ტრიმეკორი

ტრიმეკორი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ტრიმეტაზიდინი/TRIMETAZIDINE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიანგინალური, იშემიის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 60 ც.
1 ტაბ.
ტრიმეტაზიდინის დიჰიდროქლორიდი……    0.02 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტრიმეკორი არეგულირებს უჯრედების მეტაბოლიზმს ჰიპოქსიისა და იშემიის დროს, ხელს უშლის უჯრედშიდა ატფ-ის რაოდენობის შემცირებას. პრეპარატი უზრუნველყოფს მემბრანული იონური არხების ნორმალურ ფუნქციონირებას, კალიუმისა და ნატრიუმის იონების ტრანსმემბრანულ გადასვლას და უჯრედული ჰომეოსტაზის შენარჩუნებას.

ჰიპოქსიისა და იშემიის დროს ტრიმეკორი

ხელს უწყობს მიოკარდიუმისა და ნეიროსენსორული  ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებას. თერაპიულ ეფექტს იჩენს გულის იშემიური დაავადების (აძლიერებს ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვისადმი,
ამცირებს სტენოკარდიული შეტევების სიხშირეს), სისხლძარღვოვანი წარმოშობის ქორიორეტინალური დარღვევების (აუმჯობესებს ბადურის ფუნქციურ აქტივობას), ვესტიბულარული დარღვეევების, სისხლძარღვოვანი წარმოშობის სმენის დაქვეითების დროს. მენიერის დაავადების დროს ამცირებს თავბრუსხვევას, შუილს ყურებში.
ტრიმეტაზიდინი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. Cmax მიიღწევა 2 სთ-ში, გამოიყოფა შეუცვლელი სახით ძირითადად თირკმლების საშუალებით. T1/2 – 6 სთ.

ჩვენებები:
კარდიოლოგია: გულის იშემიური დაავადების ხანგრძლივი მკურნალობა: სტენოკარდიული შეტევების პროფილაქტიკა (მონოთერაპია ან კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
ოფთალმოლოგია: იშემიური კომპონენტებით მიმდინარე ქორიორეტინალური სისხლძარღვოვანი დარღვევები;
ოტორინოლარინგოლოგია: იშემიური ეტიოლოგიის კოხლეო-ვესტიბულარული დარღვევები (თავბრუსხვევა, მენიერის დაავადება, ყურებში შუილი, სმენადობის დაქვეითება).

მიღების წესი და დოზირება:
ტრიმეკორი ინიშნება ჭამის დროს, დღიური დოზა შეადგენს 40-60 მგ-ს. მიღების ჯერადობა- 2-3-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა კლინიკური სურათიდან გამომდინარე ინდივიდუალურია.

გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად – გულისრევა, ღებინება.
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები:
* ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, პრეპარატისადმი მაღალი მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:
◄ გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში ტრიმეკორით მკურნალობის ფონზე, მნიშვნელოვნად მცირდება ნიტრატებზე მოთხოვნილება.
◄ ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობა, ჩვეულებრივ, მკურნალობის დაწყებიდან  2 კვირის შემდეგ ძლიერდება.
◄ ლაქტაციის პერიოდში ტრიმეკორის დანიშვნის აუცილებლობისას, რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა, ვინაიდან არ არის დადგენილი გამოიყოფა თუ არა იგი დედის რძესთან ერთად.
◄ ტრიმეტაზიდინის სხვა მედიკამენტებზე გავლენა და დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

შენახვის პიორბები:
პრეპარატი ინახება 100C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი: GMP, საქართველო

გაფრთხილება