ნიდოლი გელი

  ნიდოლი გელი

ნიდოლი გელის ზოგადი ინფორმაცია

ნიდოლი გელი. NIDOL GEL. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება გარეგანი გამოყენებისთვის. აქტიური ნივთიერება – ნიმესულიდი. Nimesulide. მწარმოებელი ფირმა – Polipharm Co. Ltd (ნიდერლანდები).

ნიდოლი გელის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ნიდოლი გელი. NIDOL GEL გამოდის 12% 10გ, 30გ, ან 60გ გელის ფორმით. ნიდოლ გელის ერთი გრამი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას: ნიმესულიდი (მიკროიონიზირებული) 20 მგ. დამხმარე ნივთიერებებია: პროპილენ გლიკოლი; ტრიეთანოლამინი; კარბომერი; პოლიეთილენ გლიკოლი; მეთილპარაბენი; პროპილპარაბენი; ედტას (ეთილენედიამინეტეტრატის) დისოდიუმი, გასუფთავებული წყალი.

ნიდოლის (გელი) ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ნიდოლის (გელი) ფასები ფარმადეპოში
ნიდოლის (გელი) ფასები ავერსში
ნიდოლის (გელი) ფასები psp-ში
ნიდოლის (გელი) ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ნიდოლი (გელი) , იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ნიდოლის (გელი) ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ნიდოლი გელის აქტიური ნივთიერება

ნიმესულიდი. Nimesulide. ქიმიური დასახელება – N-(4-ნიტრო-2-ფენოქსიფენილ) მეთანსულფონამიდი. ბრუტო–ფორმულა:C13H12N2O5S. ნიმესულიდს მიაკუთვნებენ სხვა არანარკოტიკული ანალგეტიკების ჯგუფს არასტეროიდული და სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჩათვლით. CAS-კოდი:51803-78-2.

ნიდოლი გელის სინონიმები 

მაგენოლი (MAGENOL, AVERSI, საქართველო). ნიდოლი 100მგ პაკეტი (NIDOL 100 mg Packet, Eurodrug Laboratories, ნიდერლანდები), ნიდოლი ტაბლეტი (NIDOL, Eurodrug Laboratories, ნიდერლანდები), ნიმელიდი (NIMELIDE, S.K.impex, საბერძნეთი ), ნიმესილი (Nimesil, Berlin-Chemie Menarini, ესპანეთი), სუარონი (SUARON, GMP, საქართველო).

ნიდოლი გელის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ტკივილი, სიმპტომური, ასოცირებული, რომელიც ახასიათებს მყესების დაჭიმულობას და მწვავე ტრამვული დაჭიმვას

ნიდოლი გელის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნიდოლ გელი არის არასტეროიდული ანთების საწინაღმდეგო პრეპარატი ანთების და ტკივილ გამაყუჩებელი თვისებებით.
ფარმაკოკინეტიკა
ნიმისულიდის გელის დანიშნულება ხდება ადგილობრივად, გამოყენებისას გაჩნია კარგი ადსორბციის უნარი კანის საშუალები. პლაზმის შიგნით შემცველობა პიკს აღწევს 1-2 საათში; ნახევარ დაშლის პერიოდია 4-5 საათი.
ჩვენებები
ნიდოლ გელი არის ნაჩვენებია სიმპტომური ასოცირებული ტკივილის შემსუბუქებისათვის, რომელიც ახასიათებს მყესების დაჭიმულობას და მწვავე ტრამვული დაჭიმვას.
მიღების წესები და დოზები
დოზება მოზრდილებისათვის:
ადგილობრივად გამოიყენება ორჯერ დღეში. გამოსაყენებელი გელის რაოდენობა დამოკიდებულია დაზიანებული ზედაპირის ფართზე. გამოყენებული ჰომოგენური გელი მალე ქრება.
დოზირება ბავშვებისათვის:
ნიმესულიდი უკუნაჩვენებია 12 წლამდე ბავშვებში.
გვერდითი მოვლენები
ნიმესულიდის გელით მკურნალობისას გვერდითი მოვლენები იშვიათად გამოვლინდება. ზოგადად გვერდით მოვლენები გულისხმობს მსუბუქ ან ზომიერ ლოკალურ გაღიზიანებას,ერითემას, გამონაყარს, ქერცლს, ქავილის და დასაშვებია ლოკალური რიაქცია ადგილობრივად. შეინიშნება მსუბუქი მაგრამ დროებითი კანის სიფერმკთალე და ლაქებით დაფარვა.
უკუჩვენება
თუ აქვს ინდივიდუალური ადგილობრივი ჰიპერმგძნობელობა ნიმესულიდზე, აცეტილსაცილატზე ან სხვა არა სტეროიდულ ანთების საწინაღმდეგო მედიკამენტზე.ნიმესულიდი უკუ ნაჩვენებია ბავშვებში 12 წლის ასაკის ქვემოთ.
ორსულობა და ლაქტაცია
ნიმესულიდის გელი არ არის გამოკვლეული ორსულობასა და ლაკტაციაში,ამიტომ რეკომენდირებული არ არის მისი გამოყენება.
განსაკუთრებული მითითებები
– გელის გამოყენების შემთხვევაში ,თუ განვითარდა ლოკალური გაღიზიანება მომენტალურად ვწყვეტთ მკურნალობას და ნებისმიერი საშვალებით ვახდენთ სწორი თერაპიული მკურნალობის შერჩევას.
– არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ კანის დაზიანებულ ადგიას,ღია ჭრილობაზე, დერმატიტზე ან ინფექციაზე.
– პრეპარატი არ გამოიყენება პერორალურად.
– ნიმესულიდის გელის გამოყენება არ შეიდძლება:დამატენიანებელი კრემის,მზისგან დამმცავი ლოსიონის შემდეგ, ალკოჰოლის შემცველ სუბსტანციების შემდეგ,რადგან შეიძლება განვითარდეს ლაქები.
– პაციენტებმა _ ღვიძლის სხვადასხვა პატოლოგით (ციროზით, ჰეპატიტით), _ თირკმლის პათოლოგით (თირკმლის უკმარისობა, ნეფრიტი) სიფრთხილით უნდა გამოიყენოს ნიმესულიდის გელი რადგანაც შეიძლება დამძიმოს ზემო ნახსენები დავადებები.
ჭარბი დოზირება
ნიმესულიდის გელის დოზის გადაჭარბება ნაკლებად შესაძლებელია თუ ხდება მისი ლოკალური აპლიკაცია. თუ მისი მოქმედების დიდი ნაწილი ვრცელდება შეხების დიდ ადგილას დოზის გადაჭარბება ნაკლებად შესაძლებელია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არსებობს სხვა მედიკამენტებთან შეუთავსებლობა.
შენახვის პირობები და ვადები
გრილ და მშრალ ადგილას(25oC)
შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას!