პაკლიტაქსელ ებევე

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): პაკლიტაქსელი/paclitaxel

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოთერაპიური ჯგუფი: ციტოსტატიკური აგენტი

ათქ კოდი: L01C D01

კლინიკური მონაცემები
თერაპიული მაჩვენებლები
საკვერცხეების კიბო: საკვერცხეების კარცინომას პირველი რიგის მკურნალობა ცისპლატინთან კომბინაციაში. მათ შორის იმ პაციენტებში, რომელთან აქვთ პროგრესირებადი დაავადება ან დაავადებისაგან დარჩენილი მოვლენები (>1სმ) საწყისი ლაპარატომიის შემდეგ.
საკვერცხეების მეტასტაზური კარცინომის მეორე რიგის მკურნალობა სტანდარტული პლატინის შემცველი თერაპიის უშედეგობის შემდეგ.
მკერდის კიბო: მკერდის მეტასტაზური კარცინომის მკურნალობა პაციენტებში, რომლებსითვისაც სტანდარტული ანტრაციკლინით მკურნალობა უშედეგო იყო ან არ არიან მსგავსი მკურნალობის კანდიდატები.
ფილტვების არამცირეუჯრედიანი კიბო: ფილტვების არამცირეუჯრედიანი კიბოს (NSCLC) მკურნალობა ცისპლატინთან კომბინაციაში პაციენტებში, რომლებიც არ არიან პოტენციურად განკურნებადი ქირურგიის და/ან სხივური თერაპიის კანდიდატები.
კაპოშის სარკომა შიდსით დაავადებულ პაციენტებში.
პოზოლოგია და მიღების მეთოდი
ზრდასრულები და ხანდაზმულები
საკვერცხის კიბოს პირველი რიგის მკურნალობა:
პირველი რიგის რეკომენდირებული კომბინაცია შეიცავს 135მგ/მ2 პაკლიტაქსელს, რომელიც მიიღება 24 საათის განმავლობაში, რომელსაც მოყვება ცისპლატინი 75მგ/მ2 დოზით 3 კვირიანი ინტერვალით კურსებს შორის (იხილეთ დამოკიდებულება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და სხვა ფორმის გავლენა). ხდება სხვა კომბინაციების შესწავლა.
საკვერცხეებისა და მკერდის კიბოს მეორე რიგის მკურნალობა:
პაკლიტაქსელის რეკომენდირებული დოზაა 175მგ/მ2, რომელიც მიიღება 3 საათი პერიოდის განმავლობაში, კურსებს შორის 3 კვირიანი ინტერვალით.
ფილტვის პროგრესირებადი არამცირეუჯრედოვანი კიბოს მკურნალობა (NSCLC):
პაკლიტაქსელის რეკომენდირებული დოზაა 175მგ/მ2, რომელიც მიიღება 3 საათი პერიოდის განმავლობაში, რომელსაც მოყვება 80მგ/მ2 ცისპლატინი, კურსებს შორის 3 კვირიანი ინტერვალით.
კაპოშის სარკომას მკურნალობა:
რეკომენდირებული დოზაა 135მგ/მ2, რომელიც მიიღება 3 საათი პერიოდის განმავლობაში, კურსებს შორის 3 კვირიანი ინტერვალით.
განსაკუთრებული გარემოებები:
პაციენტები ღვიძლის უკმარისოით:
არ ჩატარებულა კლინიკური ცდები პაციენტებში, რომელთაც ღვიძლის არადამაკმაყოფილებელი ფუნქცია აქვთ. ხელმისაწვდომი მონაცემები არ არის ადეკვატური იმისთვის, რომ გაკეთდეს დოზების რეკომენდაცია ამ პაციენტებისთვის (იხილეთ ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები). პაციენტებმა ღვიძლის მწვავე უკმარისობით არ უნდა მიიღონ პაკლიტაქსელი.
პაციენტები თირკმლის უკმარისობით:
არ არსებობს კლინიკური ცდები პაციენტებში, რომელთაც თირკმლის არადამაკმაყოფილებელი ფუნქცია აქვთ. ხელმისაწვდომი მონაცემები არ არის ადეკვატური იმისთვის, რომ გაკეთდეს დოზების რეკომენდაცია ამ პაციენტებისთვის (იხილეთ ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები).
გამოყენება ბავშვებში:
არ არსებობს კლინიკური ცდები მედიკამენტის ეფექტურობასა და არასასურველი ეფექტების შესახებ პედიატრიულ პაციენტებში (18 წლის ასაკზე ქვევით). შესაბამისად პაკლიტაქსელი არ არის რეკომენდირებული ბავშვებში გამოსაყენებლად.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში:
არ არსებობს კლინიკური ცდები მედიკამენტის ეფექტურობასა და არასასურველი ეფექტების შესახებ ხანდაზმულ პაციენტებში (65 წელზე ზევით). შესაბამისად პაკლიტაქსელი არ არის რეკომენდირებული ხანდაზმულებში გამოსაყენებლად.
პაკლიტაქსელის შემდგომი დოზების მიღება უნდა მოხდეს პაციენტების მიხედვით ინდივიდუალურად.
არ შეიძლება პაკლიტაქსელის შემდგომი დოზების მიღება სანამ ნეიტროფილი უდრის ≥ 1.5X109/L და ტრომბოციტი ≥ 100X109/L. პაციენტებს, რომელთაც აქვთ მწვავე ნეიტროპენია (ნეიტროფილი <0,5 X109/L  ≥ 7 დღე) ან მწვავე პერიფერიული ნეიროპათია, უნდა მიიღონ 20%–ით შემცირებული დოზა შემდგომი ციკლებისთვის (იხილეთ სპეციალური
გაფრთხილება და სპეციალური გამაფრთხილებელი ზომები, რომლებსაც მედიკამენტის მიღებისას უნდა მივმართოთ)
ყველა პაციენტს უნდა ჩაუტარდეს პრემედიკაცია კორტოკოსტეროიდებით, ანტიჰისტამინებით, H2 ანტაგონისტებით პაკლიტაქსელის მიღებამდე.

