კაპტოპრილ დენკი 25

კაპტოპრილ დენკი 25

კაპტოპრილ დენკი 25-ის ზოგადი ინფორმაცია

კაპტოპრილ დენკი 25. CAPTOPRIL DENK 25. ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – კაპტოპრილი. Captopril. მწარმოებელი ფირმა –  DENK PHARMA GmbH & Co. KG (გერმანია).

კაპტოპრილ დენკი 25-ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

კაპტოპრილ დენკი 25. CAPTOPRIL DENK 25 გამოდის 25 მგ–იანი ტაბლეტის ფორმით. 1 ტაბლეტი შეიცავს 25 მგ კაპტოპრილს. დამხმარე ნივთიერებებია:ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, პალმიტინის მჟავა, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, ტალკი. აღწერილობა:თეთრი ან მოყვითალო, ბრტყელი, მრგვალი, დაახლოებით 6 მმ დიამეტრის ტაბლეტი, რომელსაც ერთ მხარეს აქვს ნაჭდევი, ხოლო მეორე მხარეს ციფრი “25”.

კაპტოპრილ დენკი 25–ის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

კაპტოპრილ დენკი 25–ის ფასები ფარმადეპოში
კაპტოპრილ დენკი 25–ის ფასები ავერსში
კაპტოპრილ დენკი 25–ის ფასები psp-ში
კაპტოპრილ დენკი 25–ის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც კაპტოპრილ დენკი 25, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია კაპტოპრილ დენკი 25–ის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

კაპტოპრილ დენკი 25-ის აქტიური ნივთიერება

კაპტოპრილი. Captopril. ქიმიური დასახელება – (S)-1-(3-მერკაპტო -2-მეთილ-1-ოქსოპროპილ)-L-პროლინი. ბრუტო–ფორმულა: C9H15NO3S. კაპტოპრილს მიაკუთვნებენ აგფ-ის ინჰიბიტორების ჯგუფს. CAS-კოდი:62571-86-2.

კაპტოპრილ დენკი 25-ის სინონიმები 

კაპტი (CAPT, AVERSI, საქართველო), კაპტოპრილი (CAPTOPRIL, GMP, საქართველო).

კაპტოპრილ დენკი 25-ის მოქმედ ნივთიერებას შეიცავენ

კაპტოპრილი+ჰქთ დენკი 50/25 ⁄ (Captopril+HCT Denk 50/25, Denk Pharma, გერმანია; captopril, hydrochlorothiazide).

კაპტოპრილ დენკი 25-ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • მომატებული არტერიული წნევა (ჰიპერტენზია)
  • გულის უკმარისობა ქრონიკული

კაპტოპრილ დენკი 25-ის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა:
კაპტოპრილი არის ანგიოტენზინ-I გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ ინჰიბიტორი) სპეციფიური ანტაგონისტი.
აგფ ინჰიბიტორების დადებითი ეფექტი მჟღავნდება ძირითადად პლაზმური რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის დარგუნვით. რენინი, თირკმელების მიერ გამომუშავებული ენდოგენური ფერმენტი, გამოიყოფა სისხლში, სადაც ის გარდაქმნის ანგიოტენზინოგენს ანგიოტენზინ I-ად, შედარებით არააქტიურ დეკაპეპტიდად. შედეგად, ანგიოტენზინ I გარდაიქმნება ანგიოტენზინ II-ად, ძლიერ ვაზოკონსტრუქტორად, რომელიც ზრდის არტერიულ წნევას და ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ალდოსტერონის გამოყოფას.
აგფ ინჰიბიტორი ამცირებს ანგიოტენზინ II-ის პლაზმურ კონცენტრაციას და თავის მხრივ აქვეითებს ვაზოპრესორულ აქტივობას და ასევე ამცირებს ალდოსტერონის სეკრეციას. თუმცა ეს უკანასკნელი მოქმედებს მსუბუქად, მას შეუძლია გამოიწვიოს შრატის კალიუმის დონის მცირედი მატება და ასევე ნატრიუმის და სითხის შეკავება. პლაზმის რენინის მოქმედება იზრდება რენინის სეკრეციაზე ანგიოტენზინ II-ის უკუკავშირის დაკარგვის შედეგად.
ფერმენტის სეკრეცია ასევე პასუხისმგებელია კინინის ფერმენტის, ძლიერი ვაზოდილატატორი ეფექტის მქონე ბრადიკინინის გარდაქმნაზე არააქტიურ მეტაბოლიტად. აქედან გამომდინარე აგფ ინჰიბიტორი იწვევს კალიკრეინ-კინინური სისტემის ლოკალურ და ცირკულაციურ მოქმედებას, რაც ხელს უწყობს პროსტაგლანდინების სისტემის მეშვეობით პერიფერიულ სისხლძარღვთა ვაზოდილატაციას. შესაძლებელია, ეს მექანიზმი ნაწილობრივ როლს თამაშობს აგფ ინჰიბიტორის ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებაში და შეიძლება გარკვეული წვლილი მიუძღვის ზოგიერთი არასასურველი რეაქციის გამოვლენაში.
არტერიული წნევა ქვეითდება კაპტოპრილის ერთჯერადი ორალური დოზის მიღებიდან არაუგვიანეს 60-90 წთ-ის განმავლობაში. მოქმედების ხანგრძლივობა დოზა დამოკიდებულია. სისხლის წნევა შეიძლება პროგრესიულად შემცირდეს და მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მისაღებად საჭირო გახდეს რამდენიმე კვირიანი მკურნალობის ჩატარება. კაპტოპრილის და თიაზიდ-დიურეტიკების ჰიპოტენზიური ეფექტი შეიძლება იყოს სუმარული.
ჰიპერტენზიულ პაციენტებში კაპტოპრილი ამცირებს არტერიულ წნევას მდგომარე და მჯდომარე პოზიციაში, გულის სიხშირის საკომპენსაციო მომატების და წყლისა და მარილების შეკავების გარეშე. ჰემოდინამიკური კვლევებისას აღმოჩნდა, რომ კაპტოპრილი იწვევს პერიფერიული არტერიული წნევის მნიშვნელოვან შემცირებას. როგორც წესი, რენალური პლაზმური ნაკადი და გლომერულარული ფილტრაციის სიჩქარე კლინიკურად უცვლელი რჩება.
პაციენტთა უმეტესობაში არტერიული წნევა ქვეითდება კაპტოპრილის პერორალური მიღებიდან 15-30 წთ-ს შემდეგ, ხოლო მაქსიმალურ ეფექტს აღწევს 60-90 წთ-ს შემდეგ. როგორც წესი, კაპტოპრილის გარკვეული დოზის მიღებისას, არტერიული წნევა მაქსიმალურად ქვეითდება 3-4 კვირის შემდეგ.
რეკომენდირებული დღე-ღამური დოზა ასევე ხელს უწყობს ხანგრძლივი ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შენარჩუნებას. კაპტოპრილის თერაპიის უეცარი შეწყვეტა არ იწვევს არტერიული წნევის სწრაფ ზრდას (მოხსნის სინდრომი).
კაპტოპრილით მკურნალობა ზეგავლენას ახდენს ასევე მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის შემცირებაზე. გულის უკმარობის მქონე ავადმყოფების ჰემოდინამიკის შესწავლამ აჩვენა, რომ კაპტოპრილი იწვევს როგორც პერიფერიული სისტემური რეზისტენტობის შემცირებას, ასევე ვენური ტევადობის ზრდას. ეს იწვევს გულის პრე და პოსტდატვირთვის შემცირებას (ვენტრიკულარული წნევის შემცირებას). გარდა ამისა, კაპტოპრილის მკურნალობის პროცესში დაფიქსირდა გულის წუთმოცულობის, დარტყმითი მოცულობის ინდექსის და დატვირთვის ტოლერანტობის ზრდა. მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ განვითარებული მარცხენა პარკუჭის დისფუნქციის მქონე პაციენტებში (LVEF < 40 %) ჩატარებულმა მრავლობითმა პლაცებო-საკონტროლო ცდებმა გამოავლინეს, რომ კაპტოპრილი (გამოიყენებოდა ინფარქტიდან მე-3 მე-16 დღეებს შორის) ზრდიდა სიცოცხლისუნარიანობის კოეფიცენტს და ამცირებდა კარდიოვასკულარული დისფუნქციით გამოწვეულ სიკვდილიანობას. ეს უკანასკნელი გამომჟღავნდა გულის უკმარობის სიმპტომების მოგვიანებით განვითარებით და ასევე პლაცებოსთან შედარებით, გულის უკმარობის მქონე პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის რაოდენობის შემცირებით. პლაცებოსგან განსხვავებით კაპტოპრილი ასევე ამცირებდა განმეორებითი ინფარქტის შემთხვევებს და/ან გულის რევასკულარიზაციის ინტერვენციებს და/ან დამატებითი მედიკამენტების საჭიროებას, როგორიცაა შარდმდენები და/ან დიგიტალისი ან მედიკამენტის დოზის გაზრდა.
უფრო ფართო პლაცებო-საკონტროლო ცდამ, რომელშიც მონაწილეობდნენ მიოკარდიალური ინფარქტის მქონე პაციენტები, აჩვენა, რომ კაპტოპრილი (მიღებული ინფარქტიდან 24 სთ-ს განმავლობაში 1 თვის ხანგრძლივობით) პლაცებოსთან შედარებით მნიშვნელოვნად ამცირებდა საერთო სიკვდილიანობას 5 კვირის შემდეგ. კაპტოპრილის დადებითი ეფექტი ერთი წლის შემდეგაც შეიმჩნეოდა. არ გამოვლენილა ადრეული სიკვდილიანობის ფაქტები. კაპტოპრილის კარდიოპროტექტორული ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს პოსტინფარქტულ პერიოდში, ასაკის, სქესის, ინფარქტის ფართობის ან თანმხლები ეფექტური თერაპიის (თრომბოლიზური საშუალებების, ბეტა ბლოკატორებისა და აცეტილსალიცილის მჟავას) მიუხედავად.
დიაბეტური ნეფროპათია I ტიპის დიაბეტისას
პლაცებო-საკონტროლო, მულტიცენტრულმა, ორმაგად ბრმა კლინიკურმა კვლევამ დაამტკიცა, რომ პლაცებოსთან შედარებით კაპტოპრილი ახანგრძლივებს (51%-ით) კრეატინინის საწყის კონცენტრაციას პროტეინურიის მქონე I ტიპის ინსულინზე დამოკიდებულ პაციენტებში, ჰიპერტენზიის ან მის გარეშე (არტერიული წნევის საკონტროლოდ ნებადართულია სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების გამოყენება).
პლაცებოსთან (51%) შედარებით კაპტოპრილის მკურნალობისას უფრო იშვიათი იყო სიკვდილიანობის და ტერმინალური თირკმლის უკმარობის (დიალიზის, ტრანსპლანტაციის) შემთხვევები.
2 წლიანი მკურნალობისას კაპტოპრილი ამცირებდა დიაბეტიან და მიკროალბუმინურიის მქონე პაციენტებში ალბუმინის ექსკრეციას. სისხლის წნევის შემცირების გარდა, კაპტოპრილი ინარჩუნებს თირკმლის ფუნქციას.
ფარმაკოკინეტიკა
კაპტოპრილი არის ორალურად მისაღები ეფექტური საშუალება, რომელიც არ საჭიროებს ბიოტრანსფორმაციას. მინიმალური აბსორბცია საშუალოდ შეადგენს 75%-ს. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 60-90 წთ-ში. კუჭ-ნაწლავში საჭმლის არსებობა ამცირებს შეწოვას 30-40%-ით. ცირკულირებადი პრეპარატის დაახლოებით 25-30%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს.
სისხლში უცვლელი კაპტოპრილის ელიმინაციური ნახევარდაშლის პერიოდი დაახლოებით 2 სთ-ს შეადგენს. მიღებული პრეპარატის 95%-ზე მეტი გამოიყოფა შარდის საშუალებით 24 სთ-ის განმავლობაში, 40-50 % კი _ უცვლელად ან არააქტიური დისულფიდური მეტაბოლიტების (კაპტოპრილის სულფიდის და კაპტოპრილის ცისტეინის სულფიდის) სახით.
თირკმლის დარღვეულმა ფუნქციამ შეიძლება გამოიწვიოს ნივთიერების დაგროვება. აქედან გამომდინარე, თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში დოზა უნდა შემცირდეს და/ან უნდა გაიზარდოს მიღებებს შორის ინტერვალი (იხ. ნაწილი 4.2)
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინეს, რომ კაპტოპრილი მნიშვნელოვანი რაოდენობით ვერ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში.
უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
ორგანოგენეზის განმავლობაში ცხოველებზე ჩატარებულმა კაპტოპრილის კვლევებმა ვერ გამოავლინეს ტერატოგენური ეფექტი. თუმცა ვირთხებში კაპტოპრილი იწვევს მძიმე ემბრიონალურ ტოქსიურობას, ემბრიონის სიკვდილის განვითარების შეფერხებისა და პოსტნატალური სიკვდილიანობის ჩათვლით. ფარმაკოლოგიაზე, ქრონიკულ ტოქსიურობაზე, გენოტოქსიურობაზე და კანცეროგენობაზე დაფუძნებულმა ტრადიციული კვლევების მიერ მოპოვებულმა პრეკლინიკურმა მონაცემებმა გამოავლინეს, რომ ადამიანებში არანაირი რისკი არ არსებობს.
ჩვენებები
– მომატებული არტერიული წნევა (ჰიპერტენზია)
– გულის ქრონიკული უკმარობა
მიღების წესები და დოზები
ზუსტად უნდა იქნას დაცული ექიმის მითითებები. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული პრეპარატ კაპტო-დენკ 25-ის მართებულ გამოყენებაში, ასეთ შემთხვევაში საჭიროა მკურნალი ექიმის კონსულტაცია. პრეპარატ კაპტო-დენკ 25-ის გამოყენება აუცილებელია ექიმის მიერ დანიშნულ დროს. თუ პრეპარატის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, აუცილებელია ამის შესახებ ეცნობოს მკურნალ ექიმს.
კაპტო-დენკ 25-ის მიღება შეიძლება საკვების მიღებებს შორის შუალედში. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს სითხესთან ერთად (დაახლოებით 1 ჭიქა წყალთან).
თუ არ არის ექიმის დანიშნულება, მაშინ გამოიყენება შემდეგი დოზები:
ჰიპერტენზია
კაპტოპრილის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 25-50 მგ დღე-ღამეში, 2-ჯერ დღეში.
არტერიული წნევის სასურველი დონის მისაღწევად დოზა უნდა გაიზარდოს 100-150 მგ-მდე დღე-ღამეში 2-ჯერ, 2 კვირიანი ინტერვალებით, თუ აუცილებელია. კაპტოპრილი შეიძლება დაინიშნოს მარტო ან კომბინირებულად სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან, განსაკუთრებით თიაზიდის შარდმდენებთან ერთად. როდესაც თანმხლები თერაპიის სახით ინიშნება თიაზიდის შარდმდენები, მაშინ უნდა ჩამოყალიბდეს ერთჯერადი დოზის სქემა. აქტიური რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (ჰიპოვოლემიის, რენოვასკულარული ჰიპერტენზიის და გულის დეკომპენსაციის) მქონე პაციენტებში საწყის დოზად უმჯობესია დაინიშნოს 6.25-12.5 მგ ერთჯერადი დოზა. მკურნალობა სასურველია დაიწყოს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და შემდეგ გაიზარდოს 2 მიღებამდე. დოზა უნდა გაიზარდოს თანდათან 50 მგ-მდე და თუ საჭიროა 100 მგ-მდე, დღეში 1-2-ჯერ.
გულის ქრონიკული უკმარობა
კაპტოპრილის რეკომენდირებული დოზა ჩვეულებრივ მერყეობს 6.25-12.5 მგ-ს შორის, დღეში 2-3-ჯერ. დოზა უნდა გაიზარდოს თანდათან, პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის გათვალისწინებით. კაპტოპრილის შესანარჩუნებელი დოზა შეადგენს 75-100 მგ-ს დღე-ღამეში, გაყოფილი რამდენიმე დოზად. კაპტოპრილის მაქსიმალური დოზა შეადგენს 150 მგ-ს, გაყოფილი რამდენიმე დოზად.
დოზა უნდა გაიზარდოს თანდათანობით და პაციენტის რეაქციის ჩამოსაყალიბებლად ინტერვალები უნდა შეადგენდეს დაახლოებით 2 კვირას.
თირკმლის ფუნქციების დარღვევა
კაპტოპრილი გამოიყოფა თირკმელების საშუალებით, ამიტომ თირკმლის დაქვეითებული ფუნქციისას დოზა უნდა შემცირდეს ან გაიზარდოს მიღებებს შორის ინტერვალებით. თირკმლის ძლიერ დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში, კაპტოპრილთან თანმხლები მკურნალობისას უმჯობესია თიაზიდების ნაცვლად მარყუჟოვანი შარდმდენების დანიშვნა (მაგ: ფუროსემიდი).
თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში, კაპტოპრილის აკუმულაციის თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია შემდეგი დოზები:
კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ/1.73 მ²)  საწყისი დღე-ღამის დოზა (მგ)მაქსიმალური დღე-ღამის დოზა (მგ)
> 40 25-50 150
21-40 25 100
10-20 12.5 75
< 10 6.25 37.5
ხანდაზმული პაციენტები
თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებს, რომლებსაც ასევე აღენიშნებათ სხვა ორგანოების დისფუნქცია, კაპტოპრილის ან სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალების გამოყენებისას ენიშნებათ დაბალი საწყისი დოზა (6.25 მგ 2-ჯერ დღეში). დოზა უნდა გაიზარდოს თანდათანობით, სისხლის წნევის შესაბამისად, სანამ მინიმალური ეფექტური დოზა არ იქნება მიღწეული.
ბავშვები და მოზარდები
პაციენტთა ამ ჯგუფში კაპტოპრილის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბოლომდე არ არის დადგენილი. ბავშვებში და მოზარდებში კაპტოპრილით მკურნალობა უნდა დაიწყოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. კაპტოპრილის საწყისი დოზა შეადგენს დაახლოებით 0.3 მგ/კგ სხეულის მასაზე. თირკმლის უკმარობის მქონე, დღენაკლულ ბავშვებში, ახალშობილებში და 7 წლამდე ბავშვებში რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს 0.15 მგ/კგ სხეულის მასაზე, რადგან მათი თირკმლის ფუნქცია მოზრდილებთან შედარებით ჩამოუყალიბებელია. კაპტოპრილი ბავშვებში ძირითადად ინიშნება 3-ჯერ დღეში. თუმცა დოზა და დოზებს შორის ინტერვალი უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად.
გვერდითი მოვლენები
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათად: სისხლის სურათის შეცვლა, ლიმფური კვანძების დაზიანება, აუტოიმუნური დაავადებები
ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ
იშვიათად მადის დაკარგვა.
ძალიან იშვიათად: სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება, შრატში კალიუმის მომატება.
ფსიქიკის მხრივ
გვხვდება ძილის დარღვევა
ძალიან იშვიათად: შფოთვა და დეპრესია.
ნერვული სისტემის მხრივ:
ხშირია: გემოს შეცვლა, თავბრუსხვევა
იშვიათად: თავის ტკივილი და მგრძნობელობის დარღვევა
ძალიან იშვიათად: ტვინის ცირკულაციის დარღვევები, ინსულტის და გულის წასვლის ჩათვლით.
თვალის მხრივ
ძალიან იშვიათად: მხედველობის დაბინდვა
გულის მხრივ
იშვიათად: ტაქიკარდია და რითმის დარღვევები, სტენოკარდია, გულის ფრიალი.
ძალინ იშვიათად: გულის გაჩერება, შოკი.
ცირკულატორული დარღვევები
იშვიათად: ჰიპოტენზია, რეინოს სინდრომი (სისხლძარღვთა შევიწროვებით გამოწვეული ცირკულაციური დარღვევა, რაც ჩვეულებრივ თითებში არის გამოხატული), სახის შეწითლება, სიფერმკრთალე.
სასუნთქი სისტემის მხრივ
ჩვეულებრივ: მშრალი (არაპროდუქტიული) ხველა და ქოშინი.
ძალიან იშვიათად: ბრონქების არარეგულარული შევიწროვება, სურდო, ალვეოლების ალერგიული ანთება/პნევმონია
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
გვხვდება: გულისრევა, ღებინება, კუჭის გაღიზიანება და ტკივილი, ფაღარათი, შეკრულობა, პირის სიმშრალე.
იშვიათად: პირის ღრუს წყლულებთან/აფთებთან დაკავშირებული ლორწოვანას ანთება.
ძალიან იშვიათად: ენის ანთება, კუჭის წყლული, პანკრეასის ანთება.
ღვიძლის და ნაღვლისბუშტის მხრივ
ძალიან იშვიათად: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ქოლესტაზი (სიყვითლის ჩათვლით), ჰეპატიტი ნეკროზის ჩათვლით, ბილირუბინის და ღვიძლის ფერმენტების მომატება.
კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:
ჩვეულებრივ: ქავილი გამონაყარით ან მის გარეშე, ასევე ალერგია.
იშვიათად: სახის, ტუჩის, ენის, ხელის და ფეხის შეშუპება.
ძალიან იშვიათად: ურტიკარია, ფოტოსენსიტიურობა და კანის მძიმე რეაქციები.
ჩონჩხის კუნთების, შემაერთებელი ქსოვილის და ძვლების მხრივ:
ძალიან იშვიათად: კუნთების და სახსრების ტკივილი.
თირკმლებისა და საშარდე სისტემის მხრივ:
იშვიათად: თირკმლების ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარობის ჩათვლით, შარდის გამოყოფის გაზრდა ან შემცირება პოლიურია.
ძალიან იშვიათად: ნეფროზული სინდრომი.
სასქესო ორგანოები და მკერდი:
ძალიან იშვიათად: იმპოტენცია, მამაკაცებში მკერდის გაზრდა.
ზოგადი დარღვევები:
იშვიათად: ტკივილი მკერდის არეში, გამოფიტვა, სისუსტე.
ძალიან იშვიათად: სიცხე.
ლაბორატორიული პარამეტრები:
ძალიან იშვიათად: რამდენიმე შეცვლილი ლაბორატორიული პარამეტრი.
ნებისმიერი არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის ზემოთ ნახსენები, აუცილებელია ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენება
– ალერგიული რეაქცია კაპტოპრილის, სხვა აგფ ინჰიბიტორების და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.
– თუ ოდესმე გამოვლინდა აგფ ინჰიბიტორების მკურნალობით გამოწვეული ქსოვილის შეშუპება (ანგიოედემა);
– მიდრეკილება ქსოვილოვანი შეშუპებისაკენ (ანგიოედემა);
– ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრი;
– ძუძუთი კვება.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ თქვენ ორსულად ბრძანდებით ან ვარაუდობთ ფეხმძიმობას ან აპირებთ დაორსულებას, კაპტი-დენკ 25-ის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს. არ არის რეკომენდირებული კაპტო-დენკ 25-ის მიღება ორსულობის პირველ ტრიმესტრში. თუ დაორსულდით კაპტო-დენკ 25 მკურნალობის პერიოდში, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
არ არის სასურველი კაპტო-დენკ 25-ის მიღება ორსულობის მეორე ან მესამე ტრიმესტრში. ორსულობის დაგეგმისას რეკომენდირებულია ალტერნატიული თერაპიის დანიშვნა.
არ არის ნებადართული კაპტო-დენკ 25-ის მიღება ძუძუთი კვების დროს.
მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა:
ადუნებს ყურადღებას მანქანის ან სხვა მექანიზმების მართვისას. თუმცა მოცემული ეფექტის გამოვლენა დამოკიდებულია ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე.
განსაკუთრებული მითითებები
განსაკუთრებული ჩვენებები, რაც უნდა ვიცოდეთ კაპტო-დენკ 25 გამოყენებამდე:
გარკვეული დაავადებები,
გარკვეული დაავადებები, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიურ მკურნალობას კაპტო-დენკ 25-ის მიღებამდე ან მიღებისას. ჩამოთვლილი დაავადებების არსებობის შემთხვევაში მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია:
– ძლიერი ღებინება ან ფაღარათი;
– რეგულარული ჰემოდიალიზი;
– ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
– თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
– თირკმლის არტერიის სტენოზი (ცალმხრივი ან ორმხრივი);
– გულის მუშაობის დარღვევა (გულის უკმარობა);
– ტვინის მკვებავი სისხლძარღვების ცირკულაციის დარღვევა (ცერებაროვასკულარული დაავადება);
– სისხლის ნაკადზე მოქმედი აორტის და მიტრალური სარქველის ძლიერი სტენოზი ან ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის სარქველიდან სისხლის განდევნას (ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია);
– სისხლის სურათის ცვლილება
– შაქრიანი დიაბეტი;
შემაერთებელი ქსოვილის გარკვეული დაავადებები (შემაერთებელი ქსოვილების დიფუზური დაავადებები);
შეატყობინეთ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ იცავთ უმარილო დიეტას ან იტარებთ დესენსიბილიზაციურ თერაპიას ფუტკრის ან კრაზანის ნაკბენის შემდეგ.
ჰემოდიალიზისას არ შეიძლება გარკვეული მემბრანების გამოყენება, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ჰიპერსენსიტიური რეაქციის განვითარება. თუ აუცილებელია ჰემოდიალიზის გამოყენება, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რომ თქვენ იღებთ კაპტო-დენკ 25-ს. ანესთეზიის ან ოპერაციის გაკეთებამდე აცნობეთ ექიმს, რომ თქვენ იღებთ კაპტო-დენკ 25-ს.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებსა და მოზარდებში კაპტო-დენკ 25 გამოიყენება სპეციალისტთა დაკვირვების ქვეშ. კაპტოპრილის საწყისი დოზა შეადგენს დაახლოებით 0.3 მგ/კგ სხეულის მასაზე. თირკმლის უკმარობის მქონე დღენაკლულებში, ახალშობილ და ჩვილ ბავშვებში კაპტოპრილის საწყისი დოზა შეადგენს 0.15 მგ/კგ სხეულის მასაზე.
ჩვეულებრივ, ბავშვებში პრეპარატი მიიღება დღეში 3-ჯერ.
ხანდაზმული და თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტები:
ხანდაზმულ და თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში დღე-ღამის დოზა უნდა შემცირდეს.
ჭარბი დოზირება
ტაბლეტების დიდი რაოდენობით მიღების ან ბავშვის მიერ შემთხვევით ტაბლეტების გადაყლაპვისას, სასწრაფოდ აცნობეთ ექიმს/სასწრაფოს ექიმს. საჭიროა დეზინტოქსიკაციური თერაპიის ჩატარება და შემდგომი თერაპიის დანიშვნა.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: გამოხატული ჰიპერტენზია, შოკი, შენელებული გულისცემა, ღვიძლის უკმარობა. დოზის გადაჭარბებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს!
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ ან უახლოეს პერიოდში იღებდით რაიმე პრეპარატს ან ურეცეპტოდ გაცემულ სამკურნალო საშუალებას.
არის შემთხვევები, როცა კაპტოპრილი ინიშნებოდა ხშირად გამოყენებად ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად, როგორიც არის ბეტა ბლოკატორები და ხანგრძლივი ეფექტის მქონე კალციუმის არხის ბლოკატორები. ამ საშუალებების კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს კაპტოპრილის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი. აცნობეთ ექიმს თუ თქვენ იღებთ კალიუმის პრეპარატებს, კალიუმის შემცველ მარილს, კალიუმის ბალანსზე მოქმედ პრეპარატებს, შარდმდენებს, პოდაგრის და შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალებებს (ორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებს და ინსულინს).
ექიმმა აუცლებლად უნდა იცოდეს, თუ თქვენ იღებთ სხვა ანტიჰიპერტონულ და სიმსივნისსაწინააღმდეგო საშუალებებს, იმუნოსუპრესიულ, ტკივილგამაყუჩებლებს, ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებს (მაგალითად, სახსრის ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებს) ან იტარებთ ფსიქიურ – ან დეპრესიის საწინააღმდეგო მკურნალობას. ლითიუმის შემცველი პრეპარატების და კაპტო-დენკ 25-ის თანმხლები მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის დაკვირვების ქვეშ.
შარდში აცეტონის გამოკვლევისას კაპტო-დენკ 25-მა შეიძლება მოგვცეს მცდარი დადებითი პასუხი.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატს ინახავენ 25oC – ზე დაბალ ტემპერატურაზე.
მოარიდეთ სინათლეს. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა:
ინახება 4 წელი. პრეპარატი არ უნდა გამოვიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით