ბეტადინი თხევადი საპონი

ბეტადინი თხევადი საპონი

ბეტადინი თხევადი საპონის ზოგადი ინფორმაცია

ბეტადინი თხევადი საპონი. BETADINE. ადგილობრივი გამოყენების პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – პოვიდონ-იოდი. Povidone-iod. მწარმოებელი ფირმა – სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი (უნგრეთი).


ბეტადინი თხევადი საპონი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ბეტადინი თხევადი საპონის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ბეტადინი თხევადი საპონი. BETADINE გამოდის 7.5%  თხევადი საპონის ფორმით 120მლ და 1000მლ ფლაკონში. ხსნარის ყოველი მილილიტრი (7.5% ხსნარის ექვივალენტური) შეიცავს პოვიდონ იოდს 75 მგ, ასევე დამხმარე ნივთიერებებს: ნონილფენოქსიპოლს (ეთილენეოქსი) ეთანოლის ეთერს, სუპერ ლაურილის დიეთანოლამიდს, ეთოქსილირებულ ლანოლინს, ჰიდროქსიპროპილ მეთილ ცელულოზას, გასუფთავებულ წყალს, ნატრიუმის ჰიდროქსიდს.

ბეტადინის (თხევადი საპონი) ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ბეტადინის (თხევადი საპონი), იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ბეტადინის (თხევადი საპონი) ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ბეტადინის (თხევადი საპონი)  ფასები ფარმადეპოში
ბეტადინის (თხევადი საპონი) ფასები ავერსში
ბეტადინის (თხევადი საპონი) ფასები psp-ში
ბეტადინის (თხევადი საპონი) ფასები სხვა აფთიაქებში

ბეტადინი თხევადი საპონის აქტიური ნივთიერება

პოვიდონ-იოდი. Povidone-iod. ქიმიური დასახელება – პოლი(1-ეთენილ-2-პიროლიდინონ) იოდიდი. ბრუტო–ფორმულა: (C6H9NO)n.xI. პოვიდონ-იოდს მიაკუთვნებენ ანტისეპტიკების და დეზინფექციის საშუალებების,ასევე მაკრო- და მიკროელემენტების ჯგუფებს. CAS-კოდი: 25655-41-8.

ბეტადინი თხევადი საპონის სინონიმები

ბეტადინი ვაგინალური სანთლები (BETADINE, EGIS, უნგრეთი), ბეტადინი მალამო (BETADINE, EGIS, უნგრეთი), ბეტადინი ხსნარი (BETADINE, EGIS, უნგრეთი).

ბეტადინი თხევადი საპონის მოქმედ ნივთიერებას შეიცავენ

 იოქსი (JOX, Teva, ჩეხეთი; povidone iodine, allantoin).

ბეტადინი თხევადი საპონის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ხელების  დეზინფექცია ჰიგიენური
  • ხელების დეზინფექცია ოპერაციამდელი

