ლანსოლი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო
დასახელება (მოქმედი
ნივთიერება):
ლანსოპრაზოლი/LANSOPRAZOLE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების სამკურნალო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: შეფუთვაში 10 ც.
1 კაფს.
ლანსოპრაზოლი……………   30 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ლანსოლი ბენზიმიდაზოლიდან წარმოებული პრეპარატია, რომელიც აქვეითებს კუჭში მარილმჟავას სეკრეციას. ლანსოპრაზოლი კუჭის პარიეტალურ უჯრედებში მეტაბოლიზირდება და ახდენს სულფონჰიდრილური ჯგუფების H+-K+-ატფ-აზის ინაქტივაციას, რითაც აბლოკირებს მარილმჟავს წარმოქმნის ბოლო სტადიას. ამცირებსპეპსინის გამომუშავებას, განსაკუთრებით პრეპარატის ძილის წინ მიღებისას. კუჭის ლორწოვანი გარსის ოქსიგენაციის გაუმჯობესებითა და ბიკარბონატების სეკრეციის გაზრდით, ახორციელებს დაცვით ფუნქციასაც. ლანსოლი არ მოქმედებს საჭმლის მონელების პროცესზე, მაგრამ ახასიათებს ანტიჰელიკობაქტერიული აქტივობა.
ლანსოლის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება 1.5-2.2 სთ-ის განმავლობაში. საკვების მიღება ამცირებს პრეპარატის აბსორბციას, მაგრამ არ  იწვევს მისი მოქმედების მექანიზმის დარღვევას. ლანსოლი მეტაბოლიზირდება ღვიძლში, გამოიყოფა თირკმელებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საშუალებით.
ჩვენებები:
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
რეფლუქს-ეზოფაგიტი;
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი;
სტრესული წყლულები;
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება კუჭის ლორწოვან გარსში Helicobacter pylori-ის აღმოჩენისას.
მიღების წესი და დოზირება:
12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისა და სტრესული წყლულების შემთხვევაში ინიშნება 30 მგ დღეში (ერთ მიღებაზე დილით), 2-4 კვირის განმავლობაში.
კუჭის წყლულოვანი დაავადებისა და ეროზიულ-წყლულოვანი ეზოფაგიტის დროს ინიშნება 30 მგ დღეში, 4-8 კვირის განმავლობაში. საჭიროებისას შესაძლებელია დოზის გაზრდა 60 მგ-მდე დღეში.
კუჭის ლორწოვანში Helicobacter pylori-ის -აღმოჩენისას ინიშნება 30 მგ 2-ჯერ დღეში ანტიბიოტიკებთან (კლარითრომიცინი, ამოქსიცილინი) კომბინაციაში, 10-14 დღის განმავლობაში.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, მჟავიანობის 10 მმოლ/სთ-ში დონის მიღწევამდე.
გვერდითი მოვლენები:
დიარეა, მუცლის ტკივილი, იშვიათად – შეკრულობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ფარინგიტი. რინიტი, კანზე გამონაყარი, დეპრესია, მიალგია.
უკუჩვენებები:
* პრეპარატისადმი მაღალი მგრძნობელობა;
* ორსულობა, ლაქტაცია.
განსაკუთრებული მითითებები:
* მკურნალობის დაწყებამდე და მის შემდეგ საჭიროა ენდოსკოპიური კვლევის ჩატარება ავთვისებიანი წარმონაქმნების გამოსარიცხად, რადგან ლანსოლით თერაპიამ შესაძლებელია დაავადების კლინიკური სურათის წაშლა გამოიწვიოს.
* სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის უკმარისობის შემთხვევვაში.
* ალუმინისა და მაგნიუმის ჰიდროჟანგის შემცველი ანტაციდები ინიშნება ლანსოლის მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ.
* ლანსოლი არ ახდენს გავლენას დიაზეპამის, პროპრანოლოლის, ვარფარინის, პრედნიზოლონის, ფენიტოინისა და თეოფილინის მეტაბოლიზმზე. პერორალურ კონტრაცეპტივებთან კომბინაციაში არ იწვევს ენდოგენური ჰორმონების დონის ცვლილებას.
* ლანსოლის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში შესწავლილი არ არის.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: GMP, საქართველო

გაფრთხილება