პეპსანი რ

  პეპსანი რ

პეპსანი რ–ის ზოგადი ინფორმაცია

პეპსანი რ. PEPSANE R. ნაწლავებში აირწარმომქნის შემამცირებელი საშუალება. აქტიური ნივთიერებები – დიმეტიკონი + გვაიაზულენი. Dimeticone + Guaiazulene. მწარმოებელი ფირმა – ROSA-PHYTOPHARMA (საფრანგეთი).

პეპსანი რ–ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

პეპსანი რ. PEPSANE R გამოდის პერორალური გელის და საშეს ფორმით. პეპსანი რ შეიცავს დიმეტიკონს 3.000გრ,  გვაიაზულენს 0,004გრ. დამხმარე ნივთიერებებია: სორბიტოლი, კარაგენატი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პიტნის ზეთი, გამოხდილი წყალი

პეპსანი რ–ის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

პეპსანი რ–ის ფასები ფარმადეპოში
პეპსანი რ–ის ფასები ავერსში
პეპსანი რ–ის ფასები psp-ში
პეპსანი რ–ის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც პეპსანი რ, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია პეპსანი რ–ის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

პეპსანი რ–ის აქტიური ნივთიერებები

დიმეტიკონი + გვაიაზულენი. Dimeticone + Guaiazulene. დიმეტიკონს + გვაიაზულენს მიაკუთვნებენ მეტეორიზმის შემამცირებელი პრეპარატების ჯგუფს.

პეპსანი რ–ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • გასტრალგია
  • გერდ (გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება) 0-1 ხარისხი
  • კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები, გამოხატული მომატებული აირწარმოქმნით, ბოყინით, გულძმარვით, გულისრევით, შეკრულობით, დიარეით ან მათი მონაცვლეობით
  • მუცლის ღრუს ორგანოების მომზადება რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი ან ინსტრუმენტული გამოკვლევისთვის

პეპსანი რ–ის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული პრეპარატი. ფლობს ანთების საწინააღმდეგო ეფექტს, აქვეითებს მარილმჟავას სეკრეციას კუჭში, ამცირებს აირწარმოქმნას ნაწლავებში.
გვაიაზულენი_ფლობს გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო ეფექტს, ამცირებს ალერგიულ რეაქციებს, აძლიერებს რეგენერაციის პროცესს, ავლენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას.
მასტოციტებიდან, კუჭის ლორწოვანი გარსის უჯრედებიდან, ჰისტამინის გამოთავისუფლების მაინჰიბირებელი ეფექტის გამო, მჟავას სეკრეცია ფერხდება.
დიმეტიკონი_ჰიდროფობური პოლიმერული ნივთიერება დაბალი ზედაპირული დაჭიმულობით, ამცირებს აირწარმოქმნას ნაწლავებში და საჭმლის მომნელებელი არხის კედლებს ფარავს დამცავი გარსით.
ჩვენებები
გასტრალგია, გერდ (გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება) 0-1 ხარისხი. კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები, გამოხატული მომატებული აირწარმოქმნით, ბოყინით, გულძმარვით, გულისრევით, შეკრულობით, დიარეით ან მათი მონაცვლეობით. მუცლის ღრუს ორგანოების მომზადება რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი ან ინსტრუმენტული გამოკვლევისთვის.
მიღების წესები და დოზები
შინაგანი მიღებისათვის. 1 საშე 2-3 ჯერ დღეში ჭამის წინ (მკურნალობის კურსი განისაზღვრება ინდივიდუალურად), ან ტკივილის წარმოქმნის შემთხვევეაში. მუცლის ღრუს ორგანოების მომზადება გამოკვლევისათვის _ 1საშე 2-3 ჯერ გამოკვლევის წინა დღეებში და 1საშე დილით გამოკვლევის დღეს.
გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, ტკილივი და მუცლის შებერილობა.
უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, კაფსულა_ბავშვთა ასაკი 14 წელი, გელი შინაგანი მიღებისათვის 18 წელი.
ორსულობა და ლაქტაცია
შესაძლებელია გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
განსაკუთრებული მითითებები
პეპსანი არ შეიცავს შაქარს და ამიტომ არ არის უკუნაჩვენები დიაბეტით დაავადებულ პირებში
ჭარბი დოზირება
შესაძლებელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის გამოვლენილი.
შენახვის პირობები და ვადები
არა უმეტეს 25oC ტემპერატურისა, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობა 2წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით