მუცინუმი

მუცინუმი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საფაღარათო საშუალება.

შემადგენლობა
1 ტაბ.
სინამაქის ქერქის ექსოტრაქტი (Cascara sagrada exstract)……..  40 მგ
ალექსანდრიის ფოთლების ფხვნლი (Senna powder)……….     30 მგ
ბოლდოს ფოთლების ფხვნილი (Boldo leaves powder)   ……….50 მგ
მწვანე ანისულის ფხვნილი (Green aniseed)        ………………..30 მგ
სხვა ინგრედიენტები საკმარისია ერთი შემოგარსული ტაბლეტისათვის, 1 ტაბლეტი შეიცავს 0.09 გ საქაროზას.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მუცინუმი წარმოადგენს ანტრაგლიკოზიდების შემცველ მცენარეული წარმოშობის საფაღარათო საშუალებას. მსხვილი ნაწლავის რეცეპტორების გაღიზიანებით პრეპარატი აძლიერებს მის პერისტალტიკას, რომლის დროსაც რეფლექტორულად იზრდება წვრილი ნაწლავის შეკუმშვის აქტივობაც. საფაღარათო ეფექტი იწყება პრეპარატის მიღებიდან 8-12 სთ-ის შემდეგ.

ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატის აქტიური ნივთიერება შეიწოვება წვრილ ნაწლავში და გამოიყოფა მსხვილი ნაწლავის საშუალებით მასში არსებული ბაქტერიული ფლორის უშუალო ზემოქმედების შემდეგ.

ჩვენებები:
შემთხვევითი ყაბზობის ხანმოკლე მკურნალობა მოზრდილებში.

მიღების წესი და დოზირება:
მუცინუმი ინიშნება 1-2 ტაბლეტი ძილის წინ. მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობაა – 8-10 დღე.

გვერდითი მოვლენები:
კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, ტკივილი მუცლის არეში.
წყალელექტროლიტური ბალანსის მხრივ: ჰიპოკალიემია.

უკუჩვენებები:
* აბსოლუტური:
მსხვილი ნაწლავის ორგანული დაავადებები (პროქტიტი, წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება); ნაწლავების გაუვალობა (სრული ან ნაწილობრივი); უცნობი გენეზის ტკივილი მუცლის არეში; ორგანიზმში ელექტროლიტული ბალანსის დარღვევით გამოწვეული მძიმე დისპეფსიური მდგომარეობა; 10 წლამდე ასაკის ბავშვებში; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
* შედარებითი:
იმ პრეპარატებთან კომბინაცია, რომლებიც იწვევენ პაროქსიზმულ არითმიებს; 10-15 წლამდე ასაკის ბავშვებში; ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.

ორსულობა და ლაქტაცია:
* ორსულობისა და ლაქტაციიის პერიოდში პრეპარატის გამოყენება ნებადართული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:
* დიარეის ან მუცლის არეში ტკივილის წარმოქმნის შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.
* იშვიათად პრეპარატის მიღების დროს ადგილი აქვს შარდის ფერის შეცვლას, რასაც არ გააჩნია კლინიკური მნიშვნელობა.
* მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 8-10 დღეს. თუ მკურნალობა არ არის საკმარისად ეფექტური, ნუ გაზრდით დოზირებასა და მკურნალობის ხანგრძლივობას. კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზირება:
არ არის აღწერილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– ნებადართული არ არის მუცინუმისა და ანტიარითმიული პრეპარატების (ამიოდარონი, ბრეტილიუმი, დიზოპირამიდი, ქინიდინი, სოტალოლი) ერთდროული დანიშვნა.
– არ არის რეკომენდებლი მუცინუმის და ასტემიზოლის, ბეპრიდილის, ერითრომიცინის, გალოფანტრინის, პენფამიდინის, სულტოფრიდის, ტერფენადინის და ვინკამინის ერთდროული დანიშვნა;
– ჰიპოკალიემიის განვითარების მაღალ რისკთან დაკავშირებით მუცინუმი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება დიურეზულ საშუალებებთან, ამფოტრიცინ B-სთან, კორტიკოსტეროიდებთან, ტეტრაკოზაქტიდთან კომბინაციაში;
– პაციენტებში საგულე გლიკოზიდების შემცველი პრეპარატებით მკურნალობის დროს მუცინუმის დანიშვნის შემთხვევაში, საჭიროა ელექტროკარდიოლოგიური და სისხლის პლაზმაში კალციუმის კონცენტრაციის კონტროლი.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

გამოშვების ფორმა: შემოგარსული ტაბლეტები, შეფუთვაში 20 ც.

მწარმოებელი: Laboratoire INNOTECH INTRNATIONALINNOTHRA CHOUZY, საფრანგეთი

გაფრთხილება