმები 
ტანსაცმელი ორსულთათვის 
ფეხსაცმელი ორსულთათვის 
თეთრეული ორსულთათვის 
ჯინსები ორსულთათვის 
კოლგოტები ორსულთათვის 
ტოპები ორსულთათვის 
ბალიშები ორსულთათვის  
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პერიოდისათვის ,,ამაზონზე”


ზემგრძნობიარე დანადგარების გამოყენებით ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა დი პიეტრომ და სხვა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ორსულობის 32-ე კვირაზე-დაბადებამდე 2 თვით ადრე- ბავშვი იქცევა ზუსტად ისე, როგორც ახალშობილი.
ეს გრძელდება შემდგომი 12 კვირის მანძილზე.
მეცნიერების ბოლო გამოკვლევები გვაცნობენ, რომ 9-ე კვირაზე ნაყოფს შეიძლება ასლოკინებდეს და რეაგირებდეს ხმამაღალ ბგერებზე.
მეორე ტრიმესტრის ბოლოს მას უვითარდება სმენა.
ნაყოფი გემოს უსინჯავს დედის საკვებს და პირველად უჩნდება “პირის გემო” კულტურულ-ეთნიკური თავისებურებებიდან გამომდინარე.
სხვა გონებრივ ჩვევათა შორის ნაყოფმა შეიძლება განასხვავოს დედის ხმა უცნობი ადამიანის ხმისაგან, მოახდინოს რეაგირება ნაცნობ, მისთვის წაკითხულ ზღაპარზე.

ნაყოფის გემოვნებითი შეგრძნებები

ის ფაქტი, რომ მოზრდილ ადამიანებს უყვართ ცხარე წიწაკა და სუნელები, შესაძლოა იყოს დაკავშირებული მუცლადყოფნის პერიოდთან.
13-15-ე კვირაზე გემოვნების რეცეპტორები უკვე ისე გამოიყურებიან, როგორც მოზრდილ ადამიანებში და ექიმებმა იციან, რომ ის სითხე, რომელიც გარს არტყავს ემბრიონს, გემოთი მოგვაგონებს ქარის (ინდური სუნელი), ძირას, ნიორის, ხახვის და დედის საკვებში შემცველ სხვა სუნელების ნარევს.

ნაყოფის სმენითი შეგრძნებები

ჯერ დაუდგენელია, გრძნობს თუ არა ნაყოფი გემოს, მაგრამ ის ფაქტი, რომ მას ესმის, ეჭვს არავისში არ იწვევს.
24-25-ე კვირაზე გაჩენილი ბავშვი რეაგირებს მის გარშემო მყოფ ბგერებზე, რაც ნიშნავს, რომ მისი სმენითი აპარატი უნდა ფუნქციონირებდეს მუცლადყოფნის პერიოდშიც.
ბევრი ორსული ქალი გრძნობს უეცარ ბიძგებს მას შემდეგ, რაც კარები დაიხურა ან მანქანის ძრავა ამუშავდა.

დედის საშო არ წარმოადგენს წყნარ ადგილს, მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღწერილი ბგერები მასში არ აღწევენ.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ როდესაც დედა ლაპარაკობს, ნაყოფის გულის რიტმი ნელდება, ის ამ დროს წყნარდება.

ნაყოფის მხედველობითი შეგრძნებები

მხედველობა ყველაზე ბოლოს ვითარდება. ნაადრევად შობილ ბავშვს შეუძლია სინათლის და ფორმების გარჩევა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნაყოფსაც იგივე შეუძლია.
ისევე როგორც საშოში არ არსებობს აბსოლუტური სიჩუმე, ასევე არ არსებობს აბსოლუტური სიბნელე.
იაპონური მეცნიერები გვამცნობენ ნაყოფის თავისებური რეაქციის შესახებ დედის მუცელთან სინათლის წყაროს გაჩენის შემთხვევებში.

ნაყოფის შემეცნებითი საქმიანობა

გრძნობის, ხედვის და სმენის უნარის გარდა, ნაყოფს გააჩნია შესწავლის და დამახსოვრების უნარი.
საქმიანობის ეს ტიპები რუდიმენტული, ავტომატური და ბიოქიმიური რეაქციითაც კი იყოს შეიძლება იყოს გამოწვეული.
მაგალითად, ნაყოფი იმის შემდეგ, რაც პირველად რეაგირებს გამღიზიანებელზე, ერთი და იმავე გამღიზიანებლის სისტემატური ზემოქმედების დროს თანთანობით წყვეტს ამის კეთებას.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დედის ხმაზე რეაგირების დროს ნაყოფი იყენებს დამახსოვრების პრიმიტიული ხერხს, რომელსაც შემგუებლობა ეწოდება.

