ეგილოკი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): მეტოპროლოლის ტარტრატი/:
METOPROLOL

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიანგინალური, ანტიარითმიული, ანტიჰიპერტენზიული საშუალება (ბეტა1-ადრენობლოკატორი).
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 30 და 60 ც
1 ტაბ.
მეტოპროლოლის ტარტრატი…………………..    25 მგ
1 ტაბ.
მეტოპროლოლის ტარტრატი………………..      50 მგ
1 ტაბ.
მეტოპროლოლის ტარტრატი………………..   100 მგ
სხვა ინგრედიენტები:
მაგნიუმის სტეარატი, პოლივიდონი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, ნატრიუმის გლიკოლატის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
მეტოპროლოლი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომლებსაც ბეტა-ბლოკატორები ეწოდება. ისინი გამოიყენებიან მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ და ტკივილის პროფილაქტიკისათვის სტენოკარდიის დროს.
მეტოპროლოლი ასევე გამოიყენება მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ განვითარებული არითმიის (გულის რითმის აჩქარება ან მისი მოშლა) სამკურნალოდ შემანარჩუნებელი თერაპიის სახით და შაკიკის პროფილაქტიკისათვის.
ჩვენებები:
არტერიული ჰიპერტენზია: გამოიყენება მონოთერაპიის სახით ან (საჭიროებისამებრ) სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან კომბინაციაში; ამცირებს სიკვდილიანობას გულ-სისხლძარღვოვანი და კორონალური დაავადებების შედეგად (მათ შორის უეცარი სიკვდილის სიხშირეს ჰიპერტენზიით დაავადებულ ავადმყოფებში;
სტენოკარდია: პრეპარატი შეიძლება გამოიყენებოდეს მონოთერაპიის სახით ან სხვა ანტიანგინალურ საშუალებებთან კომბინაციაში;
შემანარჩუნებელი თერაპია: მიოკარდიუმის ინფარქტის მეორადი პროფილაქტიკისთვის;
გულის რითმის დარღვევები (სინუსური ტაქიკარდია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები);
ჰიპერთირეოზი (გულის არითმიის სიხშირის შესამცირებლად);
შაკიკის შეტევის პროფილაქტიკა;
გულის ფრიალით მიმდინარე ფუნქციური დარღვევები.
ეგილოკის ტაბლეტების მიღების წინ არ მიიღოთ ეს ტაბლეტები თუ გაგაჩნიათ:
მაღალი მგრძნობელობა მეტოპროლოლის ან პრეპარატის სხვა კომპონენტის და ასევე სხვა ბეტა-ბლოკატორების მიმართ;
ატრიოვენტრიკულური II ან III ხარისხის ბლოკადა;
კლინიკურად გამოხატული სინუსური ბრადიკარდია (გულის რითმის მნიშვნელოვანი შენელება);
სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი;
პერიფერიული არტერიული სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევა;
გულის უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში;
კლინიკური მონაცემების სიმცირის გამო მეტოპროლოლის გამოყენება უკუნაჩვენებია მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს თუ: გულის შეკუმშვის სიხშირე არის წუთში 45 დარტყმაზე ნაკლები,  სისტოლური არტერიული წნევა არის 100 მმ. ვწყ.სვ.-ზე ნაკლები
ბეტა-აგონისტებით მკურნალობა.
პრეპარატ ეგილოკის გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს შემდეგი მდგომარეობის დროს:
გულის გამტარებლობის (წინაგულ-პარკუჭოვანი) დარღვევა;
ბრადიკარდია (გულის რითმის შენელება);
პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა.
ეგილოკი უნდა მოიხსნას თანდათანობით დოზის საფეხურებრივი შემცირების გზით 14 დღის განმავლობაში. მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გააძლიეროს სტენოკარდიის სიმპტომები და გაზარდოს კორონარულ დარღვევათა რისკი.
იმის მიუხედავად, რომ კარდიოსელექტიური ბეტა-ბლოკატორები უფრო სუსტ ზემოქმედებას ახდენენ სუნთქვაზე, ვიდრე არასელექტიური ბეტა-ბლოკატორები, მიზანშეწონილია აღნიშნული პრეპარატი შეძლებისამებრ არ დაენიშნოს პაციენტებს სასუნთქი გზების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით. ბრონქიული ასთმის დროს მეტოპროლოლის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს მისი α2-აგონისტებთან ერთად დანიშვნა (ტაბლეტები და/ან აეროზოლური ფორმის სახით) ან უკვე დანიშნული α2-აგონისტების დოზით შეცვლა.
იმის მიუხედავად, რომ სელექტიური ბეტა-ბლოკატორები შედარებით იშვიათად მოქმედებს ნახშირწყლოვან ცვლაზე ან ნიღბავს ჰიპერგლიკემიის სიმპტომებს, დიაბეტით დაავადებულთათვის ეგილოკის დანიშვნის შემთხვევაში საჭიროა ხშირად შემოწმდეს ნახშირწყლოვანი ცვლის მდგომარეობა და საჭიროებისამებრ მოხდეს ინსულინის ან პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის კორექცია.
ფეოქრომოციტომით დაავადებულთა მკურნალობის დროს საჭიროა მეტოპროლოლის დანიშვნა ალფა-ბლოკატორებთან ერთად.
ნებისმიერი ქირურგიული ოპერაციის წინ საჭიროა ანესთეზიოლოგის ინფორმირება მეტოპროლოლის მიღების შესახებ, თუმცა არ არის რეკომენდებული პრეპარატ ეგილოკით მკურნალობის შეწყვეტა.
მიღების წესი და დოზირება:
ეგილოკის ტაბლეტები მიღება შესაძლებელია საკვების მიღებიდან დამოუკიდებლად. აუცილებლობის შემთხვევაში ტაბლეტი შეიძლება გატყდეს შუაზე. დოზა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს გამოხატული ბრადიკარდიის თავიდან ასაცილებლად.
რეკომენდებული დოზები:
ჰიპერტენზია: საწყისი დოზა საშუალო ანუ ზომიერი ჰიპერტენზიის დროს შეადგენს 25-50 მგ-ს დღეში ორჯერ (დილას და საღამოს). საჭიროებისამებრ დღიური დოზა შეიძლება ნელ-ნელა გაიზარდოს 100 მგ-დე 2-ჯერ დღეში ან დაემატოს სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალება.
სტენოკარდია: საწყისი დოზაა – 25-250 მგ 2-3-ჯერ დღე-ღამის განმავლობაში. ეფექტის მიხედვით ეს დოზა შეიძლება იყოს გაზრდილი 200 მგ-მდე დღე-ღამის განმავლობაში ან დაემატოს სხვა ანტიანგინალური პრეპარატი.
შემანარჩუნებელი თერაპია მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 50-100 მგ. დღეში 2-ჯერ (დილას და საღამოს).
არითმია: საწყისი დოზა შეადგენს 25-50 მგ-ს ორჯერ ან სამჯერ დღეში. საჭიროებისამებრ დღიური დოზა შეიძლება იყოს გაზრდილი 200 მგ.-მდე ან დაემატოს სხვა არითმიის საწინააღმდეგო საშუალება.
ჰიპერთირეოზი: ჩვეულებრივი დღიური დოზაა 150-200 მგ დღე-ღამის განმავლობაში 3-4 მიღებაზე.
ფუნქციური დარღვევები გულის ფრიალით:
ჩვეულებრივი დღიური დოზა შეადგენს 2X50 მგ-ს (დილას და საღამოს); საჭიროებისამებრ შეიძლება მომატებულ იქნას 2X100 მგ-მდე.
შაკიკის შეტევის პროფილაქტიკა: ჩვეულებრივი დღიური დოზა შეადგენს 2X50 მგ-ს (დილას და საღამოს); საჭიროებისამებრ შეიძლება მომატებულ იყოს 2X100 მგ-დე.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფი:
თირკმლის დაავადების დროს პრეპარატის დოზა არ საჭიროებს კორექციას.
ღვიძლის ციროზის დროს ჩვეულებრივ არ საჭიროებს კორექციას მეტოპროლოლის სისხლის პლაზმის ცილებთან დაბალი შეკავშირების გამო (5-10%). ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს(მაგალითად, შუნტირების ოპერაციის შემდეგ) შეიძლება საჭირო გახდეს მეტოპროლოლის დოზის შემცირება.
ხანდაზმული პაციენტებისათვის დოზა არ საჭიროებს კორექციას;
პრეპარატის დანიშვნა ბავშვებისათვის არ არის რეკომენდებული (არ არის კლინიკური გამოცდილება).
გვერდითი მოვლენები:
მეტოპროლოლი, ჩვეულებრივ, კარგად აიტანება პაციენტის მიერ. გვერდითი მოვლენები სუსტი და შექცევადია. ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები რეგისტრირებულია კლინიკურ კვლევებში და მეტოპროლოლის თერაპიული გამოყენების დროს. ზოგიერთ შემთხვევაში არასასურველი მოვლენების კავშირი პრეპარატის მიღებასთან არასარწმუნოა.
ნერვული სისტემის მხრივ: დაღლილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, იშვიათ შემთხვევებში – დეპრესია, ძილიანობა, უძილობა, ღამის კოშმარები, ემოციური დაძაბულობა, სქესობრივი ფუნქციის დარღვევა; ძალიან იშვიათად – მეხსიერების დარღვევა და გაბრუება.
გულსისხლძარღვოვანი სისტემის მხრივ: ბრადიკარდია (გულის რითმის შენელება), ორთოსტატიული ჰიპოტენზია, კიდურების გაცივება, გულის ფრიალი, იშვიათად გულის ტკივილი, არითმია.
კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ტკივილი მუცელში, ფაღარათი, ყაბზობა, იშვიათად ღებინება, პირის სიმშრალე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
კანი: გამონაყარი, ოფლიანობა, იშვიათად ფოტო სენსიბილიზაცია, პროგრესირებადი ფსორიაზი.
სასუნთქი სისტემის მხრივ: დისპნოე.
მგრძნობელობითი ორგანოები: იშვიათად მხედველობის დარღვევა, ხმაური ყურებში.
წონაში მომატება; ძალიან იშვიათად სახსრების ტკივილი.
პრეპარატ ეგილოკის მიღება უნდა შეწყდეს იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი ზემოჩამოთვლილი მოვლენებიდან რომელიმე მათგანი აღწევს კლინიკურად მნიშვნელოვან ინტენსივობას, ხოლო მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა ზუსტად შეუძლებელია.
ორსულობა და ლაქტაცია:
ცხოველებში მეტოპროლოლის შეყვანით მავნე ზემოქმედება მათ შთამომავლობაზე არ გამოვლენილა.
ადამიანზე ჩატარებული კვლევები
აუცილებელია პრეპარატის გამოყენების რისკისა და სარგებლობის საგულდაგულოდ შეფასება. იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის მიღება გარდაუვალია, საჭიროა ნაყოფისა და ახალშობილის მეთვალყურეობა რამდენიმე დღის განმავლობაში (48-72 სთ) მშობიარობის შემდეგ, რადგან პლაცენტარული სისხლის მიმოქცევის  შემცირებამ შეიძლება იმოქმედოს ნაყოფის ზრდაზე, ხოლო ნაყოფის სისხლის მიმოქცევაში შეღწევის შედეგად გამოიწვიოს ბრადიკარდია, სუნთქვის დათრგუნვა, არტერიული წნევის დაქვეითება და ჰიპოგლიკემია.
მიუხედავად იმისა, რომ მეტოპროლოლი თერაპიული დოზით მცირე რაოდენობით აღწევს დედის რძეში და ნაყოფზე ბეტა-ბლოკატორული ეფექტის ალბათობა დაბალია, ჩვილი მაინც საჭიროებს გულდასმით გამოკვლევას (შესაძლებელია ბრადიკარდია). გაიარეთ ექიმის კონსულტაცია ნებისმიერი სამკურნალო საშუალებების მიღების წინ, თუ თქვენ ორსულად ხართ ან ბავშთს ძუძუს აჭმევთ.
განსაკუთრებული მითითებები:
*თუ თქვენ დაგავიწყდათ ეგილოკის მიღება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
*საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა შემდეგ საშუალებებთან კომბინაციის დროს:
პერორალური ანტიარითმული პრეპარატები (ქინიდინის და ამიოდარონის ტიპის, და ასევე პარასიმპათომიმეტიკები (ჰიპერტენზიის, ბრადიკარდიის, წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადის რისკი).
*სათითურას გლიკოზიდები (ბრადიკარდიის, გამტარებლობის დარღვევის რისკი; მეტოპროლოლი არ მოქმედებს სათითურას პრეპარატების დადებით ინოტროპულ ეფექტზე).
*სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები (განსაკუთრებით გუანიტიდინის, რეზერპინის, ალფამეთილდოფას, კლონიდინის და გუანფაცინის ჯგუფები) ჰიპოტენზიის და/ან ბრადიკარდიის რისკის გამო.
კლონიდინთან შეთავსების დროს საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა, ჯერ მეტოპროლოლის, და შემდეგ (რამოდენიმე დღის შემდეგ) კლონიდინის მოხსნით. პირველად კლონიდინის მიღების შეწყვეტით, შეიძლება განვითარდეს ჰიპერტონული კრიზი.
*ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (საძილე საშუალებები, ტრანკვილიზატორები, ტრი- და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიკები) და ალკოჰოლი (ჰიპოტენზიის რისკი). ნარკოტიკები (გულის მოქმედების დათრგუნვის რისკი).
*α და β – სიმპატომიმეტიკები (ჰიპერტენზიის, მნიშვნელოვანი ბრადიკარდიის რისკი; გულის გაჩერების შესაძლებლობა).
*ერგოტამინი (სისხლძარღვების შემავიწროვებელი ეფექტის რისკი).
*β2 – სიმპატომიმეტიკები (ფუნქციური ანტაგონიზმი).
*არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატები, როგორიცაა: ინდომეტაცინი (ანტიჰიპერტენიული ეფექტის გაძლიერების შესაძლებლობა).
*ესტროგენები (შესაძლებელია მეტოპროლოლის ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შემცირება).
*პერორალური  ანტიდიაბეტური პრეპარატები და ინსულინი (მეტოპროლოლს შეუძლია მათი ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერება და ჰიპოგლიკემიური სიმპტომების მასკირება).
*კურარეს ტიპის მიორელაქსანტები (ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის გაძლიერება).
*ფერმენტების ინჰიბიტორები (მაგალითად ციმეტიდინი, ალკოჰოლი, ჰიდრალაზინი; სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები როგორიცაა პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი და სერტრალინი) – მეტოპროლოლის ეფექტის გაძლიერება პლაზმაში მისი კონცენტრაციის მომატების შედეგად.
*ფერმენტების ინდუქტორები (როგორიცაა რიფამპიცინი და ბარბიტურატები) – მეტოპროლოლის ეფექტი შეიძლება შემცირდეს ღვიძლის მეტაბოლიზმის გაძლიერების შედეგად.
*სიმპათიკური კვანძების მაბლოკირებელი საშუალებების, სხვა ბეტა-ბლოკატორების ან MAO-ს ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება (მაგალითად, თვალის წვეთები) მოითხოვს განსაკუთრებულ სამედიცინო მეთვალყურეობას.
ტრანსპორტის და მექანიზმების მართვა: მეტოპროლოლი გავლენას ახდენს პაციენტის უნარზე – მართოს სატრანსპორტო საშუალებები და შეასრულოს სამუშაო, რომელიც დაკავშირებულია უბედური შემთხვევების მომატებულ რისკთან, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში და პრეპარატთან ერთად ალკოჰოლის მიღებისას (შესაძლებელია თავბრუსხვევა და დაღლილობა). ამიტომ დოზა, რომლის დროსაც დაშვებულია ავტომობილის მართვა და სახიფათო სამუშაოს შესრულება, საჭიროებს ინდივიდუალურ შერჩევას.
ჭარბი დოზირება:
გადაჭარბებული დოზირების სიმპტომები: ჰიპოტენზია, სინუსური ბრადიკარდია, წინაგულპარკუჭოვანი ბლოკადა, გულის უკმარისობა, კარდიოგენული შოკი, ასისტოლია, გულისრევა, ღებინება, ბრონქოსპაზმი, ციანოზი, ჰიპოგლიკემია, გონების დაკარგვა, კომა.
ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შეიძლება გაძლიერდეს ალკოჰოლის, ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ქინიდინის და ბარბიტურატების ერთდროული მიღების დროს. გადაჭარბებული დოზირების პირველი სიმპტომები აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან 20 წთ. – 2 სთ. შემდეგ.
მკურნალობა: გადაჭარბებული დოზირების მკურნალობის სხვა ზომებთან ერთად საჭიროა ინტენსიური თერაპია და პაციენტის მდგომარეობის მეთვალყურეობა (სისხლის მიმოქცევის და სუნთქვის პარამეტრები, თირკმელების ფუნქცია, სისხლში გლუკოზის დონე, შრატის ელექტროლიტები).
თუ პრეპარატი მიღებულია მცირე ხნის წინ, კუჭის გამორეცხვამ (თუ გამორეცხვა ვერ ხერხდება, შეიძლება ღებინების გამოწვევა გამოცდილი სამედიცინო პერსონალის მიერ, იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფი გონზეა) და აქტივირებული ნახშირის შეყვანამ შეიძლება შეამციროს პრეპარატის შეწოვა.
მძიმე ჰიპოტენზიის, ბრადიკარდიისა და გულის უკმარისობის მოსალოდნელი განვითარების დროს საჭიროა ინტრავენურად β1-ანტაგონისტების შეყვანა ინტერვალით 2-5 წუთი ან ინფუზიის გზით სასურველი ეფექტების მიღწევამდე. სელექტიური β1 აგონისტების უქონლობის დროს შესაძლებელია ატროპინის ან დოფამინის ინტრავენური შეყვანა. თუ ვერ მოხერხდა სასურველი ეფექტის მიღება, საჭიროა სხვა სიმპატომიმეტიკების გამოყენება (დობუტამინი ან ნორადრენალინი). გლუკაგონის შეყვანა 1-10 მგ დოზით შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს ბეტა-რეცეპტორების ძლიერი ბლოკადის შესამსუბუქებლად. ფარმაკოთერაპიის მიმართ რეზისტენტული მკვეთრი ბრადიკარდიის დროს, შეიძლება საჭირო გახდეს გულის რითმის პეისმეკერის იმპლანტაცია. ბრონქოსპაზმი შეიძლება მოიხსნას β2-აგონისტის ი/ვ შეყვანით (მაგალითად ტერბუტალინის). ამ ანტიდოტების მიღება შეიძლება თერაპიულზე მაღალი დოზით.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პრეპარატ ეგილოკისა და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ანტიჰიპერტეზიული ეფექტი ჩვეულებრივ სუმაციას განიცდის. ასეთი პრეპარატების კომბინაციის დანიშვნისას ჰიპოტენზიის თავიდან ასაცილებლად საჭიროა დაკვირვება პაციენტის მდგომარეობაზე. თუმცა ანტიჰიპერტენზიული ეფექტის სუმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას არტერიული წნევის უფრო ეფექტური კონტროლისთვის.
მეტოპროლოლის და ვერაპამილის და/ან დილთიაზემის ტიპის კალციუმის არხების სხვა ბლოკატორების ერთდროული გამოყენება იწვევს უარყოფითი ნოოტროპული და ქრონოტროპული ეფექტის გაძლიერებას. არ არის რეკომენდირებული ვერაპამილის ტიპის კალციუმის არხების ბლოკატორების დანიშვნა იმ პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ბეტა-ბლოკატორებს.
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS PLC, უნგრეთი

გაფრთხილება