ბეტადინი თხევადი საპონის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
ბეტადინი ქირურგიული ხსნარი არის სადეზინფექციო საშუალება, რომელიც ანადგურებს სხვადასხვა პათოგენურ ორგანიზმებს (ანტიმიკრობული ეფექტი) და გამოიყენება ჰიგიენური და ხელების ოპერაციამდელი დეზინფექციისათვის.
ის ანადგურებს ბაქტერიებს, სოკოებს, ვირუსებს და უმარტივესებს. პრეპარატი ფაქტიურად არატოქსიურია.
ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება ხელების ჰიგიენური დეზინფექციისათვის და ხელების ოპერაციამდელი დეზინფექციისათვის.
პრეპარატი გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში 6 თვის ასაკიდან.
მიღების წესები და დოზები
ბეტადინი ქირურგიული ხსნარი გამოიყენება კონცენტრირებული სახით და არ საჭიროებს განზავებას.
ხელების ჰიგიენური დეზინფექცია:
დაიბანეთ ხელები და იდაყვები თბილ, გამდინარე წყალში, შემდეგ დაიტანეთ ბეტადინი ქირურგიული ხსნარის 5 მლ ერთ მტევანზე და გადაინაწილეთ ორივე მტევანსა და იდაყვზე, საჭიროების შემთხვევაში პრეპარატი შეიძლება ოდნავ დატენიანდეს ქაფის წარმოსაქმნელად; დაიმუშავეთ ხელები არანაკლებ ერთი წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ თბილი, გამდინარე წყლით.
ხელების ქირურგიული დეზინფექცია:
ორივე ხელი და იდაყვი უნდა დამუშავდეს საპნისა და თბილი წყლის გამოყენებით. საპონი შემდეგ უნდა მოშორდეს დიდი რაოდენობის გამდინარე წყლით, რათა არ დარჩეს საპნის ნარჩენები ხელებსა და იდაყვებზე.
დისპენსერის გამოყენებით 10 მლ ბეტადინი ქირურგიული ხსნარი დაიტანეთ მტევნებზე და გაავრცელეთ ხელებსა და იდაყვებზე. თუ საჭიროა, პრეპარატი შეიძლება დატენიანდეს ქაფის წარმოსაქმნელად და დამუშავდეს ხელები არანაკლებ 2.5 წუთის განმავლობაში.
დაიბანეთ ხელები სტერილური წყლის გამოყენებით და გაიმშრალეთ სტერილური ნაჭრით.
დეზინფექციისთვის საჭირო დრო: 5 წუთი
ბეტადინი ქირურგიული ხსნარის დეზინფექციისთვის საჭირო რაოდენობა: 20 მლ
გვერდითი მოვლენები
მგრძნობიარე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს კანის ისეთი გარდამავალი გაღიზიანება, როგორიცაა: ქავილი, სიწითლე (ბუშტუკიც კი), გავრცელებული გამონაყარი, დაჩირქება. ბეტადინი ქირურგიული საპონის გამოყენებამდე რეკომენდებულია ჰიგიენური ან პრექირურგიული დაბანა. იმ შემთხვევაში თუ განვითარდა გაღიზიანება ან სხვა არახშირი რეაქციები, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის და შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება.
უკუჩვენება
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული: იოდის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობისას, ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი დაავადებისას, კანის ანთებითი გამონაყარისას, რომელსაც თან ახლავს ბუშტუკოვანი გამონაყარი (დურინგის ჰერპეტიფორმული დერმატიტი) და რადიოაქტიური იოდით დიაგნოსტირებამდე ან მკურნალობამდე.
ის გამოიყენება 6 თვემდე ასაკის ბავშვებში, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში (რისკი/სარგებელის გათვალისწინებით) და მხოლოდ სამედიცინო მეთვალყურეობით.
სამედიცინო რეკომენდაციის გარეშე ის არ გამოიყენება ორსულობის მეოთხე თვის შემდეგ და ლაქტაციის დროს.
გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ პრეპარატით მკურნალობის დროს განვითარდა მოცემულ პარაგრაფში აღნიშნული მდგომარეობები.
განსაკუთრებული მითითებები
გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ბეტადინი ქირურგიული ხსნარის და სხვა ლოკალურად მოქმედი პრეპარატების ერთდროული გამოყენების შემთხვევაში.
ბეტადინი ქირურგიული ხსნარის მუქი ყავისფერი ფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ის ეფექტურია.
თუ ხსნარი იწყებს გაფერმკრთალებას, მისი ანტიმიკრობული ეფექტი მცირდება. სინათლე და 40oC-ზე მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ხსნარის დეგრადაციას.
უნდა მოვერიდოთ ბეტადინი ქირურგიული ხსნარის თვალებში მოხვედრას. თუ ყოველგვარი სიფრთხილის მიუხედავად ეს მოხდება, სასწრაფოდ გამოირეცხეთ თვალები დიდი რაოდენობის წყლის გამოყენებით.
თუ ბავშვი შემთხვევით მიიღებს პრეპარატს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ბეტადინის ქირურგიული ხსნარი ურთიერთქმედებს სხვა პრეპარატებთან. აცნობეთ თქვენს ექიმს ყველა პრეპარატის შესახებ, რომელსაც ღებულობთ ან მომავალში აპირებთ მიღებას, მიუხედავად იმისა, რეცეპტულია იგი თუ არა. სანამ გამოიყენებთ ბეტადინს ურეცეპტო პრეპარატთან ერთად, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. თუ თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ნებისმიერი სახის მკურნალობას, აცნობეთ მას რომ იყენებთ ბეტადინის ქირურგიულ ხსნარს.
ბეტადინი ქირურგიული ხსნარი არ უნდა გამოიყენოთ ვერცხლისწყლის შემცველ სხვა სადეზინფექციო საშუალებებთან ერთად. ვერცხლისწყალი შედის რეაქციაში იოდთან, რომელსაც შეიცავს პრეპარატი, ვეცხლისწყლის იოდიდის წარმოქმნით, რომელსაც აქვს ძლიერი კოროზიული ეფექტი. ეს წარმოადგენს იმის მიზეზს, რის გამოც ვერცხლისწყლის შემცველი ნივთიერებები არ შეიძლება იყოს გამოყენებული ბეტადინი ქირურგიულ ხსნართან ერთად ან მათი გამოყენება უნდა მოხდეს პრეპარატის გამოყენებიდან მოკლე დროის შემდეგ.
არ შეიძლება ჭრილობების სამკურნალოდ ფერმენტული პრეპარატების კომბინირება ბეტადინის ხსნართან ერთად, რადგანაც აღნიშნული პრეპარატების ფერმენტულმა შემადგენლობამ შესაძლოა დააქვეითოს ბეტადინი ქირურგიული ხსნარის ეფექტურობა.
ბეტადინის შემადგენლობაში შემავალი PVP-იოდის კომპლექსის გამო, ქირურგიული ხსნარის გამოყენება არ შეიძლება იმ ნივთიერებებთან ერთად, რომელთანაც იგი ქიმიურად ურთიერთქმედებს (აღმდგენელი ნივთიერებები, ტუტე მარილები და მჟავეები).
გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან სხვა პრეპარატების, მათ შორის ადგილობრივი გამოყენების და ურეცეპრო პრეპარატების, ერთდროული გამოყენების შემთხვევაში.
შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ 15-25Oc ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.