თუმცა ნაყოფი ავლენს კიდევ უფრო დიდ შესაძლებლობებს.
80-იან წლებში ფსიქოლოგიის პროფესორი და ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატმა ენტონ ჯეიმს დი კასპერმა გრინსბოროს უნივერსიტეტიდან (ჩრდილოეთ კაროლინას შტატი) ჩაატარა გამოკვლევა, რომლის საფუძველზეც დადასტურდა, რომ ბავშვმა შეიძლება შეცვალოს ძუძუს წოვის ტემპი იმ მუსიკის შესაბამისად, რომელსაც ის უსმენს ამ მომენტში.
ამ გამოკვლევის დახმარებით, დი კასპერმა დაადგინა, რომ დაბადებიდან რამოდენიმე საათის განმავლობაში ბავშვს უკვე შეუძლია განასხვავოს დედის ხმა სხვა ადამიანის ხმისგან.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ დი კასპერმა დაასკვნა, რომ ახალშობილი უპირატესობას ანიჭებს იმ ზღაპრებს, რომელთაც უსმენდა ჯერ კიდევ დაბადებამდე (მაგალითად, “ჩექმებიანი კატა”, რომელიც ამ ექსპერიმენტის დროს იქნა გამოყენებული).

მეტსაც გეტყვით: ახალშობილები არა მარტო ანასხვავებენ დედის მეტყველებას სხვა ადამიანის მეტყველებისგან, არამედ დედის მეტყველების მელოდიკას და მის ელემენტებსაც კი იმახსოვრებენ.
დადგინდა, რომ პატარებს უფრო მოსწონთ, როდესაც დედა ლაპარაკობს თავის მშობლიურ ენაზე და ნაკლებად რეაგირებენ, როდესაც ის ან სხვა ადამიანები საუბრობენ უცხო ენაზე.

ნაყოფის გულის რიტმის ცვლილებებზე დაკვირვების პროცესში, ფსიქოლოგმა, მეცნიერებათა კანდიდატმა ჟან პიერ ლეკანიუმ თავის პარიზელ კოლეგებთან ერთად დაადგინა, რომ ბავშვი უკვე მუცლადყოფნის პერიოდში არჩევს როგორც ხმის ტემბრს, ისე მეტყველების ელემენტებს: ის მშვიდდება ნაცნობი ზღაპრის ნაცნობი ხმით მოყოლის დროს.
ფაიფერი აღნიშნავს, რომ ნაყოფი რეაგირებს არა გარკვეულ სიტყვებზე, არამედ ხმის ტემბრის და ზღაპრის ტემპის ცვლილებაზე, მაგრამ დასკვნა იგივეა: ნაყოფს უკვე აქვს სმენის, დამახსოვრების, გაგებული ბგერების გახსენების უნარი და მას (ისევე როგორც ყოველ ჩვენთაგანს) მოსწონს კომფორტისა და სიმშვიდის შეგრძნება, რომელსაც განვიცდით ახლობელ ადამიანთან ურთიერთობის დროს.

ნაყოფის პიროვნება

საიდუმლო არ არის, რომ ბავშვები იბადებიან ხასიათის გარკვეული განმასხვავებელი თავისებურებებით, რომლებიც მათ ტემპერამენტს განსაზღვრავენ.
თუ რა სახით და რა ეტაპზე ეყრება საფუძველი ნაყოფის ქცევის თავისებურებებს –ღრმა გამოკვლევების საგანს შეადგენს.

ნაყოფის ტემპერამენტის პირველი ოფიციალური გამოკვლევა ჩატარდა დი პიეტროსა და მისი კოლეგების მიერ 1996 წელს.
მათ დააფიქსირეს ნაყოფის გულისცემა და მოძრაობითი აქტივობა 6-ჯერ (დაწყებული დაბადების 31-კვირიდან დაბადებამდე) და შემდეგ შეადარეს მიღებული შედეგები დაბადებისშემდგომი პერიოდის მონაცემებს (ექსპერიმენტში გამოიკვლიეს 100-მდე ბავშვი).
აღმოჩნდა, რომ მუცლადყოფნის პერიოდში აქტიური ბავშვები დაბადების მერეც გამოირჩეოდნენ უფრო მეტი აღგზნებადობით.
ის ბავშვები, რომელთაც ჰქონდათ ძილის და სიფხიზლის არარეგულარული რეჟიმი მუცლადყოფნის პერიოდში, დაბადების მერეც უარესად ეძინათ.

”ქცევა არ იწყება დაბადებით”,- ამბობს დი პიეტრო, – მას საფუძველი გაცილებით ადრე ეყრება და მისი განვითარება განსაზღვრულ კანონებს ექვემდებარება”.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს განვითარებაზე, არის ცხოვრების პირობები, რომლებშიც უწევს ნაყოფს არსებობა.
ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერის ალსის აზრით, ნაყოფი დედისგან იღებს უდიდესი რაოდენობის ჰორმონებს, ამიტომ მის ქრონობიოლოგიურ რიტმებზე გავლენას ახდენს დედის ძილის და სიფხიზლის ციკლები, მისი საკვების მიღების განრიგი, მისი მოძრაობები.

დედის მიერ სტრესის ზემოქმედების ქვეშ გამომუშავებულმა ჰორმონებმაც შეიძლება იქონიონ დიდი მნიშვნელობა.
დი პიეტრომ აღმოაჩინა, რომ რაც უფრო მეტად იმყოფება მომავალი დედა სტრესულ მდგომარეობაში, მით უფრო აქტიურია ნაყოფი და მით უფრო ადვილად აღგზნებადია.
დი პიეტრო აღნიშნავს, რომ “გაცილებით მეტ სტრესს განიცდის ქალი, რომელიც მუშაობს”, “დღესდღეობით ქალები მუშაობენ თითქმის მშობიარობის დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტის შესაძლო შედეგები ჯერ ბოლომდე არ არის შესწავლილი”.

ალსი ეთანხმება იმას, რომ მუშაობა შეიძლება დიდი სტრესის გამომწვევი იყოს, მაგრამ თან დასძენს, რომ ორსულობის პერიოდში ჰორმონები გვეხმარებიან როგორც დედის, ისე ნაყოფის სტრესის ბლოკირებაში. სტრესზე ინდივიდუალურ რეაქციებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
“ორსული ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მუშაობა, განსხვავდება იმ ქალისაგან, რომელმაც გადაწყვიტა არ იმუშაოს.” – განმარტავს ის.
ასეთი ქალი ასევე განსხვავდება იმ ქალისაგან, რომელმაც იძულებულია იმუშაოს. დი პიეტროს გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ნაკლებადუზრუნველყოფილი ქალის ნაყოფი ნაკლებად აქტიურია, გამოირჩევა უფრო სუსტი გულისცემით, ვიდრე საშუალო ფენის ქალის ნაყოფი.
“გარდა ამისა, ნაკლებადუზრუნველყოფილი ქალი უფრო დიდი სტრესის ქვეშაა მუშაობის დროს, ვიდრე საშუალო ფენის ქალი”. – აღნიშნავს ის.
დი პიეტრო გამოთქვამს ვარაუდს, რომ არაბალანსირებულმა საკვებმა და არასახარბიელო ეკოლოგიურმა პირობებმა ასევე შეიძლება მოახდინონ ზემოქმედება ნაყოფის გონებრივ განვითარებაზე.

მეცნიერებათა კანდიდატის, ბიოსტატისტიკოსის ბერნი დევლინის მიერ პიტსბურგის უნივერსიტეტში ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ გენები, შესაძლოა უფრო ნაკლებად ახდენენ ზეგავლენას გონებრივი განვითარების კოეფიციენტზე და გვთავაზობს ძველი წარმოდგენების გადახედვას ამასთან დაკავშირებით.
მომავალმა მშობლებმა, რომელთაც სურთ დაეხმარონ თავიანთ მომავალ შვილს ფსიქიკური განვითარების პროცესში, უნდა გაითავისონ ის, რომ დაბადებისწინა პერიოდში ნაყოფი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნორმალური კვებით, უნდა ვითარდებოდეს სტრესგარეშე პირობებში და ნარკოტიკების ზემოქმედების გარეშე.    გადასვლა >> ,,ორსულობა და მშობიარობა”

ავტორის ნებართვით აღებულია საიტიდან: shvilebi.ge კონტაქტი სტატიის ავტორთან: anna@shvilebi.ge


♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>

..