ალერტეკი

თურმანიძის მალამო

ალერტეკი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ალერტეკის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ცეტირიზინი/cetirizine


ალერტეკი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ქიმიური დასახელება: [2-[4-[(4-ქლორფენილ)ფენილმეთილ]-1-პიპერაზინილ]ეთოქსი]ძმარმჟავა (და ჰიდროქლორიდის სახით)

ბრუტო ფორმულა: C21H25ClN2O3

ფარმაკოლოგიური ჯგუფები: H1 – ანტიჰისტამინური საშუალებები

ნოზოლოგიური ჯგუფები: H10.1 – მწვავე ატოპიური კონიუნქტივიტი; H11.4 – კონიუნქტივის სხვა სისხლძარღვოვანი დაავადებები და კისტები; H57.8 – თვალისა და დანამატების სხვა დაუზუსტებელი დაავადებები; J00 – მწვავე ნაზოფარინგიტი [სურდო]; J30 – ვაზომოტორული და ალერგიული რინიტი; J30.1 – ალერგიული რინიტი გამოწვეული მცენარეთა მტვრით; L20 – ატოპური დერმატიტი;  L29 – ქავილი; L29.8 – სხვა ტიპის ქავილი; L30.9 – დერმატიტი, დაუზუსტებელი; L50 – ჭინჭრის ციება; L50.1 – იდიოპათიური ჭინჭრის ციება; R06.7 – ცემინება; R21 – გამონაყარი და კანის სხვა არასპეციფიკური დაზიანებები.

ალერტეკის სინონიმები: ტერიქსი 10 მგ (Terix,Asfarma, თურქეთი), ტერიქსი 5 მგ (Terix, Asfarma, თურქეთი), ცეტეკი (CETEK, AVERSI, საქართველო), პარლაზინი (PARLAZIN, EGIS, უნგრეთი), ალეროლი (ALLEROL, Avita, თურქეთი), აგელმინი (Agelmin, S.K.impex, საბერძნეთი).

ალერტეკის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორები

ალერტეკის ემადგენლობა:
ალერტეკის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების – ცეტირიზინის დიჰიდრო ქლორიდის 10 მგ-ს.

ალერტეკის მოქმედების მექანიზმი
ალერტეკი – ანტიჰისტამინური პრეპარატია, ახასიათებს ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება. H1-ჰისტამინორეცეპტორების სელექციური ანტაგონისტი (ბლოკატორი) არ ახდენს მნიშვნელოვან ანტიქოლინერგულ და ანტისეროტონინულ გავლენას. თერაპიული დოზით პრაქტიკულად არ იწვევს სედატიურ ეფექტსა და ძილიანობას.

პრეპარატი მოქმედებს ალერგიული რეაქციის ‘ადრეულ’ – ჰისტამინდამოკიდებულ სტადიასა და ‘გვიან’ – უჯრედულ სტადიაზე; ამცირებს ეოზინოფილების მიგრაციასა და ადჰეზიის მოლეკულების (ICAM-1 და VCAM-1) ექსპრესიას, რომლებიც წარმოადგენენ ალერგიული ანთებითი რეაქციის მარკერებს. თრგუნავს ჰისტამინის სეკრეციის სხვა მედიატორებსა და ინდუქტორებს, როგორიცაა PAF (თრომბოციტების აქტივაციის ფაქტორი) და P სუბსტანცია. ამცირებს მსუბუქი მიმდინარეობის ბრონქული ასთმის ჰისტამინინდუცირებულ ბრონქოობსტუქციას, ახასიათებს კანის რეაქციის მიმართ მაღალი მაინჰიბირებელი მოქმედება, ვერ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და პრაქტიკულად არ მეტაბოლიზდება ღვიძლში.
სისხლის პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში, ხოლო კლინიკური ეფექტი ვლინდება მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ, H1-რეცეპტორების ბლოკადის ხანგრძლივობა 24 სთ-ზე მეტია. საჭმლის მიღება გავლენას არ ახდენს პრეპარატის აბსორბციის ხარისხზე, თუმცა ახანგრძლივებს მას. თერაპიული კურსის ფონზე არ ვითარდება ტოლერანტობა. ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ ალერტეკის ნახევარგამოყოფის პერიოდი მოზრდილებში შეადგენს 10 სთ-ს, 6-12 წლამდე ბავშვებში – 6 სთ-ს, ხოლო 2-6 წლამდე ბავშვებში – 5 სთ-ს.

ალერტეკის ჩვენებები

  • სეზონური და ქრონიკული ალერგიული რინიტი;
  • ალერგიული კონიუნქტივიტი;
  • ქავილით მიმდინარე დერმატოზები;
  • ჭინჭრის ციება (ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების ჩათვლით)
  • ქვინკეს შეშუპება.

ალერტეკის მიღების წესები და დოზები

პრეპარატი ინიშნება: მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში დღეში ერთხელ 1 ტაბლეტი (10 მგ) – დილას;
6-12 წლამდე ბავშვებში – 1 ტაბლეტი (10 მგ) ერთჯერადად დილას ან 1/2 ტაბლეტი (5 მგ) დღეში ორჯერ (დილას და საღამოს); 2-6 წლამდე ბავშვებში – 1/2 ტაბლეტი (5 მგ) ერთ მიღებაზე დილას ან 1/4 ტაბლეტი დღეში ორჯერ (დილას და საღამოს);
პაციენტებში თირკმლის უკმარისობით საჭიროა დოზის განახევრება.
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ასაკოვანი პაციენტები დოზის კორექციას არ საჭიროებენ.

ალერტეკის გვერდითი მოვლენები

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირის ღრუს სიმშრალე, იშვიათად – საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დისფუნქცია; ცნს-ის მხრივ: შესაძლებელია მცირედ გამოხატული და სწრაფად გარდამავალი ძილიანობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ერთეულ შემთხვევაში – აგზნებადობა;
ალერგიული რეაქციები: იშვიათად – კანზე გამონაყარი ან ანგიონევროზული შეშუპება.
გვერდითი მოვლენები ვითარდება იშვიათად და აქვს ტრანზიტორული ხასიათი.

ალერტეკის უკუჩვენება

პრეპარატის დანიშვნის უკუჩვენებაა ცეტირიზინისადმი მაღალი მგრძნობელობა, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები

ალერტეკი რეკომენდებული დოზით არ აძლიერებს ალკოჰოლის მოქმედებას, თუმცა სიფრთხილის დაცვა აუცილებელია; არ ახდენს გავლენას ფსიქიკურ და მოტორულ რეაქციებზე, მისი მიღება დასაშვებია ავტომობილის მართვისა და სხვა აქტიური სამუშაოს შესრულების დროს (დოზის მომატებისას საჭიროა სიფრთხილე).
მკურნალობის დროს აუცილებელია ძუძუთი კვების შეწყვეტა.
ალერტეკის მოქმედი ნივთიერება – ცეტირიზინი, გავლენას არ ახდენს სხვა სამკურნალო საშუალებებზე. ცეტირიზინისა და მაკროლიდების ან კეტოკონაზოლის კომბინაცია ელექტროკარდიოგრამაზე არ ავლენს ცვლილებებს.

ალერტეკის შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 4 წელი, ინახება 10-25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

ალერტეკის გამოშვების ფორმა: 10მგ ტაბლეტი #10; #20

ალერტეკის გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

ალერტეკის მწარმოებელი: გამა, ჯი-ემ-პი, საქართველო

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook