აცეცე ჯუნიორი

აცეცე ჯუნიორი

აცეცე ჯუნიორის ზოგადი ინფორმაცია

აცეცე ჯუნიორი. ACC Junior. მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ცეტილცისტეინი. Acetylcysteine. მწარმოებელი ფირმა – OTC – Sandoz (გერმანია).


აცეცე ჯუნიორი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


აცეცე ჯუნიორის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

აცეცე ჯუნიორი. ACC Junior გამოდის 20 მგ/1 მლ ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონის ფორმით. 1 ფლაკონი შეიცავს მოქმედი ნივთიერებას: აცეტილცისტეინს. 10 მლ (= 2 დოზირებული კოვზი) მზა ხსნარი შეიცავს 200 მგ აცეტილცისტეინს. დამხმარე ნივთიერებები: მეთილ (4-ჰიდროქსიბენზოატი) (E218) ნატრიუმის ციტრატი, პროპილ (4-ჰიდროქსიბენზოატი), სორბიტოლი, მაარომატიზირებელი დანამატი (ფორთოხალი). ინფორმაცია დიაბეტით დაავადებულთათვის 10 მლ (= 2 დოზირებული კოვზი) მზა ხსნარი შეიცავს 3.7 სორბიტოლს, რაც შეესაბამება 0.31 ნახშირწყლების ერთეულს.

აცეცე ჯუნიორის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც აცეცე ჯუნიორი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია აცეცე ჯუნიორის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

აცეცე ჯუნიორის ფასები ფარმადეპოში
აცეცე ჯუნიორის  ფასები ავერსში
აცეცე ჯუნიორის ფასები psp-ში
აცეცე ჯუნიორის ფასები სხვა აფთიაქებში

აცეცე ჯუნიორის აქტიური ნივთიერება

აცეტილცისტეინი. Acetylcysteine. ქიმიური დასახელება –  N-აცეტილ-L-ცისტეინ (და ნატრიუმის მარილის სახით). ბრუტო–ფორმულა: C5H9NO3S. აცეტილცისტეინს მიაკუთვნებენ სეკრეტოლიტიკების და სასუნთქი გზების მოტორული ფუნქციის სტიმულატორების და  დეტოქსიკაციის საშუალებების (ანტიდოტების ჩათვლით) ჯგუფს. CAS-კოდი: 616-91-1.

აცეცე ჯუნიორის სინონიმები

ასისტი 4% სიროფი (ASIST 4%, Bilim, თურქეთი), ასისტი კაფსულები (ASIST CAPSULES, Bilim, თურქეთი),  აცეტილცისტეინი (Acetylcysteine, Your Pharmacy, საქართველო),აცც  100 (ACC 100, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., გერმანია), აცც  200 (ACC  200, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., გერმანია), აცც  ლონგი (ACC  Long, გერმანია, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A.), აცც  ცხელი დასალევი (ACC Hot drink, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., გერმანია), რინოფლუიმუცილი (RINOFLUIMUCIL, PSP, იტალია), ფლუიმუცილი (FLUIMUCIL, PSP, შვეიცარია).

აცეცე ჯუნიორის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • სასუნთქი გზების დაავადებები, რომლებსაც წებოვანი ლორწოს წარმოქმნა ახლავს თან

აცეცე ჯუნიორის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
აცც®იუნიორი – სამკურნალო პრეპარატია, რომელიც ხელს უწყობს ბრონქული სეკრეტის გათხელებას სასუნთქ გზებში.
ჩვენებები
სეკრეტის გათხელებისათვის და ამოხველების გასაადვილებლად სასუნთქი გზების დაავადებებისას, რომლებსაც წებოვანი ლორწოს წარმოქმნა ახლავს თან.
მიღების წესები და დოზები
პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების დაცვით. ეჭვის წარმოქმნის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
თუ ექიმმა არ დანიშნა პრეპარატის მიღების ინდივიდუალური რეჟიმი, მაშინ რეკომენდებულია შემდეგი დოზები:
ასაკობრივი ჯგუფისაერთო სადღეღამისო დოზა
2 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვები2.5 მლ (1/2 დოზირებული კოვზი) 2-3-ჯერ დღეში (შეესაბამება 100-150 მგ აცეტილცისტეინს)
2-5 წლის ასაკის ბავშვები5 მლ (1 დოზირებული კოვზი) 2-3-ჯერ დღეში (შეესაბამება 200-300 მგ აცეტილცისტეინს)
6-14 ბავშვები და მოზარდები5 მლ (1 დოზირებული კოვზი) 3-4-ჯერ დღეში (შეესაბამება 300-400 მგ აცეტილცისტეინს)
მოზრდილები და 14 წელზე უფროსი მოზარდები10 მლ (2 დოზირებული კოვზი) 2-3-ჯერ დღეში (შეესაბამება 400-600 მგ აცეტილცისტეინს)

გამოყენების წესი
პრეპარატი მიიღება მხოლოდ გამზადებული ხსნარი (სიროფის) სახით. სიროფი მიიღება ჭამის შემდეგ.
ხსნარის მომზადება
– გახსენით ფლაკონი თავსახურზე (ბავშვებისგან დაცვით) დაჭერით და ამავდროულად მარცხნივ შემობრუნებით.
– დაასხით ცივი წყალი ნიშნულამდე (ჩაღრმავება შუშაზე).
– დაახურეთ ფლაკონი. ენერგიული დაქნევით შეანჯღრიეთ.
– ისევ დაასხით წყალი ნიშნულამდე (ჩაღრმავება შუშაზე) და შეანჯღრიეთ).
ეს პროცედურა მეორდება მანამ, სანამ ხსნარის მოცულობა არ მიაღწევს ნიშნულს (ჩაღრმავება შუშაზე).
შეფუთვას თან ახლავს დოზირებული კოვზი 5 მლ ტევადობით გრადუირებით 2.5 მლ და 1.1 მლ.
პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა
თუ 4-5 დღის განმავლობაში პრეპარატის მიღებისას თქვენი მდგომარეობა გაუარესდა ან არ გამოკეთდება, აუცილებლია ექიმთან კონსულტაცია.
გვერდითი მოვლენები
ყველა წამლის მსგავსად აცც®იუნიორმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გვერდითი ეფექტების შეფასება ჩვეულებრივ დაფუძნებულია მათი გამოვლინების სიხშირის შესახებ შემდეგ მონაცემებზე:
ძალიან ხშირად:10 ნამკურნალებიდან 1-ზე მეტი
ხშირად:10 ნამკურნალებიდან 1-ზე ნაკლები, მაგრამ 100 ნამკურნალებიდან 1-ზე მეტი
ზოგჯერ:100 ნამკურნალებიდან 1-ზე ნაკლები, მაგრამ 1000 ნამკურნალებიდან 1-ზე მეტი
იშვიათად:1000 ნამკურნალებიდან 1-ზე ნაკლები, მაგრამ 10000 ნამკურნალებიდან 1-ზე მეტი
ძალიან იშვიათად:10000 ნამკურნალებიდან 1-ზე ნაკლები, ერთეული შემთხვევების ჩათვლით

