არჩილ შენგელია. ჰისტოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი. თბ., 2011
ადვენტიციური გარსი tunica adventitia (ლათ: tunnica, ae, f – გარსი, adventitius,– უცხო) – ფაშარი, შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც მილისებრ ორგანოებს (საყლაპავ მილი, ტრაქეა, სწორი ნაწლავის კაუდალურ ნაწილი და საშო, სისხლძარღვები) მომიჯნავე სტრუქტურებთან აკავშირებს.