შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა

თქვენს შეკითხვებს პასუხობს უროლოგი, მედიცინის დოქტორი ალეკო ხელაია

თბილისი, M 300 არაგველი, წინანდლის ქ. 9, უროლოგიის ეროვნული ცენტრი, IV სართული;  საკონტაქტო ტელეფონი 8 55 30 50 51, 69 91 96 ელექტრონული მისამართი: alex_gruzinski@mail.ru მიღების საათები 9 – 16 საათი (სასურველია წინასწარი ჩაწერა ტელეფონით) შაბათ – კვირას შეთანხმებით

კითხვა: ვარ 53 წლის ქალი, მაწუხებს შარდის შეუკავებლობა დახველების, დაცემინების, სიმძიმის აწევის დროს. გარდა  ამისა, რომ მომინდება მოშარდვა, არ შემიძლია შარდის შეკავება და სასწრაფოდ უნდა გავიქცე საპირფარეშოში. ძალიან შეწუხებული ვარ. ნუთუ არ არსებობს გამოსავალი ამ მდგომარეობიდან. ერთერთმა უროლოგმა დამინიშნა წამალი, რომელიც მისი თქმით ამცირებს შარდის ბუშტის შეკუმშვასო, მაგრამ არავითარი თითქმის უმნიშვნელო შედეგი მაქვს. მიშველეთ რამე.

პასუხი: თქვენ გაქვთ შარდის შეუკავებლობის შერეული ფორმა – შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა და ჰიპერაქტიული შარდის ბუშტი. ამ მდგომარეობის გამოსწორება მხოლოდ მაგ ტიპის აბებით შეუძლებალია, თან აღნიშნული პრეპარატი მუდმივად უნდა იქნას მიღებული, რასაც გარდა ფინანსური მხარისა თან ახლავს გვერდითი მოვლენები – პირის სიმშრალე, შეკრულობა, მათი მიღება არ შეიძლება გლაუკომის დროს და მთელი რიგი დაავადებების შემთხვევაში. თანამედროვე რეკომენდაციები და ჩემი პრაქტიკული გამოცდილება გვაძლევს საშუალებას აღნიშნული პრობლემა გადაიჭრას ერთი მინი ოპერაციით – სლინგური ოპერაცია. აღნიშნული ოპერაციის დროს ხდება სპეციალური სინთეტიკური ზონარის ჩაკერება რაც აძლიერებს სფინქტერის ფუნქციას, გარდა ამისა საჭიროების შემთხვევაში ძლიერდება შარდის ბუშტის ფუძე. ოპერაციის ხანგრძლივობა არ აღემატება 40 წუთს, პაციენთი ეწერება კლინიკიდან მეორე დღესვე. შედეგი აღემატება 90%. სლინგური ოპერაცია არის ჩემი რჩევა თქვენს შემთხვევაში.

…..

გადასვლა საიტზე “უროლოგია”  >>
გადასვლა საიტზე “სექსუალური ცხოვრების კულტურა” >>