ზოგადი
არახშირი: ალერგიული რეაქციები (ქავილი, ჭინჭრის ციების გამოვლინება, გამონაყარი კანზე, ქოშინი, აჩქარებული გულისცემა, სისხლის წნევის დაწევა), თავის ტკივილი, ცხელება. ძალიან იშვიათი: ანფილაქსიური რეაქცია, რომელიც იწვევს ანაფილაქსიური შოკის განვითარებას. სასუნთქი სისტემის მხრივ:
იშვიათი: ქოშინი, ბრონქოსპაზმი – ყველაზე ხშირად ბრონქული ასთმით დაავადებულ ავადმყოფებში.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ
არახშირი: სტომატიტი, მუცლის ტკივილი, ღებინება, გულისრევა, დიარეა.
არსებობს ძალიან იშვიათი შეტყობინებები სისხლდენების შესახებ, რომლებიც ასოცირდება აცეტილცისტეინის გამოყენებასთან, ნაწილობრივ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების ფონზე.
მეთილ (4-ჰიდროქსიბენზოატს) და პროპილ (4-ჰიდროქსიბენზოატს) შეუძლიათ ჰიპერმგრძნობელობის დაგვიანებული რეაქციის გამოწვევა.
სიფრთხილის ზომები ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების გამოვლენისას .
აცც®იუნიორის გამოყენება უნდა შეწყვიტოთ და მიმართოთ ექიმს.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი სერიოზულ ხასიათს მიიღებს ან გამოვლინდება სხვა გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ფურცელ-ჩანართში, ამის შესახებ აუცილებლად აცნობეთ ექიმს.
უკუჩვენება
არ გამოიყენოთ აცც®იუნიორი შემდეგ შემთხვევებში: ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) აცეტილცისტეინის, მეთილ (4-ჰიდროქსიბენზოატის), პროპილ (4-ჰიდროქსიბენზოატის) ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
განსკუთრებული სიფრთხილე აცც®იუნიორის გამოყენებისას აცეტილცისტეინის გამოყენების გამო მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა კანის მხრივ სერიოზული რეაქციები როგორიცაა: სტივენს-ჯონსონისა და ლაელის სინდრომები. თუ პრეპარატის მიღების შემდეგ შენიშნეთ ცვლილებები კანზე ან ლორწოვან გარსზე, აუცილებლად უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ ექიმს.
აცც®იუნიორი უკუნაჩვენებია ავადმყოფებისათვის ჰეპატიტის და თირკმლის უკმარისობით, რათა არ მოხდეს ორგანიზმში აზოტის შემცველი ნივთიერებების მომატება.
აცც®იუნიორი ფრთხილად გამოიყენება ბრონქული ასთმის დროს, ან თუ გაწუხებდათ ან ამჟამად გაწუხებთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.
ბავშვები
2 წლამდე ასაკის ბავშვებში აცეტილცისტეინის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, ვინაიდან ამჟამად არსებული გამოცდილება ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის რეკომენდაციების გასაწევად საკმარისი არ არის.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა ორსულობის პერიოდში აცეტილცისტეინის გამოყენების გამოცდილება საკმარისი არ არის, ამიტომ ამ პერიოდში აცც®იუნიორის გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ მაშინ, თუ ექიმი ამას აბსოლუტურად აუცილებლად მიიჩნევს.
ლაქტაციის პერიოდი იმის დამადასტურებელი მონაცემები, რომ აცეტილცისტეინი გადადის დედის რძეში, არ არსებობს, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში აცც®იუნიორის გამოყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ ამას ექიმი აბსოლუტურად აუცილებლად მიიჩნევს.
განსაკუთრებული მითითებები
ზეგავლენა ავტომობილის მართვისა ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
განსაკუთრებული შეზღუდვები არ არსებობს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია აცც®იუნიორის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს საქაროზას, ამიტომ თუ გაწუხებთ შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
10 მლ (2 დოზირებული კოვზი) გამოსაყენებლად გამზადებული ხსნარი შეიცავს 3.7გ სორბიტს (0.93 გ ფრუქტოზას წყარო), რაც 0.31 ნახშირწყლების ერთეულს შეესაბამება.
სორბიტოლი მსუბუქ საფაღარათე მოქმედებას ახდენს
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება. იგი ვლინდება მუცლის ტკივილის, ღებინების, გულისრევისა და დიარეის სახით. თუმცა სერიოზული გვერდითი ეფექტები ან ინტოქსიკაციის ნიშნები დღემდე არ აღინიშნა. მიუხედავად ამისა, პრეპარატ აცც®იუნიორის ჭარბ დოზაზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
გამოტოვებული დოზა თუ მოახლებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, მოიცადეთ, ხოლო შემდეგ მიღება ჩვეულებრივი რეჟიმით განაგრძეთ
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
თუ თქვენ იღებთ, ან ცოტახნის წინ იღებდით რაიმე სხვა წამალს, მათ შორის ურეცეპტოს, ამის შესახებ აცნობეთ ექიმს.
ხველის საწინააღმდეგო საშუალებები აცც®იუნიორის გამოყენებამ ხველის საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან ერთად, რომლებსაც ხველის დამრთგუნველი მოქმედება გააჩნიათ, შეიძლება გამოიწვიოს ბრონქული სეკრეტის არასასურველი შეკავება ხველის რეფლექსის დაქვეითების გამო, ამიტომ ასეთი კომბინირებული თერაპიის გამოყენებამდე ექიმმა აუცილებლად ზუსტი დიაგნოზი უნდა დასვას.
ანტიბიოტიკები ექსპერიმენტულმა კვლევებმა დაამტკიცეს ანტიბიოტიკებით (ტეტრაციკლინები, ამინოგლიკოზიდები, პენიცილინები) მკურნალობის ეფექტის შემცირება აცეტილცისტეინის გამოყენებისას. უსაფრთხოების მოსაზრებით რეკომენდებული არ არის ანტიბიოტიკების აცც®იუნიორთან ერთად გამოყენება. პრეპარატსა და ანტიბიოტიკების მიღებათა შორის ინტერვალი უნდა იყოს, ყველაზე მცირე 2 საათი. ეს არ ეხება ცეფიქსიმსა და ლორაკარბეფს, რომელთა გამოყენება შეიძლება აცეტილცისტეინთან ერთად
შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს +25oC-მდე ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა 3 წელი. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე