სამედიცინო ანტისეპტიკური ხსნარი 1000 მლ

ზოგადი ინფორმაცია                                                                                          

სამედიცინო ანტისეპტიკური ხსნარი. Spiritus aethylicus. სამკურნალო საშუალება გარეგანი გამოყენებისათვის. აქტიური ნივთიერება – ეთანოლი. Ethanol. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – D08AX08. მწარმოებელი ფირმა – შპს “ბიოპოლუსი” (საქართველო).

სამედიცინო ანტისეპტიკური ხსნარის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

 სამედიცინო ანტისეპტიკური ხსნარი. Spiritus aethylicus გამოდის 1000 მლ ხსნარის ფორმით პოლიმერული მასალის ფლაკონში. 1 ბოთლი შეიცავს ეთანოლს 95% 1000 მლ. შეფუთვა: 1000 მლ პოლიმერულ (PEთ) ბოთლში ხრახნიანი ყელით მოხუფული ხრახნიანი პოლიეთილენის ჩაჩით პირველადი გახსნის კონტროლით.

სამედიცინო ანტისეპტიკური ხსნარის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

სამედიცინო ანტისეპტიკური ხსნარის ფასები ფარმადეპოში
სამედიცინო ანტისეპტიკური ხსნარის ფასები ავერსში
სამედიცინო ანტისეპტიკური ხსნარის ფასები psp-ში
სამედიცინო ანტისეპტიკური ხსნარის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც სამედიცინო ანტისეპტიკური ხსნარი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია სამედიცინო ანტისეპტიკური ხსნარის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

სამედიცინო ანტისეპტიკური ხსნარის აქტიური ნივთიერება

ეთანოლი. Ethanol. ქიმიური დასახელება – ეთილის სპირტი. ბრუტო–ფორმულა: C2H6O. ეთანოლს მიაკუთვნებენ ანტისეპტიკების და დეზინფექციის საშუალებების, ასევე სანარკოზე საშუალებების ჯგუფებს. CAS-კოდი:64-17-5.

სამედიცინო ანტისეპტიკური ხსნარის სინონიმები        

   ეთანოლი სამედიცინო-ეთილის სპირტი 95% (Aethanolum Medicinalis 95%, Naturpharmi, საქართველო).

სამედიცინო ანტისეპტიკური ხსნარის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • სტერილიზაცია ქირურგიული ინსტრუმენტების
  • სტერილიზაცია საოპერაციო მიდამოს
  • ხელების დამუშავება  სამედიცინო პერსონალის ოპერაციის წინ

 

სამედიცინო ანტისეპტიკური ხსნარის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები ფარმაკოლოგიური თვისებებით სამედიცინო ანტისეპტიკური ხსნარი 95% (ეთანოლი) მიეკუთვნება ანტისეპტიკურ საშუალებას. ეთანოლის ანტიმიკრობული მოქმედება აიხსნება მისი უნარით მოახდინოს ცილების გაუწყლოება და დენატურაცია. ეთანოლი იწვევს კანის სისხლძარღვების გაფართოებას, შეიგრძნობა სითბო, მაგრამ არ იზრდება ორგანიზმის ტემპერატურა, რადგან იზრდება სითბოს გაცემა, ეთანოლის დიდი დოზით მიღებისას სხეულის ტემპერატურა ნორმაზე მეტად ქვეითდება ჩვენებები ეთანოლი სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება ძირითადად როგორც გარეგანი ანტიმიკრობული, ანტისეპტიკური და გამაღიზიანებელი საშუალება დასაზელად და კომპრესებისათვის. ეთანოლის ანტისეპტიკური თვისება გამოიყენება ქირურგიული ინსტრუმენტების, საოპერაციო მიდამოს სტერილიზაციისათვის და ოპერაციის წინ სამედიცინო პერსონალის ხელების დასამუშავებლად. შენახვის პირობები და ვადები პრეპარატი ინახება კარგად დახურულ ჭურჭელში, გრილ ადგილას. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. სტაციონარებისთვის. შენახვის ვადა 5 წელი. აფთიაქში გაცემის წესი ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ).