ჰიალურონის მჟავას პრეპარატები

ჰიალურონის მჟავას პრეპარატები (რესტილაინი, პერლაინი, იუვიდერმი)

კანის სიკვრივესა და ელასტიკურობას განაპირობებს მასში არსებული ჰიალურონის მჟავა. 25 წლის შემდეგ მისი გამომუშავება ქვეითდება და შედეგიც თანდათანობით თავს იჩენს – კანი კარგავს სიმკვრივესა და ელასტიკურობას, ჩნდება ნაოჭები, იცვლება სახის ფერი. ამგვარი მოვლენების თავიდან აცილების ერთ-ერთი საშუალებაა ჰიალურონის მჟავას პრეპარატების (რესტილაინი, პერლაინი, იუვიდერმი და სხვ.) კანქვეშა ინექციები. როგორც წესი, ინექცია არ იწვევს ალერგიას, გამაახალგაზრდავებელი ეფექტი კი საკმაოდ საწრაფად, შეიძლება ითქვას, დაუყონებლივ  დგება. ვინაიდან ჰიალურონის მჟავა კანის ბუნებრივი შემავსებელია, იგი ხასიათდება გაწოვის უნარით და ამიტომ საჭიროა ინექციის კურსის გამეორება.

პერლაინ გელი რეკომენდებულია სახეზე ღრმა ნაოჭების დროს, ასევე იყენებენ სახის, ყვრიმალების კორექციისას, ტუჩების გასადიდებლად და კორექციისათვის.

იუვიდერმს გააჩნია ჰიალურონის მჟავას ყველაზე მაღალი კონცენტრაცია; გამოიყენება ცხვირ-ტუჩის, შუბლის ნაოჭების მოსაცილებლად, სახის ოვალის საკორექციოდ, ტუჩების გასადიდებლად.

რესტილაინი ასწორებს ნაოჭებს; გამოიყენება თვალის მიდამოში, ასევე ზედა ტუჩის ზემოთ და შუბლზე არსებული ნაოჭების მოსაცილებლად და ტუჩების გასადიდებლად.

წყარო – http://www.ideal-figura.ru/

……..