კორონისი

კორონისი

კორონისის ზოგადი ინფორმაცია

კორონისი. CORONIS. ბეტა1 და ბეტა2 ადრენომაბლოკირებელი პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – კარვედილოლი. Carvedilol. მწარმოებელი ფირმა – bilim farmasiutikals a.s (თურქეთი).

კორონისის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

კორონისი. CORONIS გამოდის 6.25 მგ,  12,5 მგ და  25მგ ტაბლეტის ფორმით. თითოეული ტაბლეტი შეიცავს: 25 მგ კარვედილოლს და ყვითელი ფერის საღებავს.

კორონისის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

კორონისის ფასები ფარმადეპოში
კორონისის ფასები ავერსში
კორონისის ფასები psp-ში
კორონისის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც კორონისი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია კორონისის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

კორონისის აქტიური ნივთიერება

კარვედილოლი. Carvedilol. ქიმიური დასახელება – (±)-1-(9Н-კარბაზოლ-4-ილოქსი)-3-[[2-(2–მეტოქსიფენოქსი)ეთილ]ამინო]პროპანოლი. ბრუტო–ფორმულა:C24H26N2O4. კარვედილოლს მიაკუთვნებენ ალფა- და ბეტა-ადრენობლოკატორების ჯგუფს. CAS-კოდი: 72956-09-3.

კორონისის სინონიმები 

დილატრენდი (DILATREND, Roche, შვეიცარია),კარდირატი (Cardirat, AVERSI, საქართველო), კარვედიგამა (Carvedigamma, Worwag Pharma, გერმანია), კარვედილოლი ლეკი (CARVEDILOL Lek, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A, გერმანია), კორონისი (CORONIS, Bilim, თურქეთი), კორტოპი (CORTOP, GMP, საქართველო), ტალიტონი (TALLITON, EGIS, უნგრეთი).

კორონისის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ჰიპერტენზია ესენციური
  • გულის კორონარული დაავადება (გულის კორონარული უკმარისობა)
  • სტენოკარდია არასტაბილური
  • მიოკარდიუმის იშემია, ლატენტური
  • გულის უკმარისობა, იშემიური და არაიშემიური წარმოშობის

კორონისის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
კარვედილოლი ადრენერგული რეცეპტორების ბლოკატორია a1, b1 და b2 ადრენერგული რეცეპტორების მაბლოკირებელი თვისებებით. კარვედილოლს გააჩნია ორგანოს დამცველი მოქმედება. კარვედილოლი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რეაქტიული ჟანგბადის რადიკალების შთანმთქმელი. კარვედილოლი არის რაცემული ნაერთი და ორივე მის R (+) და S (-) იზომერს გააჩნია a1 ადრენერგული რეცეპტორების მაბლოკირებელი და ანტიოქსიდანტური თვისებები. კარვედილოლს გააჩნია ანტიპროლიფერაციული მოქმედება ადამიანის სისხლძარღვების გლუვი კუნთების უჯრედებზე. კლინიკურ კვლევებში, კარვედილოლით ქრონიკული მკურნალობა აქვეითებს ოქსიდაციურ სტრესს სხვადასხვა პარამეტრებით გაზომვით. ბეტა-ადრენერგული რეცეპტორების თვისება, რომელიც დაკავშირებულია S (-) ენანტიომერთან არ არის სელექტიური b1 და b2 ადრენერგული რეცეპტორებისათვის. კარვედილოლს არ გააჩნია შინაგანი სიმპათომიმეტური აქტივობა და პროპრანოლოლის მსგავსად, მას მემბრანის მასტაბილიზებელი თვისება გააჩნია. კარვედილოლი აქვეითებს პერიფერული სისხლძარღვების რეზისტენტობას ვაზოდილატაციის გზით და თრგუნავს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემას ბეტა-ბლოკადის საშუალებით. პლაზმის რენინის აქტივობა ქვეითდება და სითხის შეკავება იშვიათია. კარვედილოლი აქვეითებს პერიფერული სისხლძარღვების რეზისტენტობას მისი სელექტიური a1 მაბლოკირებელი მოქმედებით. კარვედილოლი აქვეითებს a1 რეცეპტორის ანტაგონისტის, ფენილეფრინით გამოწვეულ მომატებულ არტერიულ წნევას, თუმცა არა ანგიოტენზინ II-ით გამოწვეულს. კარვედილოლს არ გააჩნია უარყოფითი მოქმედება ლიპიდურ პროფილზე. ის ინარჩუნებს თანაფარდობას მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებსა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს შორის (HDL/LDL).
ეფექტურობა:
კლინიკური კვლევების შედეგების მიხედვით:
ჰიპერტენზია:
კარვედილოლი აქვეითებს არტერიულ წნევას ჰიპერტენზიულ პაციენტებში მისი ბეტა-მაბლოკირებელი ეფექტითა და ვაზოდილატაციური ეფექტით, რომელიც განპირობებულია a1 ადრენობლოკადით. არტერიული წნევის დაქვეითებას თან არ ახლავს სისხლძარღვთა საერთო პერიფერული წინააღმდეგობის მომატება გამოყენებისას, როგორც ეს აღინიშნება სუფთა ბეტა-მაბლოკირებელ საშუალების გამოყენებისას გულის რითმი მცირედ ქვეითდება. თირკმელში სისხლის მიმოქცევა და თირკმლის ფუნქცია შენარჩუნებულია. კარვედილოლი არ ცვლის გულის წუთმოცულობას და აქვეითებს სისხლძარღვთა საერთო პერიფერულ რეზისტენტობას. გარკვეულ ორგანოსა და სისხლძარღვში, როგორებიცაა თირკმელი, ჩონჩხის კუნთები, წინამხარი, ქვემო კიდურები, კანი, თავის ტვინი ან საძილე არტერია სისხლის რაოდენობაზე კარვედილოლი ზეგავლენას არ ახდენს. ცივი კიდურები და ადვილად დაღლა ფიზიკური აქტივობის დროს იშვიათად აღინიშნება. კარვედილოლის გრძელვადიანი მოქმედება ჰიპერტენზიაზე აღინიშნება ორმაგი-ბრმა კონტროლირებული კლინიკური კვლევებით.
გულის კორონარული დაავადება:
პაციენტებში გულის კორონარული დაავადებით, კარვედილოლი ავლენს სტაბილურ ანტი-იშემიურ (ვარჯიშის საერთო დროის, 1 მმ ST სეგმენტის დაქვეითებამდე დროის და სტენოკარდიამდე დროის გაუმჯობესება) და ანტი-სტენოკარდიული ეფექტეს. მწვავე ჰემოდინამიკურმა კვლევებმა გამოავლინეს, რომ კარვედილოლი აქვეითებს მიოკარდიუმის მიერ ჟანგბადის მოხმარებას და სიმპათიკურ ჭარბ აქტივობას. დამატებით კარვედილოლი აქვეითებს პარკუჭოვან პრე-დატვირთვას (ფილტვის არტერიული წნევა და ფილტვის კაპილარული წნევა) და პოსტ-დატვირთვას (სისხლძარღვთა საერთო პერიფერული რეზისტენტობა).
გულის ქრონიკული უკმარისობა:
კარვედილოლი მნიშვნელოვნად აქვეითებს სიკვდილობას და სისხლძარღვოვანი პათოლოგიით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციას. იგი ასევე ზრდის განდევნის ფრაქციას. კარვედილოლი აუმჯობესებს იშემიური და არა-იშემიური გულის ქრონიკული უკმარისობის მიმდინარეობის სიმპტომებს. კარვედილოლის ეს ეფექტი დოზა დამოკიდებულია.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია
კარვედილოლი სწრაფად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ. შრატში მისი დონე მაქსიმალურს აღწევს პერორალური მიღებიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ. მისი ეფექტი იწყება 1-2 საათში. მაქსიმალური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მიიღწევა 1-2 საათში. ადამიანებში კარვედილოლის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 25-35 %-ია.
განაწილება
კარვედილოლი ძალზედ ლიპოფილურია; დაახლოებით 98%-99% დაკავშირებულია პლაზმის ცილებთან. განაწილების მოცულობა დაახლოებით 2 ლ/კგ-ია.
მეტაბოლიზმი
მიღებული კარვედილოლის უმეტესობა მეტაბოლიზდება სხვადასხვა მეტაბოლიტებად, რომლებიც ძირითადად გამოიყოფა ნაღველთან ერთად. პერორალური მიღების შემდეგ, პირველი გავლის ეფექტი დაახლოებით 60-75%-ს შეადგენს. კარვედილოლი უმთავრესად ღვიძლში მეტაბოლიზდება და გლუკურონიდაცია ერთი-ერთი ყველაზე მთავარი რეაქციაა. დემეთილირება და ჰიდროქსილირება ფენოლის რგოლში წარმოქმნის სამ აქტიურ მეტაბოლიტს ბეტა-რეცეპტორების მაბლოკირებელი მოქმედებით. პრეკლინიკურ კვლევებზე დაფუძნებით, 4-ჰიდროქსიფენილ მეტაბოლიტი დაახლოებით 13-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე კარვედილოლი ბეტა-ბლოკირებისათვის. კარვედილოლთან შედარებით, სამ აქტიურ მეტაბოლიტს გააჩნია სუსტი ვაზოდილატაციური აქტივობა. აქტიური მეტაბოლიტების პლაზმური კონცენტრაციები კარვედილოლის დაახლოებით ერთ-მეათედს შეადგენს და პირველადი ნაერთის მსგავსი ფარმაკოკინეტიკა გააჩნია. კარვედილოლის ორი ჰიდროქსი-კარბაზოლის მეტაბოლიტი 30-80-ჯერ უფრო ძლიერი ანტიოქსიდანტია, ვიდრე ძირითადი ნივთიერება.
გამოყოფა
კარვედილოლის ნახევრად დაშლის პერიოდი დაახლოებით 6 საათია. პლაზმური კლირენსი არის 500-700 მლ/წთ. მისი გამოყოფის ძირითადი გზა ფეკალიებია. იგი ძირითადად ნაღველის საშუალებით გამოიყოფა. მიღებული კარვედილოლის მცირე რაოდენობა გამოიყოფა თირკმლების მეშვეობით სხვადასხვა მეტაბოლიტების სახით.
ფარმაკოკინეტიკა სპეციალურ პოპულაციაში:
თირკმლის უკმარისობა: კარვედილოლით ქრონიკული მკურნალობის დროს, აუტომარეგულირებელი სისხლის მიმოქცევა შენარჩუნებულია და გლომერულური ფილტრაცია არ იცვლება. პაციენტებში ჰიპერტენზიითა და თირკმლის უკმარისობით, AUC, ნახევრად დაშლის პერიოდი და მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციები მნიშვნელოვნად არ იცვლება. შეუცვლელი წამლის თირკმლისმიერი გამოყოფა დაქვეითებულია პაციენტებში თირკმლის უკმარისობით; თუმცა, ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად არ იცვლება. კლინიკურმა კვლევებმა უჩვენეს, რომ კარვედილოლი ეფექტური საშუალებაა თირკმლის დარღვევებით გამოწვეული ჰიპერტენზიის მკურნალობაში. ეს ასევე გამოდგება პაციენტებისათვის თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, ჰემოდიალიზით ან თირკმლის ტრანსპლანტაციით. კარვედილოლი აქვეითებს არტერიულ წნევას, როგორც ჰემოდიალიზის დღეებში, ისე დღეებში, როდესაც ჰემოდიალიზი არ ტარდება და ეს ეფექტი მსგავსია არტერიული წნევის დამაქვეითებელ ეფექტთან პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით. პლაზმის ცილებთან მაღალი ხარისხის შეკავშირების გამო, კარვედილოლი ჰემოდიალიზის გზით არ გამოიყოფა. ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტების კლინიკური კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, გაკეთდა დასკვნა, რომ კარვედილოლი უფრო ეფექტურია და უკეთესად აიტანება, ვიდრე კალციუმის არხების ბლოკატორები.
ღვიძლის უკმარისობა:
პაციენტებში ღვიძლის ციროზული დაავადებით, წამლის სისტემური ბიოშეღწევადობა იზრდება 80%-მდე, პირველადი გავლის ეფექტის არარსებობის გამო. ამრიგად, კარვედილოლი უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის მნიშვნელოვანი უკმარისობით (იხ. უკუჩვენებები).
ხანდაზმულები:
კარვედილოლის ფარმაკოკინეტიკა ჰიპერტენზიულ პაციენტებში არ იცვლება პაციენტის ასაკთან ერთად. ჰიპერტენზიის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში ჩატარებულმა კვლევებმა უჩვენეს, რომ გვერდითი მოვლენების პროფილი ახალგაზრდა პაციენტების პროფილის მსგავსი იყო. გულის კორონარული დაავადებით დაავადებულ ხანდაზმულ პაციენტებში ჩატარებულ მეორე კლინიკურ კვლევაში, აღინიშნება, რომ გვერდითი მოვლენები ახალგაზრდა პაციენტებში გამოვლენილი გვერდითი მოვლენების მსგავსი იყო.
ბავშვები:
18 წლამდე ასაკის ბავშვებში კარვედილოლის ფარმაკოკინეტიკის შესახებ მწირი ინფორმაცია მოიპოვება.
დიაბეტით დაავადებული პაციენტები: კარვედილოლი ზეგავლენას არ ახდენს უზმოზე და ჭამის შემდეგ სისხლში შაქრის კონცენტრაციზე, გლიკოლიზირებული ჰემოგლობინზე A1, ან ჰიპერტენზიულ პაციენტებში არა-ინსულინ დამოკიდებული დიაბეტით ანტიდიაბეტური საშუალებები საჭიროებენ დოზის რეგულირებას.
გლუკოზის ტოლერანტობის ტესტზე კარვედილოლი სტატისტიკურად მნიშვნელოვან ზეგავლენას არ ახდენს. კარვედილოლი აუმჯობესებს ინსულინის მგრძნობელობას არა-დიაბეტურ ჰიპერტენზიულ პაციენტებში დაქვეითებული ინსულინის მგრძნობელობით (X სინდრომი). იგივე შედეგები მიღწეულია პაციენტებში ჰიპერტენზიით და არა-ინსულინ დამოკიდებული დიაბეტით.
ჩვენებები
ჰიპერტენზია:
კარვედილოლი ასევე ნაჩვენებია ესენციური ჰიპერტენზიის სამკურნალოდ. ის შეიძლება გამოვიყენოთ ცალკე ან კომბინაციაში სხვა ანტიჰიპერეტნზიულ საშუალებებთან, განსაკუთრებით თიაზიდური ტიპის შარდმდენებთან.
გულის კორონარული უკმარისობა:
კორონისის ეფექტურობა დადგენილია გულის კორონარული დაავადების დროს. მისი ეფექტურობა ნაჩვენებია პაციენტებში მიოკარდიუმის ლატენტური იშემიით და არასტაბილური სტენოკარდიით.
გულის ქრონიკული უკმარისობა:
კარვედილოლი ნაჩვენებია იშემიური ან არა-იშემიური წარმოშობის გულის მსუბუქი ან მძიმე უკმარისობის დროს. შარდმდენებთან, ამფ ინჰიბიტორებთან და სათითურას პრეპარატებთან ერთად ის ამცირებს სიკვდილობას და ავადობას. გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის დროს აყოვნებს დაავადების პროგრესირებას.
კარვედილოლის გამოყენება შეიძლება კომბინაციაში სტანდარტულ მკურნალობასთან. ის ასევე გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც არ ღებულობენ სათითურას პრეპარატებს, ჰიდრაზალინსა და ნიტრატს.
მიღების წესები და დოზები
მკურნალობის ხანგრძლივობა
კორონისით თერაპია ხანგრძლივია.
მკურნალობის შეწყვეტა უეცრად არ შეიძლება, მისი მოხსნა უნდა მოხდეს თანადათანობით რამდენიმე კვირის განმავლობაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტებში გულის კორონარული დაავადებით. თუ არ არის ექიმის მიერ სხვაგვარად დანიშნული.
ჰიპერტონული დაავადება:
მკურნალობის პირველი ორი დღის განმავლობაში რეკომენდებული არის 12.5 მგ დღეში ერთხელ. შემდეგ 25 მგ დღეში ერთხელ. დღიური დოზა შეიძლება გაიზარდის მაქსიმუმ 50 მგ-მდე, რომელიც მიიღება დღეში ერთხელ ან ორჯერ საჭიროების მიხედვით. დოზის კორექცია კეთდება სულ მცირე ორი კვირის ინტერვალით.
გულის კორონარული დაავადება
მკურნალობის პირველი ორი დღის განმავლობაში რეკომენდებული დოზა არის 12.5 მგ დღეში ორჯერ. შემდეგ 25 მგ დღეში ერთხელ. დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 100 მგ-მდე, რომელიც მიიღება დღეში ორჯერ, საჭიროების მიხედვით/ დოზის კორექცია უნდა მოხდეს სულ მცირე ორი კვირის ინტერვალით.
გულის სიმპტომატური, მასტაბილიზებელი, ქრონიკული უკმარისობა:
დოზირება უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად და ტიტრირების დროს აუცილებელია მონიტორინგი. პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ სათითურას პრეპარატებს, შარდმდენებსა და აგფ ინჰიბიტორებს, კარვედილოლის მკურნალობის დაწყებამდე, აუცილებელია ამ წამლების დოზების სტაბილიზება. რეკომენდებული საწყისი დოზა არის 3.125 მგ დღეში ორჯერ ორი კვირის განმავლობაში; თუ ეს დოზა კარგად აიტანება, სულ მცირე ორი კვირის ინტერვალით, დოზა შეიძლება გაიზარდოს ჯერ 6.25 მგ-მდე დღეში ორჯერ, შემდეგ 12.5 მგ-მდე დღეში ორჯერ, და ბოლოს 25 მგ-მდე დღეში ორჯერ. დოზა უნდა გაიზარდოს მაქსიმუმ იმ დოზამდე, რომელიც კარგად აიტანება პაციენტის მიერ. პაციენტებში გულის მსუბუქი, ზომიერი ან მძიმე ქრონიკული უკმარისობით 85 კგ-მდე სხეულის წონით რეკომენდებული მაქსიმალური დოზა არის 25 მგ დღეში ორჯერ. პაციენტებში გულის მსუბუქი, ზომიერი ან მძიმე ქრონიკული უკმარისობით 85 კგ-ზე მეტი სხეულის წონით რეკომენდებული მაქსიმალური დოზა არის 50 მგ დღეში ორჯერ. დოზის ყოველი მომატების წინ, პაციენტი უნდა გამოიკვლიოს ექიმის მიერ გულის უკმარისობის ან ვაზოდილატაციის სიმპტომების გაუარესების გამო. გულის უკმარისობის ან სითხის შეკავების დროებითი გაუარესება შეიძლება გამოსწორდეს შარდმდენების მომატებული დოზებით; იშვიათად შეიძლება საჭირო იყოს კარვედილოლის დოზის შემცირება ან დროებით კარვედილოლით მკურნალობის შეწყვეტა. თუ კარვედილოლით მკურნალობა შეწყდა ერთ კვირაზე მეტი ხნით, მკურნალობა უნდა განახლდეს უფრო მცირე დოზით დღეში ერთხელ და შემდეგ მოიმატოს, როგორც ეს ზემოთ არის რეკომენდებული. თუ კარვედილოლით მკურნალობა შეწყდა ორ კვირაზე მეტი ხნით, მკურნალობა უნდა დაიწყოს 3.125 მგ-ით დღეში ორჯერ და მოიმატოს, როგორც ეს ზემოთ არის რეკომენდებული.
ვაზოდილატაციის სიმპტომების სამკურნალოდ, დასაწყისში შარდმდენების დოზა უნდა შემცირდეს. თუ სიმპტომები გაგრძელდა, აგფ ინჰიბიტორების დოზები (გამოყენების შემთხვევაში) უნდა შემცირდეს, და საჭიროების შემთხვევაში კარვედილოლის დოზა შეიძლება შემცირდეს. ამ პირობებში, კარვედილოლის დოზა უნდა გაიზარდოს გულის უკმარისობის ან ვაზოდილატაციის სიმპტომების სტაბილიზაციამდე.
დოზირების სპეციალური ინსტრუქციები
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის ფუნქციის სხვადასხვა დონის დარღვევების (თირკმლის უკმარისობის ჩათვლით) მქონე პაციენტების არსებული ფარმაკოკინეტიკური მონაცემების თანახმად, პაციენტებში თირკმლის მსუბუქი ან მძიმე უკმარისობით კარვედილოლის დოზირების ცხრილის შეცვლა რეკომენდებული არ არის.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
კარვედილოლი არ გამოიყენება პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით (იხ. უკუჩვენებები).
ხანდაზმულები
დოზის კორექციისათვის საკმარისი მონაცემები არ მოიპოვება.
გამოყენების ინსტრუქციები
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით.
გვერდითი მოვლენები
≥ 10 %: ძალიან ხშირი,
≥ 1% – < 10%: ხშირი,
≥ 0,1% – < 1%,: არახშირი,
≥ 0,01% – < 0,1%: იშვიათი,
< 0,01%: ძალიან იშვიათი, რამდენიმე ცალკეული შემთხვევა.
გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე არ არის დამოკიდებული დოზაზე, თავბრუს გარდა.
გულის შეგუბებითი უკმარისობა:
გულის შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში, კარვედილოლით მკურნალობის დროს ყველაზე ხშირად განვითარებული გვერდითი მოვლენები მოცემულია ქვემოთ:
ცენტრალური ნერვული სისტემა: ძალიან ხშირი: განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ვითარდება მსუბუქი თავბრუ, თავის ტკივილი და სისუსტე. ასევე ხშირად აღინიშნება ასთენია (სისუსტის ჩათვლით).
-გულსისხლძარღვთა სისტემა:
ხშირი: ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, შეშუპება (ზოგადი, პერიფერული და გენიტალური შეშუპება, ფეხების შეშუპება. ჰიპოვოლემია და სითხის დატრვირთვის მომატება).
არაიშვიათი: სინკოპე (პრე-სინკოპეს ჩათვლით). AV-ბლოკადა და გულის უკმარისობა დოზის რეგულირების დროს.
-კუჭ-ნაწლავის სისტემა:
ხშირი გულისრევა, ფაღარათი და ღებინება.
-ჰემატოლოგია
იშვიათია თრომბოციტოპენია და ლეიკოპენია ცალკეულ შემთხვევბში.
-მეტაბოლიზმი
წონისა და ჰიპერქოლესტეროლემიის მომატება. დიაბეტიან პაციენტებში ხშირად აღინიშნება ჰიპოგლიკემია და სისხლში გლუკოზის კონტროლის გაუარესება.
-სხვა:
ხშირად აღინიშნება მხედველობის დარღვევა და იშვიათად გავრცელებული სისხლძარღვოვანი დაავადება და/ან თირკმლის უკმარისობა პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევებით (იხ. გაფრთხილებები).
გვერდითი მოვლენები ჰიპერტენზიის მკურნალობისას და გულის კორონარული დაავადების ხანგრძლივი მკურნალობის დროს
ჰიპერტენზიისა და სტენოკარდიის დროს კარვედილოლის მიღებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების პროფილი ჰარმონიაშია გულის შეგუბებითი უკმარისობის დროს გამოვლენილ პროფილთან, თუმცა გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე უფრო დაბალია, ვიდრე წინა ჯგუფში.
ჰიპერტენზიისა და გულის კორონარული დაავადების მქონე პაციენტებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები: – ცენტრალური ნერვული სისტემა:
ხშირად შეიძლება აღინიშნებოდეს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, მსუბუქი თავბრუ, თავის ტკივილი და სისუსტე. არახშირად აღინიშნება დეპრესია, ძილის დარღვევა და პარესთეზიები.
-გულსისხლძარღვოვანი სისტემა:
განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, ხშირად ბრადიკარდია, პოსტურალური ჰიპოტენზია, იშვიათად სინკოპე; არახშირად – პერიფერული ცირკულაციის დარღვევები (კიდურებში, პერიფერული სისხლძარღვოვანი დაავადება, ხშირად კოჭლობა, რეინოს დაავადების სიმპტომების გაუარესება), AV ბლოკადა, სტენოკარდია, გულის უკმარისობა, პერიფერული შეშუპების სიმპტომები.
-სასუნთქი სისტემა:
წინასწარი განწყობის მქონე პაციენტებში, ხშირად ასთმა და დისპნოე, იშვიათად ცხვირის შეგუბება.
-კუჭ_ნაწლავის ტრაქტი:
გულისრევა, მუცლის ტკივილი, ფაღარათი, იშვიათად შეკრულობა და ღებინება.
-კანი
იშვიათად კანზე გამონაყარი (მაგალითად იშვიათად ალერგიული ეგზანთემა, დერმატიტის, ჭინჭრის ციება, ქავილი).
-სისხლის ტესტები და ჰემატოლოგია
ცალკეულ შემთხვევებში ალტ, ასტ და გამა – GT – ს მომატება, თრომბოციტოპენია და ლეიკოპენია.
-სხვა
ხშირად ტკივილი კიდურებში, ლაკრიმაციის შემცირება და თვალების გაღიზიანება, იშვიათად სქესობრივი იმპოტენცია და მხედველობის დარღვევები, იშვიათად სიმშრალე პირში და შარდვის დარღვევები, ალერგიული რეაქციები ცალკეულ შემთხვევებში.
არასასურველი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის
უკუჩვენება
კორონისი უკუნაჩვენებია პაციენტებში შემდეგი მდგომარეობების დროს:
– ჰიპერმგრძნობელობა კარვედილოლის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
– გულის არასტაბილური ან დეკომპენსირებული უკმარისობა;
– კლინიკურად მნიშვნელოვანი ღვიძლის უკმარისობა.
სხვა ბეტა-ბლოკატორების მსგავსად, კარვედილოლი არ გამოიყენება პაციენტებში, შემდეგი დარღვევებით:
– მეორე ან მესამე ხარისხის AV ბლოკადა (მუდმივი პეისმეიკერის ჩადგმამდე);
– მძიმე ბრადიკარადია ( < 50 დარტყმა წუთში)
– სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი (სინუსურ-წინაგულოვანი ბლოკადა)
– მძიმე ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა < 85 mmHg)
– კარდიოგენული შოკი
– ანამნეზში ბრონქოსპაზმი ან ასთმა
გაფრთხილება:
გულის ქრონიკული შეგუბებითი უკმარისობა: პაციენტებში გულის შეგუბებითი უკმარისობით, კარვედილოლის ტიტრირების გაზრდის დროს შეიძლება გაუარესდეს გულის უკმარისობა ან სითხის შეკავება მოხდეს. ასეთი სიმპტომების განვითარებისას, შარდმდენების დოზა უნდა გაიზარდოს, ხოლო კარვედილოლის დოზა იგივე უნდა დარჩეს კლინიკური სტაბილურობის აღდგენამდე. ზოგეჯრ აუცილებელია კარვედილოლის დოზის შემცირება ან დროებით მისი შეწყვეტა. ასეთი ეპიზოდები ხელს არ უშლის შემდგომ წარმატებულ ტიტრირებას. ვინაიდან ორივე წამალი აქვეითებს AV გამტარობას, კარვედილოლი არ გამოიყენება კომბინაციაში სათითურას გლიკოზიდებთან.
თირკმლის ფუნქცია გულის შეგუბებითი უკმარისობის დროს:: იშვიათად, კარვედილოლის გამოყენებამ პაციენტებში გულის შეგუბებითი უკმარისობით გამოიწვია თირკმლის ფუნქციის შექცევადი დარღვევა. რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები არიან პაციენტები დაბალი არტერიული წნევით (სისტოლური არტერიული წნევა < 100 mmHg), გულის იშემიური დაავადებით და დიფუზური სისხლძარღვოვანი დაავადებით, და/ან თირკმლის უკმარისობით.
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული უკმარისობა: პაციენტებში ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით (COPD), რომლებსაც აქვთ ბრონქოსპაზმის შეტევები და არ იყენებენ პერორალურ ან საინჰალაციო საშუალებებს, კარვედილოლი გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ პოტენციური სარგებელი აღემატება პოტენციურ საშიშროებას. პაციენტებში ბრონქოსპაზმის მიმართ მიდრეკილებით, საჰაერო გზების რეზისტენტობის შესაძლო მომატების გამო შეიძლება განვითარდეს სუნთქვის უკმარისობა. მკურნალობის დაწყებისა და კარვედილოლის დოზის ტიტრირების დროს აუცილებელია პაციენტის სათანადო მონიტორინგი და მკურნალობის დროს ბრონქოსპაზმის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია დოზის დაქვეითება.
დიაბეტი:
ვინაიდან მას შეუძლია მწვავე ჰიპოგლიკემიის ადრეული სიმპტომებისა და ნიშნების შენიღბვა, კარვედილოლი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით. კარვედილოლს შეუძლია ზეგავლენა იქონიოს სისხლში გლუკოზის დონის კონტროლზე პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით. წამლის ბეტა-მაბლოკირებელი თვისებების გამო, ლატენტური შაქრიანი დიაბეტი შიეძლება გამოვლინდეს, არსებული დიაბეტი შეიძლება დამძიმდეს და სისხლში გლუკოზის რეგულაცია შეიძლება დაითრგუნოს.
პერიფერული სისხლძარღვების დაავადება: b-ბლოკატორებს შეუძლია განავითარონ ან დაამძიმონ არტერიული უკმარისობის სიმპტომები პაციენტებში პერიფერული სისხლძარღვების დაავადებით. ასეთ პირებში სიფრთხილეა აუცილებელი.
რეინოს დაავადება: ვინაიდან კარვედილოლმა შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების დამძიმება პაციენტებში პერიფერული სისხლძარღვოვანი დაავადებით, ის სიფრთხილით გამოიყენება.
თირეოტოქსიკოზი: სხვა ბეტა-ბლოკატორების მსგავსად კარვედილოლმა შეიძლება შენიღბოს თირეოტოქსიკოზის კლინიკური ნიშნები.
ანესთეზია და დიდი ოპერაციები: სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში ოპერაციის შემდეგ, ანესთეზიური საშუალებებისა და კარვედილოლის სინერგიული უარყოფითი ინოტროპული ეფექტის გამო.
ბრადიკარდია: კარვედილოლმა შეიძლება გამოიწვიოს ბრადიკარდია. თუ გულისცემა 55-ზე ნაკლებია, კარვედილოლის დოზა უნდა შემცირდეს.
ჰიპერმგრძნობელობა: ვინაიდან ბეტა-ბლოკატორებმა შეიძლება გაზარდონ მგრძნობელობა ალერგენების მიმართ და ანაფილაქტოიდური რეაქციების ხარისხი, კარვედილოლი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ჰიპერმგრძნობელობით და პაციენტებში, დესენსიბილიზების მკურნალობის შემდეგ.
ფსორიაზი: ანამნეზში, ბეტა-ბლოკატორებით გამოწვეული ფსორიაზის არსებობისას, კარვედილოლი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება მოსალოდნელ რისკს პაციენტისათვის.
კალციუმის არხების ბლოკატორებთან თანმხლები გამოყენება:
კარვედილოლის გამოიყენებისას კალციუმის არხების ბლოკატორებთან, როგორებიცაა ვერაპამილი, დილთიაზემი და სხვა ანტიარითმიულ საშუალებებთან ერთად, აუცილებელია ეკგ-სა და არტერიული წნევის მონიტორინგი.
ფეოქრომოციტომა: პაციენტებში ფეოქრომოციტომით, ნებისმიერი ბეტა-მაბლოკირებელი საშუალების გამოყენებამდე აუცილებელია ალფა მაბლოკირებელი საშუალების დაწყება. მიუხედავად იმისა, რომ კარვედილოლს გააჩნია ალფა და ბეტა-მაბლოკირებელი ფარმაკოლოგიური აქტივობა, ამ მდგომარეობის დროს მისი გამოყენების გამოცდილება არ არსებობს. ამიტომ, ფეოქრომოციტომაზე ეჭვის დროს პაციენტებში კარვედილოლის დანიშვნისას სიფრთხილეა საჭირო.
პრინცმეტალის სტენოკარდია: საშუალებებმა არა-სელექტიური ბეტა-მაბლოკირებელი აქტივობით, შეიძლება გამოიწვიონ გულმკერდის ტკივილი პაციენტებში პრინცმეტალის სტენოკარდიით. ასეთ პაციენტებში კარვედილოლის გამოყენების კლინიკური გამოცდილება არ მოიპოვება, თუმცა ალფა-მაბლოკირებელმა აქტივობამ შეიძლება ხელი შეუშალოს ასეთი სიმპტომების განვითარებას. თუმცა, სიფრთხილეა საჭირო კარვედილოლის დანიშვნისას პაციენტებში, პრინცმეტალის სტენოკარდიაზე ეჭვის დროს.
კონტაქტური ლინზები: კონტაქტური ლინზების ტარებისას შესაძლებელია ცრემლდენის შემცირება.
მოხსნის სინდრომი: განსაკუთრებით პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით, კარვედილოლის შეწყვეტა უეცრად არ შეიძლება. კარვედილოლის მკურნალობის შეწყვეტა თანდათანობით უნდა მოხდეს (2 კვირის განმავლობაში).
ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა: ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენის შემსწავლელი კვლევები არ არსებობს. ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი დახმარების გარეშე შეიძლება დაირღვეს კარვედილოლის ინდივიდუალური რეაქციების გამო (თავბრუ, სისუსტე). ეს განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. დოზის რეგულირების, წამლის რეჟიმის შეცვლისა და ალკოჰოლთან თანმხლები მკურნალობის დროს ვითარდება.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა: ორსულობის კატეგორია არის C პირველ ტრიმესტრში და D მეორე და მესამე ტრიმესტრში.
b-ბლოკატორებმა შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს შიდა ნაყოფის სიკვდილი ან დღენაკლულობა პლაცენტური პერფუზიის ინჰიბირების გამო. გარდა ამისა, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ნაყოფში ან ახალშობილში (განსაკუთრებით ჰიპოგლიკემია და ბრადიკარდია). თუ პოსტნატალურ პერიოდში ახალშობილებში გულის ან ფილტვების გართულებების რისკი მაღალია, კარვედილოლი არ გამოიყენება.
ლაქტაცია:
არ არის ცნობილი გამოიყოფა, თუ არა კარვედილოლი დედის რძეში. ამიტომ ლაქტაციის დროს მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ჭარბი დოზირება
ინტოქსიკაციის სიმპტომები:
ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, გულის უკმარისობა. კარდიოგენული შოკი და გულის გაჩერება. ასევე შეიძლება განვითარდეს სუნთქვის მხრივ პრობლემები, ბრონქოსპაზმი, ღებინება, გონების დაკარგვა და გენერალიზებული კრუნჩხვები.
ინტოქსიკაციის მკურნალობა:
ზოგად პროცედურებთან ერთად, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ და მკურნალობდეს ინტენსიური თერაპიის პირობებიში. შესაძლებელია შემანარჩუნებელი თერაპია:
პაციენტი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.
ატროპინი: 0.5-2 მგ ვენაში (ძლიერი ბრადიკარდიის დროს)
გლუკაგონი: მკურნალობის დასაწყისში, 1-10 მგ ვენაში, შემდეგ უწყვეტი ინფუზია 2-5 მგ/საათში (გულ-სისხძარღვოვანი ფუნქციის შესანარჩუნებლად). სიმპათომიმეტური საშუალებები. რომლებიც გამოიყენება სხეულის წონისა და აქტივობის მიხედვით: დობუტამინი, იზოპრენალინი, ორსიპრენალინი და ადრენალინი. ინოტროპული ეფექტის საჭიროების შემთხვევაში, მიზაშეწონილია ფოსფოდიესთერაზა ინჰიბიტორების გამოყენება, როგორიცაა მილრინონი. თუ ინტოქსიკაციის შემთხვევაში პერიფერული ვაზოდილატაცია დომინირებს, შეიძლება საჭირო გახდეს ადრენალინის და ნორადრენალინის გამოყენება ცირკულატორული თვისებების უწყვეტი მონიტორინგით. მკურნალობა-რეზისტენტული ბრადიკარდიისათვის, უნდა ჩატარდეს პეისმეიკერით თერაპია.
ბრონქოსპაზმის თერაპია: ბრონქოსპაზმისათვის, გამოიყენება ბეტა-სიმპათომიმეტური საშუალებები (ვენაში ან აეროზოლი) ან ამინოფილინი ვენაში. კრუნჩხვების თერაპია: კრუნჩხვების შემთხვევაში, რეკომენდებულია დიაზეპამის და კლონაზეპამის ნელი ინტრავენური ინექცია.
მნიშვნელოვანი შენიშვნა:
მძიმე ინტოქსიკაციის შემთხვევაში, შოკის სიმპტომების არსებობისას, შემანარჩუნებელი მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დიდი ხნის განმავლობაში, ვინაიდან კარვედილოლის ნახევრადდაშლის პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს ან გადანაწილდეს უფრო ღრმა განყოფილებებში. შემანარჩუნებელი/ანტიდოტის მკურნალობის პერიოდი დამოკიდებულია ჭარბი დოზირების სიმძიმეზე. ადიუვანტური მკურნალობა უნდა გაგრძელდეს პაციენტის მდგომარეობის მოწესრიგებამდე.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
წამლებთან ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება:
დიგოქსინი: კარვედილოლისა და დიგოქსინის ერთად გამოყენებისას, დიგოქსინის კონცენტრაციები იზრდება 15%-ით. კარვედილოლი და გულის გლიკოზიდები ანელებენ AV გამტარობას. კარვედილოლით მკურნალობის დაწყების და შეწყვეტისას, რეკომენდებულია დიგოქსინის დონის სათანადო მონიტორინგი.
ინსულინი და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები: საშუალებებმა ბეტა-მაბლოკირებელი თვისებებით შეიძლება გაზარდონ ინსულინისა და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების შრატში გლუკოზის დამაქვეითებელი ეფექტი. ჰიპოლიკემიის სიმპტომები შეიძლება შეინიღბოს ან დაქვეითდეს (განსაკუთრებით ტაქიკარდია). ამიტომ, პაციენტებში ინსულინისა და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების გამოყენებისას რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის რეგულარული მონიტორინგი.
ღვიძლის მეტაბოლიზმის სტიმულატორები და ინჰიბიტორები: რიფამპიცინი აქვეითებს კარვედილოლის პლაზმურ კონცენტრაციებს 70%-ით. ციმეტიდინი ზრდის კარვედილოლის AUC – ს 30%-ით, თუმცა ზეგავლენას არ ახდენს მაქსიმალურ კონცენტრაციაზე. ვინაიდან კარვედილოლის პლაზმური დონე შეიძლება დაქვეითდეს და ციმეტიდინის პლაზმური დონე შეიძლება გაიზარდოს პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ შერეული ფუნქციის ოქსიდაზა სტიმულატორებს, როგორიცაა რიფამპიცინი. აუცილებელია ასეთი პაციენტების სათანადო მონიტორინგი. ვინაიდან ციმეტიდინს ნაკლები ზეგავლენა გააჩნია, კლინიკური ურთიერთქმედების ნებისმიერი შესაძლებლობა მინიმალურია.
საშუალებები, რომლებიც იწვევენ კატექოლამინების გამოფიტვას: პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ საშუალებებს ბეტა-მაბლოკირებელი თვისებებით, იმ საშუალებებთან ერთად, რომლებიც კატექოლამინების გამოფიტვას იწვევენ (როგორიცაა რეზერპინი და/ან მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები) აუცილებელია სათანადო მონიტორინგი ჰიპოტენზიისა და/ან მძიმე ბრადიკარდიის გამო.
ციკლოსპორინი: კარვედილოლის მკურნალობის დაწყების შემდეგ ციკლოსპორინის კონცენტრაციების ზომიერი მომატება აღინიშნებოდა 21 პაციენტში ქრონიკული სისხლძარღვოვანი უკმარისობით, რომლებსაც თირკმლის გადანერგვა გაუკეთდათ. პაციენტების დაახლოებით 30%-ში, ციკლოსპორინის დოზა უნდა შემცირებულიყო, ციკლოსპორინის კონცენტრაციების თერაპიულ ფარგლებში შენარჩუნების გამო, მაშინ როდესაც დანარჩენ შემთხვევებში დოზა კორექციას არ საჭიროებდა. საშუალოდ ჯგუფისათვის, ციკლოსპორინის დოზა ასეთ პაციენტებში შემცირდა 20%-ით. დოზების კორექციების ინდივიდუალური განსხვავების გამო, კარვედილოლის მკურნალობის დაწყების შემდეგ რეკომენდებულია ციკლოსპორინის კონცენტრაციების მონიტორინგი.
ვერაპამილი, დილთიაზემი და სხვა ანტიჰისტამინური საშუალებები: კარვედილოლთან თანმხლებმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს AV გამტარობის დარღვევების განვითარების რისკი. (იხ. გაფრთხილებები).
წამლებთან ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებანი
კლონიდინი: ბეტა-მაბლოკირბელ საშუალებებთან ერთად კლონიდინის დანიშვნამ შეიძლება გააძლიეროს სისხლის წნევისა და გულის რითმის დამაქვეითებელი ეფექტები. როდესაც კლონიდინისა და ბეტა-მაბლოკირებელი თვისებების მქონე საშუალებების თანმხლები მკურნალობა უნდა შეწყდეს, პირველ რიგში უნდა მოიხსნას ბეტა-მაბლოკირებელი საშუალებები. კლონიდინის თერაპია შეიძლება მოიხსნას რამდენიმე დღეში დოზის თანდათანობითი შემცირებით.
კალციუმის არხების ბლოკატორები: (იხ. გაფრთხილებები) დილთიაზემთან ერთად კარვედილოლის გამოყენებისას აღინიშნება გამტარობის დარღვევების ერთეული შემთხვევები. ბეტა-მაბლოკირებელი თვისებების მქონე სხვა საშუალებების მსგავსად, თუ კარვედილოლი გამოიყენება პერორალურად ვერაპამილის ან დილთიაზემის ტიპის კალციუმის არხების ბლოკატორებთან ერთად, რეკომენდებულია ეკგ-სა და არტერიული წნევის მონიტორინგი. ბეტა-მაბლოკირებელი თვისებების მქონე სხვა საშუალებების მსგავსად, კარვედილოლმა შეიძლება გაზარდოს ანტი-ჰიპერტენზიული საშუალებების (როგორებიცაა ალფა1 რეცეპტორების ანტაგონისტები) ან სხვა წამლების ეფექტურობა, რომლებსაც გვერდითი მოვლენების პროფილში ჰიპოტენზია აღინიშნება. კარვედილოლისა და საანესთეზიო საშუალებების სინერგისტული უარყოფითი ინოტროპული და ჰიპოტენზიური ეფექტები გასათვალისწინებელია ანესთეზიის დროს.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება 25°C – ზე ოთახის ტემპერატურის პირობებში, ბნელ და მშრალ ადგილას.
შენახვის ვადა: 3 წელი
აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა რეცეპტით)
ნუ გამოიყენებთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.