ნატურკაფს კოენზიმი Q10

ნატურკაფს კოენზიმი Q10. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): უბიდეკარენონი /ubidecarenone

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერება:
უბიდეკარენონი (კოენზიმი Q10)-30მგ
დამხმარე ნივთიერებები:
სოიოს ლეციტინი, სოიოს ზეთი, ქოქოსის ზეთი, პალმის ზეთი, ჟელატინი, გლიცეროლი, სორბიტოლი, ასეპტინ A (ნატრიუმის მარილი), ასეპტინ P (ნატრიუმის მარილი), რკინის შავი ოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
კოენზიმი Q10 აძლიერებს ენერგიის ცვლის პროცესებს უჯრედებში, განსაკუთრებით მიოკარდიუმის და ჩონჩხის კუნთების უჯრედებში. ხასიათდება ანტიოქსიდანტური თვისებებით. იგი აძლიერებს ორგანიზმის დაცვით ფუნქციას ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისაგან.
ხასიათდება აგრეთვე ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო, ჰიპოტენზიური და იმუნომასტიმულირებელი მოქმედებით.

ჩვენებები
კარდიოვასკულური დარღვევების დროს:
-კარდიომიოპათია და ცირკულატორული დარღვევები;
გულის იშემიური დაავადებები;
-არტერიული ჰიპერტენზია;
-არითმია;
-ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა;
-პაროდონტოპათიები;
-კრუნჩხვები, მომატებული ფიზიკური და ფსიქიკური გადაღლილობა;
-სპორტსმენებში;
-ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებშიც პრეპარატის ფიზიოლოგიური მაჩვენებელები სისხლში და ქსოვილებში ქვეითდება ასაკთან ერთად.

მიღების წესები და დოზები
პროფილაქტიკის მიზნით: 1-3 კაფსულა დღეში.
მკურნალობის მიზნით: პრეპარატი ინიშნება ექიმის მიერ.
რეკომენდებული დოზა შეადგენს 30-დან 90მგ-მდე 3-ჯერ დღეში.
პრეპარატის მიღება უმჯობესია საკვების მიღების შემდეგ.
თერაპიული ეფექტი იწყება მკურნალობიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ. პრეპარატის მიღების შეწყვეტა ექმთან კონსულტაციის გარეშე არ არის ნებადართული.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის დროს შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები 0.39%, მადის დაქვეითება 0.23%, გულისრევა 0.16% და დიარეა 0.11%. კანის ჰიპერემია.

უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის ნებადართული.

განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის პროცესში აღინიშნება დეჰიდროგენაზას ლაქტატის და ტრანსამინაზების მაჩვენებელების მომატება სისხლში.
სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება:
საჭიროა ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიკურ დანადგარებთან მუშაობისაგან თავის შეკავება, რომელიც მოითხოვს გაძლიერებულ ყურადღებას და მოძრაობის კოორდინაციის სიზუსტეს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატი აძლიერებს დიურეზული საშუალებების, საგულე გლიკოზიდების და ნიტრატების მოქმედების ეფექტს. იგი აძლიერებს ვიტამინ E–ს ანტიოქსიდანტურ თვისებას და L-კარნიტინის მეტაბოლიზმს და ცირკულაციას. იგი ახანგრძლივებს ენალაპრილის და ნიტრენდიპინის ჰიპოტენზიურ ეფეტს. პრეპარატი ამცირებს სტატინებით გამოწვეულ არასასურველ ეფექტებს და აქვეითებს B-ბლოკატორების კარდიოდეპრესიულ მოქმედებას. კოენზიმი Q10 ამცირებს ციტოსტატური ანტრაციკლინური ანტიბიოტიკების კარდიოტოქსიკურ ეფექტს. აინჰიბირებს ვარფარინის ანტიაგრეგანტულ და ანტითრომბოზულ აქტივობას.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 15-25oC ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა-3 წელი

გამოშვების ფორმა: 30 მგ კაფსულა #30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი:: HASCO-LEK, სლოვენია

გაფრთხილება