კატაფასტი

კატაფასტი

კატაფასტის ზოგადი ინფორმაცია

კატაფასტი. Catafast. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების – ფენილძმარჟავას წარმოებულების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება –  დიკლოფენაკი. Diclofenac. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – M01AB. მწარმოებელი ფირმა – Pharma – GenMed (იტალია).

კატაფასტის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

კატაფასტი. Catafast გამოდის შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებელი 50მგ ფხვნილის ფორმით პაკეტში. 1 პაკეტი შეიცავს 50მგ დიკლოფენაკ კალიუმს, ასევე დამხმარე ნივთიერებებს: კალიუმის ჰიდროკარბონატი, მანიტოლი SD 200, მანიტოლი 35, ასპარტამი, ნატრიუმის საქარინატი, გლიცერინის დიბეგენატი, პიტნის არომატიზატორი, ანისულის არომატიზატორი.

კატაფასტის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

კატაფასტის ფასები ფარმადეპოში
კატაფასტის ფასები ავერსში
კატაფასტის ფასები psp-ში
კატაფასტის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც კატაფასტი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია კატაფასტის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

კატაფასტის აქტიური ნივთიერება

დიკლოფენაკი. Diclofenac. ქიმიური დასახელება –  2-[(2,6-დიქლორფენილ)ამინო]ბენზოლძმარმჟავა (და ნატრიუმის მარილის სახით). ბრუტო–ფორმულა: C14H11Cl2NO2. დიკლოფენაკს მიაკუთვნებენმ აასს – ძმარმჟავას წარმოებულების და მონათესავე ნაერთების ჯგუფს. CAS-კოდი:15307-86-5.

კატაფასტის სინონიმები                               

დიკლოფენაკი (DICLOFENAC, AVERSI, საქართველო), დიკლოფენაკი (Diclofenac, Batfarma, საქართველო).

კატაფასტის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ტკივილი პოსტტრავმული
  •  ანთება  პოსტტრავმული
  • შეშუპება  პოსტტრავმული
  • ტკივილი ოპერაციის შემდგომი
  •  ანთება ოპერაციის შემდგომი
  • შეშუპება ოპერაციის შემდგომი
  • ტკივილი და/ან ანთება, რომელიც ახლავს ანთებით გინეკოლოგიურ დაავადებებს
  • პირველადი დისმენორეა
  • ადნექსიტი
  • შაკიკის შეტევები
  • ტკივილის სინდრომები ხერხემლის სვეტის მხრივ
  • რევმატული დაავადებები სახსარგარეშე ქსოვილების
  • ყურის, ყელისა და ცხვირის ინფექციები, რომელსაც ახლავთ გამოხატული ტკივილი და ანთება
  • ფარინგოტონზილიტი, რომელსაც ახლავთ გამოხატული ტკივილი და ანთება
  • ოტიტი,რომელსაც ახლავთ გამოხატული ტკივილი და ანთება

კატაფასტის საფირმო აღწერიდან

კატაფასტის ფარმაკოლოგიური თვისებები

კატაფასტი შეიცავს დიკლოფენაკის კალიუმის მარილს, არასტეროიდული სტრუქტურის ნივთიერებას, რომელსაც გააჩნია გამოხატული ანალგეზიური, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მოქმედება.
კატაფასტი ხასიათდება მოქმედების სწრაფი დასაწყისით, რის გამოც იგი განსაკუთრებით ნაჩვენებია მწვავე ტკივილით მიმდინარე და ანთებითი სინდრომების მკურნალობაში. ექსპერიმენტის პირობებში დადგინდა, რომ დიკლოფენაკის მოქმედების ძირითად მექანიზმს წარმოადგენს პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის შეფერხება. პროსტაგლანდინები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ანთების, ტკივილისა და ცხელების გენეზში.
In vitro დიკლოფენაკ კალიუმი იმ კონცენტრაციით, რომელიც ექვივალენტურია პაციენტთა მკურნალობისას გამოყენებული კონცენტრაციის, არ თრგუნავს ხრტილოვანი ქსოვილის პროსტაგლანდინების ბიოსინთეზს.

კატაფასტის ფარმოკოდინამიკა

დადგენილია, რომ კატაფასტი ახდენს ძლიერ ანალგეზიურ მოქმედებას ზომიერად გამოხატული და მძიმე ტკივილის სინდრომის დროს. პრეპარატი სწრაფად ხსნის, მაგალითად, ტრავმით ან ქირურგიული ჩარევით გამოწვეული ანთების დროს როგორ სპონტანურ, ასევე მოძრაობისას წარმოქმნილ ტკივილს, ამცირებს ქსოვილთა ანთებით შეშუპებას და ქირურგიული ჭრილობის არეში არსებულ შეშუპებას.
ჩატარებულმა კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დიკლოფენაკ კალიუმი ხსნის ტკივილის შეგრძნებას და ამცირებს სისხდენას პირველადი დისმენორეის დროს. შაკიკის შეტევის დროს კატაფასტი ამცირებს თავის ტკივილს და ისეთ თანმხლებ მოვლენებს, როგორიცაა გულისრევა და ღებინება

კატაფასტის ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა
დიკლოფენაკი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება. აქტიური ნივთიერების შეწოვა იწყება პრეპარატის მიღებისთანავე. საშეს მიღების შემდეგ, რომელიც შეიცავს 50მგ დიკლოფენაკ კალიუმს, სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 5-20 წუთის შემდეგ და შეადგენს 5,5 მკმოლ/ლ.
ჭამის დროს პრეპარატის მიღებისას შეწოვილი დიკლოფენაკის რაოდენობა არ იცვლება, თუმცა შეწოვის დაწყება და სიჩქარე შესაძლოა რამდენადმე შენელდეს.
შეწოვის ხარისხი ხაზოვან დამოკიდებულებაშია პრეპარატის დოზის სიდიდესთან.
ვინაიდან დიკლოფენაკის დოზის დაახლოებით ნახევარი მეტაბოლიზირდება მისი პირველი გავლისას ღვიძლში (პირველადი გასვლის ეფექტი), მრუდის „კონცენტრაცია – დროს“ (AUC) ქვემოთ მდებარე ფართი, პრეპარატის პარეტნერალური შეყვანის შემთხვევაში, ექვივალენტურია პრეპარატის დოზისა.
განმეორებითი მიღების შემდეგ ფარმაკინეტიკის მაჩვენებლები არ იცვლება. ამიტომ, თუკი დაცულია რეკომენდებული ინტერვალები პრეპარატის ცალკეული დოზების მიღებებებს შორის, კუმულაცია არ ვლინდება.
განაწილება
დიკლოფენაკის შეკავშირება სისხლის პლაზმის ცილებთან შეადგენს 99,7%-ს, ამასთან ალბუმინებთან შეკავშირებულია პრეპარატის 99,4%. განაწილების წარმოსახვითი მოცულობა შეადგენს 0,12-0,17 ლ/კგ.
დიკლოფენაკი ხვდება სინოვიალურ სითხეში და მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 2-4 საათით უფრო გვიან ვიდრე სისხლის პლაზმაში. სინოვიალური სითხიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-6 საათს. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევიდან 2 საათის შემდეგ დიკლოფენაკის კონცენტრაცია სინოვიალურ სითხეში რჩება უფრო მაღალი; ეს კანონზომიერება შენარჩუნებულია 12 საათის განმავლობაში.
მეტაბოლიზმი
დიკლოფენაკი მეტაბოლიზირდება ნაწილობრივ შეუცვლელი მოლეკულის გლუკურონიდაციის გზით, ძირითადად კი ერთჯერადი და მრავალჯერადი ჰიდროქსილირებითა და მეტოქსილირებით, რის შედეგადაც წარმოიქმნება რამდენიმე ფენოლური მეტაბოლიტი (3’-ჰიდროქსი-,4’-ჰიდროქსი-,5’-ჰიდროქსი-,4’,5-დიჰიდროქსი – და 3’-ჰიდროქსი-4’-მეტოქსიდიკლოფენაკი), რომელთა უდიდისი ნაწილი წარმოქმნის კონიუგატას გლუკურონის მჟავასთან. ფენოლური მეტაბოლიტებიდან ორი ბიოლოგიურად აქტიურია, მაგრამ გაცილებით ნაკლები ხარისხით, ვიდრე დიკლოფენაკი.

კატაფასტის გგმოყოფა

დიკლოფენაკის საერთო სისტემური კლირენსი შეადგენს 263±56მლ/წთ. სისხლის პლაზმაში 4 მეტაბოლიტის ნახევარდაშლის პერიოდი, მათ შორის ორი აქტიურის ჩათვლით, ასევე ხანგრძლივი არ არის და შეადგენს 1-3 საათს. ერთ-ერთ მეტაბოლისტს – 3’ჰიდროქსი-4’-მეტოქსიდიკლოფენაკს აქვს შედარებითი ხანგრძლივი ნახევარდაშლის პერიოდი პლაზმაში, თუმცა იგი სრულებით არააქტიურია.
პრეპარატის მიღებული დოზის დაახლოებით 60% გამოიყოფა შარდთან კონიუგატების სახით. შეუცვლელი სახით ექსკრეტირდება დიკლოფენაკის 1%-ზე ნაკლები. პრეპარატის მიღებული დოზის დანარჩენი ნაწილი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით ნაღველთან ერთად განავლით.
ფარმაკოკინეტიკა პაციენტთა ცალკეულ ჯგუფებში
შიგნით მიღებული პრეპარატის შეწოვაზე, მეტაბოლიზმზე და გამოყოფაზე პაციენტის ასაკის გავლენა არ აღნიშნულა.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ თერაპიულ დოზებს, არ აღნიშნულა შეუცვლელი აქტიური ნივთიერების დაგროვება. 10მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსის მქონე ავადმყოფებთან ჰიდროქსილირებული მეტაბოლიტების წონასწორული კონცენტრაციები პლაზმაში დაახლოებით 4-ჯერ მეტი იყო, ვიდრე ჯანმრთელ პირებში. თუმცა საბოლოო ჯამში, ყველა მეტაბოლიტი გამოიყოფა ნაღველთან ერთად.
ქრონიკული ჰეპატიტით ან ღვიძლის კომპენსირებული ციროზით დაავადებულ პაციენტებთან დიკლოფენაკის ფარმაკინეტიკის მაჩვენებლები და მეტაბოლიზმი ანალოგიურია ღვიძლის დაავადების არმქონე პაციენტების მაჩვენებლებისა.

კატაფასტის ჩვენებები

შემდეგი მწვავე მდგომარეობების მოკლევადიანი მკურნალობა:
– პოსტტრავმული ტკივილი, ანთება და შეშუპება, მაგალითად დაჭიმვის შედეგად;
– ოპერაციის შემდგომი ტკივილი, ანთება და შეშუპება, მაგალითად სტომატოლოგიური ან ორთოპედიული ოპერაციების შემდეგ;
– ტკივილი და/ან ანთება, რომელიც ახლავს ანთებით გინეკოლოგიურ დაავადებებს, მაგალითად, პირველად დისმენორეას ან ადნექსიტს;
– შაკიკის შეტევები;
– ტკივილის სინდრომები ხერხემლის სვეტის მხრივ;
– სახსარგარეშე ქსოვილების რევმატული დაავადებები;
– როგორც დამხმარე ნივთიერება ყურის, ყელისა და ცხვირის ინფექციების, ფარინგოტონზილიტის, ოტიტის დროს, რომელთაც ახლავთ გამოხატული ტკივილი და ანთება. ინფქციურ-ანთებითი დაავადებების საყოველთაოდ მიღებული მკურნალობის შესაბამისად აუცილებელია ასევე ეტიოტროპული საშუალებების მიღება. ტემპერატურის იზოლირებული მომატება არ წარმოადგენს პრეპარატის მიღების ჩვენებას.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილთათვის პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზაა 100-150მგ დღეში. ზომიერად გამოხატული სიმპტომების შემთხვევაში, ჩვეულებრივ საკმარისია დღეში 50-100მგ პრეპარატის მიღება; დღიური დოზა იყოფა 3 მიღებაზე.
პირველადი დისმენორეის დროს დღიური დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად; იგი შეადგენს ჩვეულებრივ 50-150მგ-ს. თავდაპირველად ინიშნება 50-100მგ, შემდეგ საჭიროების მიხედვით, შემდგომი რამდენი მენსტრუალური ციკლის განმავლობაში პრეპარატის დოზას ზრდიან მაქსიმალურამდე, რომელიც შეადგენს 200მგ-ს დღეში. პრეპარატის მიღება რეკომენდებულია პირველი უსიამოვნო შეგრძნებების გაჩენისთანავე, რაც შეიძლება სწრაფად; მკურნალობას აგრძელებენ რამდენიმე დღის განმავლობაში, სიმპტომატიკის მიხედვით.
შაკიკის დროს საწყისი დოზა 50მგ საჭიროა მიღებულ იქნას შეტევის პირველი სიმპტომების დროს. იმ შემთხვევაში, როცა პირველი დოზის მიღების შემდეგ 2-საათის ფარგლებში ტკივილის შემსუბუქება არ აღინიშნება, შეიძლება მიღებულ იქნას შემდეგი 50მგ. აუცილებლობის დროს შემდეგომი 50მგ დოზის მიღება შესაძლებელია 4-6 საათის ინტერვალებით, არაუმეტეს საერთო დოზისა – 200მგ დღეში.
პაკეტის შიგთავსი იხსნება ჭიქა წყალში (არაგაზირებული) ხსნარი შესაძლოა დარჩეს მღვრია, მაგრამ ეს გავლენას არ ახდენს პრეპარატის ეფექტურობაზე. ხსნარის მიღება უმჯობესია ჭამამდე.
ბავშვები
კატაფასტი რეკომენდებული არ არის 14 წლამდე ასაკის ბავშვებში. 14 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება წვეთები და დიკლოფენაკის სუპოზიტორიუმები 12,5მგ და 25მგ.
14 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში ჩვეულებრივ საკმარისია დოზა 50-100მგ, რომელიც იყოფა 1-2 მიღებაზე, ყოველდღიურად.
ბავშვებში შაკიკის შეტევის დროს კატაფასტი გამოკვლევა არ ჩატარებულა

კატაფასტის გვერდითი მოვლენები

(მათ შორის გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღინიშნება კალიუმის დიკლოფენაკის სხვა ფორმების ხანმოკლე და ხანგრძლივი გამოყენებისას).
სხვადასხვა გვერდითი რეაქციების სიხშირის შეფასებისას გამოყენებულია შემდეგი გრადაციები: „ზოგჯერ“ – > 1 – 10%, „იშვიათად“ – >0,001-1%, „ცალკეულ შემთხვევებში“ – < 0,001%.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ჰემოლიზური ანემია, აპლასტური ანემია, აგრანულოციტოზი.
იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად – ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ასთმა, სისტემური ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქციები, ჰიპოტენზიის ჩათვლით; ცალკეულ შემთხვევებში – ვასკულიტი, პრევმონია.
მეტაბოლიზმის დარღვევები: ზოგჯერ – ანორექსია.
ნერვული სისტემის, მხრივ: ზოგჯერ – თავის ტკივილი, მარტივი და სისტემური თავბრუსხვევა; იშვიათად – ძილიანობა; ცალკეულ შემთხვევებში – მგრძნობელობის მოშლა, პარესთეზიების ჩათვლით, მეხსიერების მოშლა, დეზორიენტაცია, უძილობა, გაღიზიანებადობა, კრუნჩხვები, დეპრესია, შიშები, ღამის კოშმარები, ტრემორი, ფსიქიკის დარღვევები, ასეპტური მენინგიტი.
გრძნობათა ორგანოების მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – მხედველობის დარღვევები (არამკაფიო მხედველობა, დიპლოპია), სმენის დარღვევა, ხმაური ყურებში.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ზოგჯერ – ტკივილი ეპიგასტრიუმში, კუჭ-ნაწლავის სხვა დარღვევები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა, სპაზმები, დისპეფსია, მუცლის შებერვა; იშვიათად – სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან (სისხლიანი ღებინება, მელენა, დიარეა სისხლის შერევით), კუჭისა და ნაწლავის წყლულები, რომელთაც ახლავს ან არ ახლავს სისხლდენა ან პერფორაცია; ცალკეულ შემთხვევებში – აფტოზური სტომატიტი, გლოსიტი, ცვლილებები საყლაპავში, დიაფრაგმისებური სტრუქტურების წარმოქმნა ნაწლავში, დარღვევები ნაწლავის ქვედა ნაწილებში, როგორიცაა არასპეციფიკური ჰემორაგიული კოლიტი, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება, ყაბზობა, პანკრეატიტი, ბუასილის გამწვავება.
ღვიძლის მხრივ: ზოგჯერ – სისხლის შრატში ამინოტრანფერაზების დონის მომატება; იშვიათად – ჰეპატიტი (სიყვითლით ან მის გარეშე); ცალკეულ შემთხვევებში – ელვისებური ჰეპატიტი.
დერმატოლოგიური რეაქციები: ზოგჯერ – კანის გამონაყარი; იშვიათად – ჭინჭრის ციება, ცალკეულ შემთხვევებში – გამონაყარი ბუშტუკების სახით, ეგზემა, მრავალფორმული ერითემა, სტივენ ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი (ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი), ერითროდერმია (ექსფოლიატური დერმატიტი), თმის ცვენა, ფოტომგრძნობელობითი რეაქციები; პურპურა, მათ შორის ალერგიული.
თირკმლების მხრივ: იშვიათად – შეშუპებები; ცალკეულ შემთხვევებში – თირკმლების მწვავე უკმარისობა, შარდის ნალექის ცვლილებების (ჰემატურია და პროტეინურია), ინტერსტიციალური ნეფრიტი; ნეფროტოქსიკური სინდრომი; პაპილარული ნეკროზი.

კატაფასტის უკუჩვენებები

კუჭის ან ნაწლავის წყლული. აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის სხვა ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. კატაფასტი, ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ), უკუნაჩვენებია პაციენტებთან, რომლებთანაც მწვავე რინიტის, ჭინჭრის ციების ან ბრონქული ასთმის შეტევები პროვოცირდება აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა პრეპარატების მიღებით, რომლებიც აინჰიბირებენ პროსტაგლანდინსინთეზას.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში კატაფასტი ინიშნება მხოლოდ გამოუვალ შემთხვევებში და მხოლოდ მინიმალური ეფექტური დოზით, ისევე, როგორც პროსტაგლანდინსინთეტაზას სხვა ინჰიბიტორების მიღების დროს, ეს რეკომენდაციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობის ბოლო 3 თვის პერიოდში (შესაძლებელია საშვილოსნოს კუმშვითი ფუნქციის დათრგუნვა და ნაყოფის არტერიული ხვრელის ნაადრევი დახურვა).
პრეპარატის მიღებისას დოზით 50მგ ყოველ 8 საათში აქტიური ნივთიერება აღწევს დედის რძეში, თუმცა იმდენად მცირე რაოდენობით, რომ იგი გავლენას არ ახდენს ბუნებრივ კვებაზე მყოფ ახალშობილზე.

განსაკუთრებული მითითებები კატაფასტზე

მიღების პროცესში ნებისმიერ დროს შესაძლებელია წარმოიქმნას კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ან განვითარდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლული, ზოგჯერ პერფორაციით. ამ გართულებებს ყოველთვის არ უძღვის წინამორბედი სიმპტომები ან ანამნეზში მითითება წყლულოვან დაავადებაზე. ამ გართულებების სერიოზული შედეგები შესაძლოა აღინიშნოს ხანდაზმული ასაკის პაციენტებთან. იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატის მიღების დროს პაციენტს უვითარდება აღნიშნული გართულებები, პრეპარატი იხსნება.
პაციენტს, რომელსაც ადრე არ მიუღია პრეპარატი, მისი მიღების დროს, ისევე როგორც სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობის დროს, იშვიათად, შესაძლებელია განუვითარდეს ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციების ჩათვლით.
კატაფასთმა, ისევე როგორც სხვა აასპ, თავისი ფარმაკოლოგიური თვისებების გამო შესაძლოა შენიღბოს ინფექციურ-ანთებითი დაავადებებისათვის დამახასიათებელი ჩივილები და სიმპტომები.
პრეპარატის მიღების დროს აუცილებელია საგულდაგულო სამედიცინო დაკვირვება იმ პაციენტებზე, რომელთაც აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების მანიშნებელი ჩივილები, ასევე ანამნეზში – კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება, ასევე ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებზე.
პრეპარატის მიღების დროს, ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობისას, შესაძლებელია მოიმატოს ღვიძლის ერთი ან რამდენიმე ფერმენტის დონემ. ამიტომ, კატაფასტით ხანგრძლივი მკურნალობის დროს, უსაფრთხოების მიზნით, ნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის რეგულარული გამოკვლევები. თუკი ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების მხრივ დარღვევები შენარჩუნებულია ან მატულობს, ან თუკი წარმოიქმნება ჩივილები ან სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ ღვიძლის დაავადებაზე, ასევე სხვა გვერდითი მოვლენების წარმოქმნის შემთხვევაში (მაგალითად, ეოზინოფილია, გამონაყარი და სხვ.), საჭიროა კატაფასტი მოიხსნას. აღსანიშნავია, რპომ პრეპარატის მიღების ფონზე ჰეპატიტი შესაძლებელია განვითარდეს პროდრომული მოვლენების გარეშე. გარკვეული სიფრთხილეა საჭირო კატაფასტის დანიშვნისას ღვიძლის პორფირიით დაავადებულებში, ვინაიდან პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს პორფირიის შეტევების პროვოცირება.
რამდენადაც პროსტაგლანდინები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თირკმლის სისხლის მიმოქცევაში, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო გულის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტების, ასევე ხანდაზმული ასაკის პაციენტების მკურნალობისას, ასევე იმ ავადმყოფებთან, რომლებიც ღებულობენ დიურეზულ საშუალებებს, ან რომელთაც აღენიშნებათ ცირკულორებადი პლაზმის მოცულობის ნებისმიერი ეტიოლოგიის მნიშვნელოვანი შემცირება, მაგალითად, მასიური ქირურგიული ჩარევიების პერიოდში და მის შემდეგ. ასეთ შემთხვევებში კატაფასტის მიღების დროს, უსაფრთხოების მიზნით, რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის კონტროლი. პრეპარატის მოხსნის შემდეგ თირკმლების ფუნქცია აღდგება საწყის დონემდე.
კატაფასტის მიღება, ყველა ზემოთ აღწერილი ჩვენების მიხედვით, ჩვეულებრივ შემოიფარგლება რამდენიმე დღით. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუკი მიუხედავად მიღების შესახებ რეკომენდაციისა, კატაფასტი გამოიყენება დროის უფრო ხანგრძლივ პერიოდში, რეკომენდებულია, ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენების დროს, პერიფერიული სისხლის შემადგენლობის კონტროლი.
კატაფასტმა, ისევ, როგორც სხვა აასპ-მა, შესაძლებელია დროებით გამოიწვიოს თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირება. ამიტომ, ჰემოსტაზის დარღვევების მქონე პაციენტებთან აუცილებელია შესაბამისი ლაბორატორიული კონტროლი.
სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმული ასაკის პაციენტებთან პრეპარატის გამოყენებისას. ეს განსაკუთრებით აქტუალურია დასუსტებულ ან დაბალი წონის მქონე ხანდაზმულ ადამიანებში; მათთვის რეკომენდებულია პრეპარატის დანიშვნა მინიმალური დოზით.
სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
მ პაციენტებისათვის, რომლებსაც პრეპარატის მიღების დროს აღენიშნებათ თავბრუსხვევა ან რაიმე სხვა არასასიამოვნო შეგრძენებები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, მათ შორის მხედველობის დარღვევა, ავტომანქანის ან სხვა მექანიზმების მართვა არ შეიძლება.

ჭარბი დოზირება კატაფასტით

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით (აასპ) მწვავე მოწავმვლის მკურნალობა ითვალისწინებს სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარებას.
თერაპიული მეთოდები, რომელთა ჩატარდება აუცილებელია ჭარბი დოზის დროს: შემანარჩუნებელი და სიმპტომური თერაპიის ჩატარება, განსაკუთრებით ეს ეხება ისეთი მოვლენების მკურნალობას, როგორიცაა არტერიული ჰიპოტენზია. თირკმლების უკმარისობა, კრუნჩხვები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანების სიმპტომები, სუნთქვის დათრგუნვა.
ნაკლებსარწმუნოა, რომ ისეთი სპეციფიკური სამკურნალო ღონისძიებები, როგორიცაა ფორსირებული დიურეზი, ჰემოდიალიზი ან ჰემოტრანსფუზია, სასარგებლო აღმოჩნდეს არასტრეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოსადევნად, ვინაიდან ამ პრეპარატების აქტიური ნივთიერებები მნიშვნელოვანი ხარისხით უკავშირდებიან სისხლის ცილებს და განიცდიან ინტენსიურ მეტაბოლიზმს.

კატაფასტის სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

(ურთიერთქმედებების ჩათვლით, რომლებიც აღინიშნება დიკლოფენაკ კალიუმის და ფიკლოფენაკ ნატრიუმის სხვა ფორმებთან).
ლითიუმი, დიგოქსინი. კატაფასტმა, ისევე როგორც სხვა აასპ-მა, შესაძლებელია შეაფერხოს დიურეზული საშუალებების მოქმედება. კალიუმშემნახავი დიურეტიკების ერთდროულმა მიღებამ შესაძლებელი გამოიწვიოს სისხლის შრატში კალიუმის დონის გაზრდა (სამკურნალო საშუალებების ამგვარი კომბინირების დროს აუცილებელია აღნიშნული მაჩვენებლის რეგულარული კონტროლი),
აასპ (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპერატები). აასპ ერთდოულმა სისტემურმა მიღებამ შესაძლოა გაზარდოს გვერდითი რეაქციების სიხშირე.
ანტიკოაგულანტები. მართალია, კლინიკურ გამოკვლევებში დადგენილი არ ყოფილა დიკლოფენაკის გავლენა ანტიკოაგულანტების მოქმედებაზე, არსებობს ცალკეული მონაცემები სისხლდენის რისკის მომატების შესახებ იმ პაციენტებთან, რომლებიც ერთდროულად ღებულობდნენ დიკლოფენაკს და ამ პრეპარატებს. ამიტომ, სამკურნალო საშუალებების ამგვარი კომბინირებისას რეკომენდებულია პაციენტებზე საგულდაგულო და რეგულარული დაკვირვება.
ანტიდიაბეტური პრეპარატები. კლინიკურ გამოკვლევებში დადგინდა, რომ დიკლოფენაკის გამოყენება შეიძლება დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალურ საშუალებებთან ერთად და იგი არ ცვლის მათ სამკურნალო ეფექტს. თუმცა, არსებობს ცალკეული ცნობები როგორც ჰიპოგლიკემიის, ასევე ჰიპერგლიკემიის შემთხვევებისა, რის გამოც საჭირო გახდა შაქრის პრეპარატების დოზის შეცვლა დიკლოფენაკის მიღების დროს.
ი. სიფრთხილეა საჭირო აასპ-ის მიღებისას, თუკი ის მიღებამდე ან მიღების შემდეგ 24 საათზე ნაკლები დროა გასული, ვინაიდან ასეთ შემთხვევებში შესაძლებელია გაიზარდოს სისხლში ის კონცენტრაცია და გაძლიერდეს მისი ტოქსიკური მოქმედება.
ციკლოსპორინი. აასპ-ის ურთიერთქმედებამ თირკმლებში პროსტაგლანდინების სინთეზზე შესაძლებელია გააძლიეროს ციკლოსპორინის ნეფროტოქსიკურობა.
ქინოლონის წარმოებული ანტიბაქტერიული საშუალებები. არსებობს გარკვეული მონაცემები კრუნჩხვების განვითარების შესახებ იმ პაციენტებთან, რომლებიც ერთდროულად ღებულობდნენ ქინოლონის წარმოებულებსა და აასპ-ს.

კატაფასტის შენახვის პირობები და ვადები

დაცვა სინესტისა და მაღალი ტემპერატურისაგან. ინახება არაუმეტეს 30oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა 2 წელი.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე აღნიშნული < EXP > ვადის გასვლის შემდეგ.

კატაფასტის გაცემის წესი

აფთიაქიდან გაიცემა ექიმის რეცეპტით.