კოკლავი ტაბლეტები

კოკლავი ტაბლეტები

კოკლავი ტაბლეტების ზოგადი ინფორმაცია

კოკლავი ტაბლეტები. COCLAV. ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების (პენიცილინები და ცეფალოსპორინები) – ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას კომბინირებული პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერებები – ამოქსიცინილი + კლავულანის მჟავა. Amoxicillin + Clavulanic acid. მწარმოებელი ფირმა – ჯი ემ პი (საქართველო).

კოკლავი ტაბლეტების შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

კოკლავი ტაბლეტები. COCLAV გამოდის 500მგ+125მგ და 875მგ+125მგ აბის ფორმით. პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს: ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის 500 მგ-სა და კლავულანის მჟავას (კალიუმის მარილის სახით) 125 მგ-ს; ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის 875 მგ-სა და კლავულანის მჟავას (კალიუმის მარილის სახით) 125 მგ-ს.

კოკლავის (ტაბლეტები) ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

კოკლავის (ტაბლეტები) ფასები ფარმადეპოში
კოკლავის (ტაბლეტები) ფასები ავერსში
კოკლავის (ტაბლეტები) ფასები psp-ში
კოკლავის (ტაბლეტები) ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც კოკლავი (ტაბლეტები) , იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია კოკლავის (ტაბლეტები) ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

კოკლავი ტაბლეტების აქტიური ნივთიერებები

ამოქსიცინილი + კლავულანის მჟავა. Amoxicillin + Clavulanic acid. ამოქსიცინილს + კლავულანის მჟავას მიაკუთვნებენ პენიცილინების ჯგუფს.

კოკლავი ტაბლეტების სინონიმები

ამოქსიკლავი (AMOXICLAV, Denk Pharma, გერმანია), ამოქსიკლავ-დენკი 500/62.5 (AMOXICLAV DENK 500/62.5, Denk Pharma, გერმანია), აუგმენტინი (AUGMENTIN, Glaxosmithkline Export Ltd, დიდი ბრიტანეთი), ფლემოკლავ სოლუტაბი (FLEMOCLAV SOLUTAB, Astellas Pharma, აშშ).

კოკლავი ტაბლეტების გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ბრონქიტი
  • ტონზილიტი მორეციდივე
  •  სინუსიტი
  •  შუა ყურის ანთება
  •  ბრონქიტი, ქრონიკული, გამწვავების ფაზაში
  •  პნევმონია წილოვანი
  •  ბრონქოპნევმონია
  • ემპიემა პლევრის
  •  აბსცესი ფილტვის
  • ცისტიტი
  • ურეთრიტი
  • პიელონეფრიტი
  • პიელიტი
  • პროსტატიტი
  • ცერვიციტი
  • სალპინგიტი
  • სალპინგოოფორიტი
  • აბსცესი ტუბოოვარიული
  • ენდომეტრიტი
  • ვაგინიტი ბაქტერიული
  • ქოლანგიტი
  • ქოლეცისტიტი
  • დიზენტერია
  • სალმონელოზი
  •  წითელი ქარი
  • იმპეტიგო
  • დერმატოზები, მეორადად დაინფიცირებული
  •  აბსცესი
  •  ფლეგმონა
  •  ჭრილობები ინფიცირებული
  • ოსტეომიელიტი
  • აბორტი სეპტიური
  • სეფსისი, მშობიარობის შემდგომი
  • ინფექციები, ინტრააბდომინალური
  • ინფექციები საჭმლის მომნელებელი სისტემის, პოსტოპერაციული
  • ინფექციები მცირე მენჯის ღრუს, პოსტოპერაციული
  •  ინფექციები თავისა და კისრის მიდამოს, პოსტოპერაციული
  • ინფექციები გულ-სისხლძარღვთა სისტემის, პოსტოპერაციული
  •  ინფექციები თირკმლის, პოსტოპერაციული
  •  ინფექციები სანაღვლე გზების, პოსტოპერაციული
  • ინფექციები სახსრების, პოსტოპერაციული

კოკლავი ტაბლეტების საფირმო აღწერიდან

მოქმედების მექანიზმი
ფართო სპექტრის კომბინირებული ანტიბაქტერიული პრეპარატი.
ამოქსიცილინი – ნახევრადსინთეზური ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი. მოქმედებს ბაქტერიციდულად, არღვევს ბაქტერიების უჯრედის კედლის სინთეზის პროცესს. ეფექტურია როგორც გრამდადებითი, ასევე გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ.
კლავულანის მჟავა – აინჰიბირებს ბეტა-ლაქტამაზების ფართო სპექტრს. პრეპარატის შემადგენლობაში კლავულანის მჟავის არსებობა იცავს ამოქსიცილინს ბეტა-ლაქტამაზების მოქმედებისაგან და შესაბამისად ზრდის ანტიბაქტერიული მოქმედების სპექტრს იმ მიკროორგანიზმების მიმართაც, რომლებიც რეზისტენტულნი არიან პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების მიმართ.
პრეპარატისადმი მგრძნობიარე აერობული გრამდადებითი ბაქტერიები: Bacillus anthracis; Corynebacterium species; Enterococcus faecalis; Enterococcus faecium; Listeria monocytogenes; Nocardia asteroids; Staphylococcus aureus, კოაგულაზა-უარყოფითი სტაფილოკოკები (Staphylococcus epidermidis ჩათვლით); Streptococcus agalactiae; Streptococcus pneumonia; Streptococcus pyogenes; Streptococcus species; Streptococcus viridians. ანაერობული გრამდადებითი ბაქტერიები: Clostridium spp., Peptococcus spp., Peptostreptococcus spp.. აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები: Bordetella pertussis; Brucella spp., Escherichia coli; Gardnerella vaginalis; Haemophilus influenza; Helicobacter pylori; Klebsiella spp., Legionella spp., Moraxella catarrhalis (Branhamella catarrhalis);Neisseria gonorrhoeae; Neisseria meningitides; Pasteurella multocida; Proteus mirabilis; Proteus vulgaris; Salmonella spp., Shigella spp., Vibrio cholera; Yersinia enterocolitica. ანაერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები: Bacteroides spp., (Bacteroides fragilis ჩათვლით); Fusobacterium spp.. სხვა მიკროორგანიზმები: Borrelia burgdorferi; Chlamydiae; Leptospira icterohaemorrhagiae; Treponema pallidum.
კოკლავი სწრაფად და სრულად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი სისტემიდან. აბსორბციისათვის ოპტიმალურია პრეპარატის მიღება ჭამამდე. აქტიური ნივთიერებების თერაპიული კონცენტრაცია ისაზღვრება სხვადასხვა ორგანოებში, ქსოვილებსა და სითხეებში, როგორიცაა ფილტვები, მუცლის ღრუს ორგანოები, ცხიმოვანი, ძვლოვანი და კუნთოვანი ქსოვილები, პლევრალური, პერიტონეალური და სინოვიალური სითხეები, კანი, ნაღველი, შარდი, ჩირქოვანი გამონადენი, ნახველი, ინტერსტიციალური სითხეები. პლაზმის ცილებს უკავშირდება ამოქსიცილინის 18%, ხოლო კლავულანის მჟავის 25%. პერორალურად მიღებული პრეპარატის T 1/2 ამოქსიცილინისათვის შეადგენს 1.3 საათს, ხოლო კლავულანის მჟავასათვის – 0.8 საათს. ამოქსიცილინის 70%, ხოლო კლავულანის მჟავას – 65% პირველი 6 სთ-ის განმავლობაში შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად.
ჩვენებები
პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
– ზედა სასუნთქი გზებისა და ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (ბრონქიტი, მორეციდივე ტონზილიტი, სინუსიტი, შუა ყურის ანთება);
– ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ქრონიკული ბრონქიტი გამწვავების ფაზაში, წილოვანი პნევმონია, ბრონქოპნევმონია, პლევრის ემპიემა, ფილტვის აბსცესი);
– შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები (ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი, პიელიტი, პროსტატიტი, ცერვიციტი, სალპინგიტი, სალპინგოოფორიტი, ტუბოოვარიული აბსცესი, ენდომეტრიტი, ბაქტერიული ვაგინიტი).
– ნაწლავური და სანაღვლე გზების ინფექციები (ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი, დიზენტერია, სალმონელოზი);
– კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადად დაინფიცირებული დერმატოზები, აბსცესი, ფლეგმონა, ინფიცირებული ჭრილობები);
– ძვალ-სახსართა სისტემის ინფექციები (ოსტეომიელიტი);
– შერეული ინფექციები (სეპტიური აბორტი, მშობიარობის შემდგომი სეფსისი, ინტრააბდომინალური ინფექციები);
– საჭმლის მომნელებელი სისტემის, მცირე მენჯის ღრუს, თავისა და კისრის მიდამოს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმლის, სანაღვლე გზებისა და სახსრების პოსტოპერაციული ინფექციები და მათი პროფილაქტიკა.
მიღების წესები და დოზები
პრეპარატის დოზირება განისაზღვრება პაციენტის ასაკის, წონის, თირკმლის ფუნქციისა და ინფექციის სიმძიმის გათვალისწინებით.
საჭმლის მომნელებელ სისტემის მხრივ გამოვლენილი გვერდითი მოვლენების შესუსტების მიზნით რეკომენდებულია კოკლავის მიღება ჭამამდე.
14 დღეზე მეტი ხანგრძლივობით მკურნალობის კურსის გაგრძელება პაციენტის კლინიკური მგდომარეობის შეფასების გარეშე არ არის რეკომენდებული.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია საფეხურებრივი თერაპია (მკურნალობის დასაწყისში პრეპარატის ინტრავენურად შეყვანა, ხოლო შემდეგ – პერორალურად).
მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ 40 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში: 1 ტაბლეტი (875 მგ ამოქსიცილინი / 125 მგ კლავულანის მჟავა) 2-ჯერ დღე-ღამეში ან 1 ტაბლეტი (500 მგ ამოქსიცილინი / 125 მგ კლავულანის მჟავა) 3 – ჯერ დღე-ღამეში.
ბავშვებში 12 წლამდე: დოზა დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და წონაზე. რეკომენდებული დოზაა 45 მგ/კგ 2-ჯერ დღე-ღამეში ან 40 მგ/კგ 3-ჯერ დღე-ღამეში, მათ შორის ბავშვებში 6 – 12 წლის ასაკში პრეპარატი ინიშნება 1 ტაბლეტი ( 500 მგ / 125 მგ) 2-ჯერ დღეში.
პაციენტებში თირკმლის უკმარისობით დღიური დოზის შერჩევა ხდება კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით:
რეატინინის კლირენსი > 30 მლ/წთ კორექციას არ საჭიროებს
კრეატინინის კლირენსი 10-30 მლ/წთ 1 ტაბლეტი (500 მგ /125 მგ) 2-ჯერ დღე-ღამეში (მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს)
კრეატინინის კლირენსი < 10 მლ/წთ 1 ტაბლეტი (500 მგ /125 მგ) ერთხელ დღე-ღამეში (მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს)
ბავშვებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით:
რეატინინის კლირენსი  > 30 მლ/წთ კორექციას არ საჭიროებს
კრეატინინის კლირენსი 10-30 მლ/წთ 15 მგ + 3.75 მგ/კგ 2-ჯერ დღე-ღამეში
კრეატინინის კლირენსი  < 10 მლ/წთ 15 მგ + 3.75 მგ/კგ ერთხელ დღე-ღამეში
უმეტესად უპირატესობა ენიჭება პარენტერალურ თერაპიას.
ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისათვის დოზის კორექცია ხდება ამოქსიცილინის მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზასთან მიმართებაში.
მოზრდილებში ინიშნება 1 ტაბლეტი (500 მგ/125 მგ) ყოველ 24 საათში. დამატებით ერთი დოზა ინიშნება უშუალოდ დიალიზის პროცედურამდე და კიდევ ერთი დოზა დიალიზის პროცედურის დასრულების შემდეგ.
ბავშვებში ინიშნება 15 მგ (ამოქსიცილინი) + 3.75 მგ (კლავულანის მჟავა)/კგ ერთხელ. დამატებით ერთი დოზა ინიშნება უშუალოდ დიალიზის პროცედურამდე და კიდევ ერთი დოზა დიალიზის პროცედურის დასრულების შემდეგ.
ასაკოვან პაციენტებში პრეპარატი ინიშნება მოზრდილებისათვის განკუთვნილი დოზით.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის გვერდითი მოვლენები სუსტად ვლინდება.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება; ანაფილაქსიური რეაქცია. იშვიათად – ინტერსტიციალური ნეფრიტი.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება, საჭმლის მონელების დარღვევა. ასევე შესაძლებელია განვითარდეს ჰეპატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ღვიძლის ფერმენტების დონის გარდამავალი მატება. იშვიათად – ფსევდომემბრანული და ჰემორაგიული კოლიტი; კანისა და ლორწოვანი გარსების კანდიდოზი.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: გარდამავალი ლეიკოპენია (ასევე ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი); თრომბოციტოპენია და ჰემოლიზური ანემია; სისხლის შედედებისა და პროთრომბინის დროის გახანგრძლივება.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულყრები, რომლებიც ვითარდება პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით ან პრეპარატის მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში.
უკუჩვენება
– ანამნეზში ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
– ანამნეზში კოკლავით ან პენიცილინით გამოწვეული სიყვითლე ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ინფექციური მონონუკლეოზით, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე პაციენტებში საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებით (ანამნეზში პენიცილინებით გამოწვეული კოლიტი) და ღვიძლის ქრონიკული უკმარისობით.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, უკიდურესი საჭიროების შემთხვევების გარდა.
კოკლავი შესაძლოა დაინიშნოს ლაქტაციის პერიოდში ექიმის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ, ვინაიდან პრეპარატის მცირე რაოდენობა მაინც გადადის რძეში.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია პენიცილინზე, ცეფალოსპორინებსა და სხვა ალერგენებზე მომატებული მგრძნობელობის გადამოწმება. ხოლო პრეპარატის მიღებისას ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში უნდა შეწყდეს მკურნალობა და ჩატარდეს შესაბამისი თერაპია.
კოკლავი, როგორც წესი კარგად გადაიტანება და დაბალი ტოქსიკურობით ხასიათდება, თუმცა ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში რეკომენდებულია თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციებისა და ჰემოპოეზის კონტროლი.
პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა რეზისტენტული შტამების წარმოქმნა.
კოკლავი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას, ხოლო თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში პრეპარატის დოზა დამოკიდებულია თირკმლის უკმარისობის სიმძიმეზე.
პრეპარატი ზრდის არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტს, ვინაიდან ნაწლავური მიკროფლორის შემცირების შედეგად მცირდება ვიტამინ K-ს სინთეზი და პროთრომბინის ინდექსი. ამიტომ ანტიკოაგულანტებთან ერთდროული მიღებისას საჭიროა სისხლის შედედების მაჩვენებლების კონტროლი.
პრობენეციდი და მისი მსგავსი პრეპარატები (დიურეზული საშუალებები, ფენილბუტაზონი, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები) ამცირებენ ამოქსიცილინის მილაკოვან სეკრეციას და შესაბამისად ზრდიან ამ უკანასკნელის კონცენტრაციას სისხლში. ამიტომ აღნიშნული პრეპატების ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული. აღნიშნული პრეპარატები გავლენას არ ახდენენ თირკმლის მიერ კლავულანის მჟავას ექსკრეციაზე.
კოკლავისა და ალოპურინოლის ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.
პრეპარატი ამცირებს პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობას.
პრეპარატის გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე არ არის დადგენილი.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: შესაძლოა გამოვლინდეს საჭმლის მომნელებელი სისტემის ან წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები. იშვიათად შესაძლოა განვითარდეს ამოქსიცილინური კრისტალურია.
მკურნალობა: სიმპტომური თერაპია. კოკლავი ორგანიზმიდან გამოიდევნება ჰემოდიალიზის მეშვეობით.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება არა უმეტეს 25oC, ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის მიხედვით!