დეპანტოლის მალამო

დეპანტოლი/DEPANTOL

მალამო გარეგანი გამოყენებისათვის

შემადგენლობა

1 გრ მალამო შეიცავს: დექსპანთენოლი 52.5 მგ, ქლორჰექსიდინი 8.02 მგ.
აჩქარებს რეგენერაციულ პროცესს, გააჩნია ანტისეპტიკური მოქმედება

დეპანტოლის მალამო

– იცავს ჭრილობის ზედაპირს ინფექციისაგან
– აფერხებს ინფექციური პროცესის მიმდინარეობას
– აჩქარებს დაზიანებული კანის შეხორცების პროცესს.


დეპანტოლის მალამო აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ფარმაკოლოგიური მოქმედება:

დექსპანთენოლი წარმოადგენს B ჯგუფის ვიტამინს, რომელიც ორგანიზმში მეტაბოლიზდება პანტოთენის მჟავად, წარმოადგენს კოენზიმ A-ს შემადგენელ ნაწილს და მონაწილეობს აცეტილირების პროცესში, ნახშირწყლოვან და ცხიმოვან ცვლაში, აცეტილქოლინის, გლუკოკორტიკოსტეროიდების და პორფირინების სინთეზში, ასტიმულირებს კანის რეგენერაციას, ახდენს უჯრედული მეტაბოლიზმის ნორმალიზაციას, აჩქარებს მიტოზს და ზრდის კოლაგენური ბოჭკოების სიმტკიცეს.

დექსპანთენოლის მოქმედება

რეგენერაციული, მეტაბოლური და ანთების საწინააღმდეგო.
ქლორჰექსიდინი ანტიმიკრობული საშუალებაა ანტისეპტიკური მოქმედებით. ეფექტურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, მათ შორის Staphylococcus spp., enterococcus spp., Pseudomonas aeruginosa, E.coli, Streptococcus spp., ასევე საფუარა სოკოებისა და დერმატოფიტების მიმართ.
ქლორჰექსიდინი ინარჩუნებს აქტივობას სისხლის, ჩირქისა და სხვა ორგანული სეკრეტების გარემოში.

ჩვენებები:

დაზიანებული კანის მკურნალობა და პროფილაქტიკა
– კანის ნახეთები, დამწვრობა, ტროფიკული წყლული, ქვეწარმავლების ნაკბენები, ნაკაწრები, ნაწოლები;
– პოსტოპერაციული ჭრილობების დამუშავება;
– დაინფიცირებული კანის, დამწვრობის (მათ შორის მზის დამწვრობის) მკურნალობა;
– ინფიცირებული დერმატოზების (ეგზემა, ატოპიური დერმატიტის) მკურნალობა;
– ჩვილებში საფენით გამოწვეული დერმატიტებისას, ინფიცირების ნიშნით;
– მეძუძურ დედებში – სარძევე ჯირკვლის თავების ნახეთქების მკურნალობისათვის.

გამოყენების  წესი:

მალამოს თხელი ფენა დაიტანება დაზიანებულ უბანზე რამდენჯერმე, ჩვენების მიხედვით. მეძუძური დედები ისმევენ ყოველი ძუძუთი კვების შემდეგ. ჩვილები ყოველი პამპერსის გამოცვლის შემდგომ.

გამოშვების ფორმა – ალუმინის ტუბი 30 მგ

მწარმოებელი კომპანია – STADA

გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას; გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ ექიმს!