ესპუმიზანი L

ესპუმიზანი L

ესპუმიზანი L–ის ზოგადი ინფორმაცია

ესპუმიზანი L. Espumisan L. ნაწლავებში აირწარმომქნის შემამცირებელი სამკურნალო საშუალება. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – A03AX13. აქტიური ნივთიერება – სიმეთიკონი. Simethicone.  მწარმოებელი ფირმა – BERLIN-CHEMIE AG (გერმანია).

ესპუმიზანი L–ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ესპუმიზანი L. Espumisan L გამოდის 30 მლ 40მგ/მლ ემულსიის ფორმით ფლაკონში. 1 მლ ემულსია (25 წვეთი) შეიცავს 40 მგ დიმეთიკონს / სილიციუმის დიოქსიდს 96:4 შეფარდებით (სიმეთიკონი). სხვა კომპონენტებია: მაკროგოლი 1500-სტეარატი, გლიცერინმონოსტეარატი, სორბინის მჟავა, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის ციკლამატი, საქარინის ნატრიუმის მარილი, არომატული ნივთიერება ბანანის სუნით, გაწმენდილი წყალი.

 ესპუმიზან L–ის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ესპუმიზან L–ის ფასები ფარმადეპოში
ესპუმიზან L–ის ფასები ავერსში
ესპუმიზან L–ის ფასები psp-ში
ესპუმიზან L–ის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ესპუმიზანი L, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ესპუმიზან L–ის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ესპუმიზანი L–ის აქტიური ნივთიერება

სიმეთიკონი. Simethicone. ქიმიური დასახელება –  პოლი(დიმეთილსილოქსანის) და სილიციუმის დიქსიდის ნარევი. სიმეტიკონს მიაკუთვნებენ  ნაწლავებში აირწარმოქმნის შემამცირებელი პრეპარატების ჯგუფს. CAS-კოდი: 8050-81-5.

ესპუმიზანი L–ის სინონიმები

ესპუმიზანი (Espumisan, Berlin-Chemie Menarini, გერმანია), კოლინი (COLIN, AVERSI, საქართველო), მეტსილი წვეთები (METSIL DROPS, Bilim, თურქეთი), დისფლატილი (DISPHLATYL, MEDA Pharmaceuticals, შვეიცარია).

ესპუმიზანი L–ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრის ჩივილები აირების დაგროვებით გამოწვეული
  • მეტეორიზმი
  • კოლიკა ჩვილებში (სამთვიანი კოლიკა)
  • რენტგენოლოგიური გამოკვლევისთვის მომზადება
  • უბგ–სთვის მომზადება
  • გასტროფიბროსკოპიისათვის მომზადება
  • მოწამვლა სარეცხი საშუალებებით (ზედაპირულად-აქტიური ნივთიერებებით)

ესპუმიზანი L–ის საფირმო აღწერიდან

მეტეორიზმის საწინააღმდეგო საშუალება, დამხმარე საშუალება დიაგნოსტიკური გამოკვლევებისათვის, ქაფის ჩამქრობი საშუალება
ფარმაკოკინეტიკა
ბავშვი იბადება სტერილურად სუფთა კანით და ლორწოვანი გარსებით. ცხოვრების პირველი კვირეების განმავლობაში ხდება მათი მიკროორგანიზმებით დასახლება. ნაწლავში ბაქტერიების მოქმედების შედეგად, საჭმლის მონელების პროცესში, აგრეთვე ჭამის დროს ჰაერის ყლაპვის გამო კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ყოველთვის შეიცავს აირების გარკვეულ რაოდენობას საკვების ფაფის პატარა აირის ბუშტუკების და ლორწოს სახით. ნაწლავში აირების მცირე რაოდენობა ახდენს ფიზიოლოგიურ მოქმედებას, მაგრამ აღნიშნული აირის ბუშტუკების დიდი რაოდენობა იწვევს ნაწლავის გაჭიმვას, მუცლის შებერილობას და ძლიერ ტკივილებს (კოლიკა). ბავშვი ხდება მოუსვენარი, ტირის, არ ძინავს, უარს ამბობს ჭამაზე. ესპუმიზანი® L შეიცავს კარგად შესწავლილ ნივთიერებას სიმეთიკონს, რომელიც ცვლის აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას, და ამის შედეგად ხდება მათი დაშლა. აღნიშნულ პროცესში გამოთავისუფლებული აირების შეწოვა შეიძლება მოხდეს ნაწლავის კედელში, აგრეთვე გამოიყოფა ნაწლავის პერისტალტიკის მოქმედებით. ამის შედეგად მცირდება მუცლის შებერილობა, ქრება ტკივილი, უმჯობესდება განწყობა, რეგულირდება ბავშვის ძილი და კვება. სიმეთიკონის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის არ შეიწოვება, არ მონაწილეობს ქიმიურ რეაქციებში, ორგანიზმიდან გამოიყოფა შეუცვლელი სახით, არ ახდენს ზეგავლენას არც კუჭის და არც ნაწლავების pH-ზე, არც საჭმლის მონელებაზე, არ შედის ურთიერთქმედებაში სხვა პრეპარატებთან. სიმეთიკონის ნეიტრალობა და უსაფრთხოება განაპირობებს ესპუმიზანი® L-ის გამოყენებას ნებისმიერი ასაკის პაციენტებში – ახალშობილობის პერიოდიდან ღრმა სიბერემდე, მათ შორის ორსულობის პერიოდში, სხვადასხვა დაავადებების შემთხვევაში, ოპერაციის შემდეგ. ჩვილი ბავშვებისათვის დიდ უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ მისაღებად მოსახერხებელია – საკმარისია მცირე რაოდენობით მიცემა – მხოლოდ 1 მლ ბანანის სასიამოვნო სუნის ემულსია (25 წვეთი) კვებამდე და კვების შემდეგ. მუცლის შებერილობით (მეტეორიზმით) თანმხლები მდგომარეობების გარდა, ესპუმიზანი® L გამოიყენება მუცლის ღრუს ორგანოების გამოკვლევისას – ულტრაბგერითი გამოკვლევის (უბგ), რენტგენოლოგიური გამოკვლევის, ფიბროგასტროსკოპიის დროს პაციენტის მოსამზადებლად. აირები ნაწლავში ხელს უშლის რენტგენოლოგს და უბგ სპეციალისტს, კარგად დაინახოს თირკმელები, კუჭქვეშა ჯირკვალი, სხვა ორგანოები. კუჭის ლორწოვან გარსზე არსებული ქაფი ხელს უშლის ლორწოვანის მდგომარეობის შეფასებას, ზრდის დიაგნოსტიკური შეცდომების ალბათობას. ესპუმიზანი® L ამცირებს კუჭში ქაფის და ნაწლავებში აირების რაოდენობას, რაც ხელს უწყობს აღნიშნულ გამოკვლევებში გამოსახულების ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, აადვილებს დიაგნოზის დასმას. სარეცხი საშუალებებით მოწამვლის შემთხვევაში კუჭში და ნაწლავებში წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ქაფი. აღნიშნულ შემთხვევაში ესპუმიზანი® L აგრეთვე გამოიყენება, როგორც ქაფის ჩამქრობი საშუალება (ნივთიერება, რომელიც ქაფს აშორებს).
ჩვენებები
სიმპტომური მკურნალობა აირების დაგროვებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ჩივილების შემთხვევაში, მაგალითად მუცლის შებერილობა (მეტეორიზმი), კოლიკა ჩვილებში (სამთვიანი კოლიკა).
მუცლის ღრუს გამოკვლევისათვის, მაგალითად, რენტგენოლოგიური გამოკვლევის, უბგ და გასტროფიბროსკოპიისათვის მოსამზადებლად.
სარეცხი საშუალებებით (ზედაპირულად-აქტიური ნივთიერებებით) მოწამვლის შემთხვევაში, ქაფის ჩამქრობი საშუალების სახით.
მიღების წესები და დოზები
თუ რამე განსხვავებული დანიშნულება არ არის, გამოიყენება დოზირების შემდეგი რეკომენდაციები:
აირების დაგროვებით გამოწვეული ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
ჩვილი ბავშვები
1 მლ ესპუმიზანი ® L – ს (რაც შეესაბამება 25 წვეთს) ყოველი კვების დროს უმატებენ ბავშვის საკვების ბოთლში ან აძლევენ პატარა კოვზით ძუძუთი კვების წინ ან შემდეგ.
1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები:
1 მლ ესპუმიზანი ® L (რაც შეესაბამება 25 წვეთს) 3-დან 5-ჯერამდე დღე-ღამეში.
6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები:
1-2 მლ ესპუმიზანი ® L (რაც შეესაბამება 25-50 წვეთს) 3-დან 5-ჯერამდე დღე-ღამეში.
მოზარდები და მოზრდილები
2 მლ ესპუმიზანი ® L (რაც შეესაბამება 50 წვეთს) 3-დან 5-ჯერამდე დღე-ღამეში.
ესპუმიზანი ® L მიიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – ძილის წინ.
პრეპარატის მიღების ხანგ
რძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახისაა ჩივილი და როგორ გამოიხატება ის. აუცილებლობის შემთხვევაში ესპუმიზანი® L – ის მიღება შეიძლება უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
გამოსახულების მისაღები გამოკვლევებისათვის მომზადება.
2 მლ ესპუმიზანი ® L 3-ჯერ დღე-ღამეში (3-ჯერ 50 წვეთს), გამოკვლევამდე 24 საათით ადრე და დილით გამოკვლევის ჩატარების დღეს – 2 მლ (50 წვეთი) ესპუმიზანი ® L.
კონტრასტული ნივთიერებების სუსპენზიაზე დანამატის სახით:
4-8 მლ (100-200 წვეთი) ესპუმიზანი ® L ორმაგი კონტრასტული გამოსახულების მისაღები კონტრასტული საშუალების 1 ლიტრზე.
სარეცხი საშუალებებით მოწამვლის შხამსაწინააღმდეგო საშუალების სახით (ინტოქსიკაცია ზედაპირულად-აქტიური ნივთიერებებით):
მოწამვლის სიმძიმის მიხედვით,
ბავშვებს ენიშნებათ 2,5-10 მლ (65 წვეთიდან ფლაკონის შემცველობის 1/3-მდე) ესპუმიზანი ® L. მოზრდილებს ენიშნებათ 10-20 მლ (ფლაკონის შემცველობის 1/3-დან 2/3-მდე) ესპუმიზანი ® L.
გვერდითი მოვლენები
ესპუმიზანი ® L – ის გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი მოქმედება Dდღემდე არ აღინიშნება.
უკუჩვენება
პრეპარატის მოქმედი ნივთიერების სიმეთიკონის ან სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში ესპუმიზანი ® L – ის მიღება არ შეიძლება.
ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი
ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში ესპუმიზანი ® L – ის მიღების საფრთხე არ არსებობს.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის და მექანიზმების მართვის უნარზე
ესპუმიზანი ® L არ ახდენს ზეგავლენას რეაქციის უნარზე. პრეპარატი არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე.
განსაკუთრებული მითითებები
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. წვეთების დოზირებისთვის ფლაკონი დაიჭირეთ ვერტიკალურად თავით ქვევით.
ესპუმიზანი ® L – ის მიღება შეიძლება აგრეთვე ოპერაციის შემდეგ.
ესპუმიზანი ® L არ შეიცავს შაქარს, ამიტომ პრეპარატი ინიშნება დიაბეტის და კვების დარღვევების მქონე პაციენტებში.
ჭარბი დოზირება
პრეპარატი ესპუმიზანი ® L-ის მოქმედი ნივთიერება აქრობს ქაფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში წმინდა ფიზიკური გზით, ხოლო ქიმიურ და ბიოლოგიურ მიმართებაში იგი სრულიად არააქტიურია. ამიტომ მოწამვლა პრაქტიკულად გამორიცხულია. დიდი რაოდენობით ესპუმიზანი® L გადაიტანება აგრეთვე გართულებების გარეშე.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ ცნობები არ არსებობს.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი არ გამოიყენება დასაკეც მუყაოს კოლოფზე და ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ესპუმიზანი ®L – ის ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 4 კვირის განმავლობაში. ინახება არა უმეტეს 30 ˚C ტემპარატურაზე.
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.