მედიკამენტი დოზა მიღება პაკლიტაქსელამდე
დექსამეტაზონი 20მგ ორალური დაახლოებით 12 და 6 საათი
დიფენჰიდრამინი ან

ქლორპენირამინი

50მგ IV

10მგ IV

30–დან 60 წუთამდე
ციმეტიდინი ან

რანიტიდინი

300მგ IV

50მგ IV

30–დან 60 წუთამდე

პაკლიტაქსელის მიღება უნდა მოხდეს მიკროფორიანი მემბრანიანი ≤0.22μm გამავალი ფილტრით (გამოყენების ინსტრუქცია/მოპყრობა).
ბავშვები: პაკლიტაქსელის დოზა არ არის დადგენილი ბავშვებისთვის.
უკუჩვენებები
პაკლიტაქსელს გააჩნია უკუჩვენებები პაციენტებში, რომლებსაც ჰიპერმგრძნობიარე რეაქციები აქვთ პაკლიტაქსელის მიმართ ან ფორმულაციის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ, განსაკუთრებით პოლიოქსილ აბუსალათინის ზეთის მიმართ.
პაკლიტაქსელი არ უნდა გამოვიყენოთ პაციენტებში, რომელთაც გააჩნიათ <1500/მმ3 ძირითადი ნეიტროფილი.
განსაკუთრებული
გაფრთხილება
და მედიკამენტის მიღების დროს გამოსაყენებელი სპეციალური ზომები
პაკლიტაქსელის მიღება ხდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც გააჩნია გამოცდილება კიბოს ქიმიოთერაპიული აგენტების გამოყენებაში. პაკლიტაქსელის მიღება ხდება საავადმყოფოში ან პოლიკლინიკაში.
თავი უნდა ავარიდოთ პაკლიტაქსელის არტერიული გზით მიღებას.
ჰიპერმგრძნობიარე რეაქციების გამოვლენის შემთხვევისთვის, ადგილზე უნდა იყოს შესაბამისი დამხმარე მოწყობილობები. პაკლიტაქსელის მიღებისას პაციენტს უნდა გაეწიოს მეთვალყურეობა. რეგულარული მეთვალყურეობა სჭირდება სისხლძარღვთა და რესპირატორულ ნიშნებს მედიკამენტის მიღების პირველ საათებში.
პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ პრემედიკაცია კორტოკოსტეროიდებით, ანტიჰისტამინებით, H2 ანტაგონისტებით პაკლიტაქსელის მიღებამდე.
პაკლიტაქსელი უნდა მივცეთ ცისპლატინის მიღებამდე, როცა მისი მიღება ხდება კომბინირებულად.
მნიშვნელოვანი ჰიპერმგრძნობიარე რეაქციები – დისპნოე, ჰიპოტენზია, რომელსაც მკურნალობა სჭირდება, ანგიოედემა და ჭინჭრის ციება აღინიშნა პაციენტების 1%–ზე ნაკლებში, რომლებმაც მიიღეს პაკლიტაქსელი ადეკვატური პრერმედიკაციის შემდეგ. ეს რეაქციები ალბათ არის ჰისტამინ–გამეშვეობითებული. მწვავე მგრძნობიარე რეაქციების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შევწყვიტოთ პაკლიტაქსელის ინფუზია და უნდა დავიწყოთ სიმპტომური თერაპია. პაციენტს არ უნდა დაენიშნოს მედიკამენტი ხელახლა.
მსუბუქი ჰიპერმგრძნობიარე რეაქციები – კანის რეაქციები, მცირე დისპონე, შეწითლება, უმნიშვნელო ჰიპოტენზია ან ტახიკარდია. ასეთ შემთხვევებში პაკლიტაქსელის მიღების შეწყვეტა საჭირო არ არის.
ძვლის ტვინის მოქმედების შეწყვეტა (თავდაპირველად ნეუტროპენია) არის დოზის შემზღუდველი ტოქსიკურობა. პაკლიტაქსელის მიღებისას ხშირად უნდა შევამოწმოთ სისხლის სხეულები. არ უნდა განახლდეს მკურნალობა სანამ ნეუტროფილი არ დაუბრუნდება ≥1.5 x 109/ლ დონეს.
პაციენტები, რომლებიც ღებულობენ პაკლიტაქსელს არიან ინფექციის და/ან სისხლდენის გაზრდილი რისკის ქვეშ ნეუტროპენიის და თრომბოციტოპენიის გამო. ამიტომ კბილებზე ზრუნვა დასაშვებია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს აუცილებლობას წარმოადგენს პაკლიტაქსელით თერაპიისას. პაციენტებს უნდა ეცნობოთ დენტალური ჰიგიენის მნიშვნელობის შესახებ.
მწვავე კარდიო ანომალიები – აღინიშნა ძალიან იშვიათად. თუ პაციენტებში გამოვლინდება მნიშვნელოვანი ანომალიები პაკლიტაქსელის მიღებისას, უნდა ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა და უნდა განხორციელდეს უწყვეტი კარდიო კონტროლი პაკლიტასელით შემდგომი მკურნალობისას.
მწვავე გულსიხლძარღვთა მოვლენები დაფიქსირდა უფრო ხშირად იმ პაციენტებში, რომლებსაც გააჩნდათ ფილტვების არამცირეუჯრედიანი კიბო ვიდრე იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებოდათ მკერდის ან საკვერცხეების კარცინომა.
ჰიპოტენზია, ჰიპერტენზია და ბრადიკარდია აღინიშნებოდა პაკლირაქსელის მიღებისას. პაციენტები ჩვეულებრივ ასიმპტომატურები არიან და მკურნალობას არ საჭიროებენ. რეკომენდირებულია მნიშვნელოვანი ნიშნების ხშირი მონიტორინგი, განსაკუთრებით პაკლიტაქსელის ინფუზიის პირველ საათებში.
ხშირია პერიფერიული ნეუროპათიის შემთხვევები, მაგრამ მწვავე სიმპტომების შემთხვევები არ აღინიშნება. თუ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ პაციენტებში განვითარდება მწვავე პერიფერიული ნეუროპათია, რეკომენდირებულია დოზის 20%–ით შემცირება პაკლიტაქსელის ყოველი შემდგომი კურსისთვის. ფილტვების არამცირეუჯრედიანი კიბოს მქონე პაციენტებში პაკლიტაქსელის მიღებამ ცისპლატინთან კომბინაციაში გამოიწვია მწვავე ნეიროტოქციკურობის უფრო მეტი შემთხვევა ვიდრე პაკლიტაქსელის მარტო მიღებამ.
პაციენტებმა, რომლებსაც ჩაიტარეს ნეიროტოქსიკური აგენტებით წინასწარი მკურნალობა, შეიძლება განიცადონ დოზა–შეზღუდული კუმულაციური ნეიროტოქსიკურობა.
პაკლიტაქსელი რეკომენდირებული არაა პაციენტებში, რომლებსაც საშუალოდ მწვავე ან მწვავედ დაზიანებული ღვიძლის ფუნქცია აქვთ, შესაძლებელია, რომ გაძლიერდეს ძვლის ტვინის ფუნქციის შემცირება ამ პაციენტებში.
პაკლიტაქსელის მიღების უკუჩვენებებია ღვიძლის ფუნქციის დაზიანება, ჰერპეს ზოსტერის ინფექცია, ჩუტყვავილა, მწვავე ინფექციები, ძვლის ტვინის ფუნქციის შემცირება, პაციენტები, რომლებმაც ჩაიტარეს ქიმიოთერაპია ან დასხივებით მკურნალობა, აგრეთვე პაციენტები კარდიორითმის აშლილობით ან მიოკარდის ინფარქტით.
პაციენტებში, რომელთაც აქვთ ფილტვების არამცირეუჯრედიანი კიბო, ცისპლატინ პლიუს პაკლიტაქსელით მკურნალობა იწვევს უფრო მეტ არასასურველ ნევროლოგიულ ეფექტს ვიდრე მარტო პაკლიტაქსელი.
რადგან პაკლიტაქსელი „ებევი“ შეიცავს ეთანოლს (401.66მგ/მლ) უნდა გავითვალისწინოთ შესაძლო CNS და სხვა ეფექტები. ეს განსაკუთრებით ხშირია ალკოჰოლიკების, ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციანტებში, აგრეთვე პაციენტებში, რომელთაც აქვთ ეპილეფსია ან ტვინის დაზიანება. დიფენჰიდრამინის პრემედიკაციას შეუძლია გააძლიეროს ალკოჰოლის ეფექტი.
ურთიერთდამოკიდებულება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და სხვა სახის ურთიერთდამოკუდებულებები.
ციტოტოქსიკური მედიკამენტებით თანავდროულმა ან შემდგომმა მკურნალობამ ან სხივებით მკურნალობამ შეიძლება გააძლიეროს ძვლის ტვინის ფუნქციის შემცირება პაკლიტაქსელის გამო.
საკვერცხეების კიბოს პირველი რიგის მკურნალობის დროს რეკომენდირებული ქიმიოთერაპიის ჩატარებისას პაკლიტაქსელი უნდა მიეცეს ცისპლატინამდე. როცა პაკლიტაქსელი მიიღება ცისპლატინამდე პაკლიტაქსელის უსაფრთხოების მახასიათებლები მსგავსია იმ შემთხვევისა, როცა მხოლოდ ერთი მედიკამენტი გამოიყენება. როცა ხდება პაკლიტაქსელის მიღება ცისპლატინის შემდეგ, პაციენტებში აღინიშნება უფრო ძლიერი მიელოსუპრესია და დაახლოებით 20%–იანი შემცირება პაკლიტაქსელისაგან გაწმენდაში. ციმეტიდინით პრემედიკაციას არ აქვს გავლენა პაკლიტაქსელისაგან გაწმენდაზე, თუმცა ციმეტიდინთან დაკავშირებული ციტოქრომ P450 ინჰიბირება აღინიშნება ღვიძლში. ამ ინჰიბიციას გავლენა არ აქვს პაკლიტაქსელის ეფექტურობაზე.
პაკლიტაქსელის მეტაბოლიზმი კატალიზირებულია ნაწილობრივ ციტოქრომ P450–ის CYP2C8 და 3A4 იზოფერმენტებით (იხილე ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები). კლინიკურმა კვლევებმა უჩვენა, რომ პაკლიტაქსელის CYP2C8–ით გამოწვეული მეტაბოლიზმი 6ალფა–ჰიდროქსიპაკლიტაქსელამდე არის ძირითადი მეტაბოლიტური გზა ადამიანებში. არსებულ ცოდნაზე დაფუძნებით მოსალოდნელი არ არის კლინიკურად შესაბამისი ურთიერთგავლენა პაკლიტაქსელსა და სხვა  სუბსტრატების ან CYP2C8 ინჰიბიტორებს შორის. კეტოცონაზოლის თანავდროული მიღება, რომელიც CYP3A4–ს ცნობილი ინჰიბიტორია, არ აფერხებს პაკლიტაქსელის შემცირებას პაციენტებში. ასე რომ შესაძლებელია სამედიცინო მედიკამენტების მიღებაც დოზის მორგების გარეშეც. დამატებითი ინფორმაცია მედიკამენტების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ პაკლიტაქსელსა და სხვა სუბსტრატებს ან CYP3A4–ის ინჰიბიტორებს შორის შეზღუდულია. შესაბამისად სიფრთხილე უნდა დავიცვათ როცა ვღებულობთ პაკლიტაქსელს CYP3A4–ის სუბსტრატებთან ან ინჰიბიტორებთან თანავდროულად.
მიელოსუპრესიის შემდგომ შესაძლებელია აღინიშნოს შეცვლილი იმუნური რეაქცია. შესაბამისად ცოცხალი ვაქცინები არ უნდა გამოვიყენოთ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ პაკლიტაქსელის თერაპიას. შესაბამისად მათ თავი უნდა აარიდონ იმ ადამიანებთან კონტაქტს, რომლებსაც ახლო პერიოდში ჩაუტარდათ  პოლიომელიტის აცრა ცოცხალი ორალური ვაქცინით.
ფეხმძიმობა და ლაქტაცია
არ არსებობს ინფორმაცია ფეხმძიმე ქალებში პაკლიტაქსელის გამოყენებასთან დაკავშირებით. როგორც სხვა ციტოტოქსიკური მედიკამენტების შემთხვევაში პაკლიტაქსელმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება ფეხმძიმე ქალის მიერ მისი მიღების შემთხვევაში.
პაკლიტაქსელს გააჩნია უკუჩვენებები ფეხმძიმობის ან ლაქტაციის დროს მიღებისას.
ქალებს უნდა ვურჩიოთ თავი აარიდონ დაფეხმძიმებას პაკლიტაქსელით თერაპიისას და დაუყოვნებლივ აცნობონ ექიმს თუ მსგავსი რამ მოხდა, არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა პაკლიტაქსელი ადამიანის რძეში.
პაკლიტაქსელს გააჩნია უკუჩვენებები ლაქტაციის დროს მიღებისას. ძუძუთი კვება უნდა შევწყვიტოთ პაკლიტაქსელით თერაპიის დროს.
პაკლიტაქსელი ემბრიოტოქსიკურია და ნაყოფის მიმართ ტოქსიკურია კურდღლებში და იწვევს ნაყოფიერების შემცირებას ვირთხებში.
გავლენა მანქანის ტარებაზე ან მანქანების გამოყენებაზე
პაკლიტაქსელ „ებევი“ შეიცავს ალკოჰოლს (იხილე შემადგენელი ნაწილების სია). ასე რომ პაკლიტაქსელის მიღებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ტარების და მანქანების გამოყენების შესაძლებლობაზე.
არასასურველი ეფექტები
კლინიკური ცდების შედეგებმა უჩვენა, რომ პაკლიტაქსელი ადვილად შესაგუებელია, თუ რეკომენდირებული დოზები და განრიგი დაცულია.
არასასურველი ეფექტების სიხშირე და სიმწვავე დამოკიდებულია დოზასა და პაციენტის ძირითად ჯანმრთელობაზე დიაგნოზის დასმის დროს, მაგრამ ძირითადად მსგავსია იმ პაციენტებში, რომლებიც გადიან პაკლიტაქსელით მკურნალობას საკვერცხეების კიბოს, მკერდის კიბოს და ფილტვების არამცირეუჯრედოვანი კიბოს შემთხვევაში. არ არსებობს დამოკიდებულება პაციენტების ასაკსა და უკუჩვენებების სიმწვავეს შორის.
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მონაცემები შეეხება პაციენტებს საკვერცხეებისა და მკერდის კიბოთი, რომელთაც მკურნალობა ჩაუტარდათ 175მგ/მ2 პაკლიტაქსელის ერთი დოზით 3–საათიანი ინფუზიის დროს კლინიკური ცდების III ფაზაში.
პაკლიტაქსელ/პლატინუმის უსაფრთხოება შეფასდა საკვერცხეების კიბოს კლინიკური ცდებით (24 სთ ინფუზია, GOG-111) და ფილტვის არამცირეუჯრედოვანი კიბოს ცდების  III ფაზაში (3 საათი ინფუზია). გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სხვაგვარადაა მითითებული, პაკლიტაქსელისა და პლანინუმის კომბინაციამ ან პაკლიტაქსელის ინფუზიამ 24 საათის განმავლობაში არ გამოიწვია კლინიკურად შესაბამისი ცვლილებები ცალკე გამოყენებული პაკლიტაქსელის უსაფრთხოების პროფილში. დაფიქსირდა შემდეგი არასასურველი მოვლენები.
ინფექციები და ინვაზია:
ძალიან გავრცელებული:
პაციენტების ოცდაოთხ პროცენტს ქონდა ინფექცია. III ფაზის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა 2 ფატალური ინფექცია მედიკამენტის რეკომენდირებულ დოზაზე და ინფუზიის გეგმაში.
ნეიტროპენიასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი ინტექციები იყო სასქესო–საშარდე ტრაქსის ინფექციები, რესპირატორული ტრასქტის ინფექციები, სეფსისი.
სისხლისა და ლიმფური სისტემების აშლილობა:
ძალიან გავრცელებული:
ჰემატოპოეზი: პაკლიტაქსელის ყველაზე ხშირი არასასურველი ეფექტი არის ძვლის ტვინის ფუნქციის შემცირება. მწვავე ნეიტროპენია (<0.5 x 109/ლ) აღინიშნა პაციენტების 28 პროცენტში, მაგრამ არ იყო ასოცირებული ციებ–ცხელებასთან. პაციენტების მხოლოდ 1%–ს ქონდა მწვავე ნეიტროპენია 7 დღის განმავლობაში ან უფრო ხანგრძლივად. ძირითადად, ნეტროპენია ადვილად დაძლევადი იყო.
თრომბოციტოპენია აღინიშნა პაციენტების 11%–ში. პაციენტების სამ პროცენტში ტრომბოციტების რაოდენობა ვარდებოდა  <50 x 109/ლ–მდე კვლევის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ მაინც.
ანემია აღინიშნა პაციენტების 64%–ში, მაგრამ მწვავე (Hb<5მმოლ/ლ) იყო პაციენტების მხოლოდ 6%–ში. ანემიის შემთხვევები და სიმწვავე დაკავშირებულია ჰემოგლობინის ძირითად სტატუსთან.
მიელოსუპრესია იყო ნაკლებად ხშირი და ნაკლებად მწვავე 3 საათიანი ინფუზიის დროს 24 საათიან ინფუზიასთან შედარებით. საკვერცხეების კიბოს პირველი რიგის მკურნალობის დროს პაკლიტაქსელ/ცისპლატინის რეკომენდირებულმა დოზამ გამოიწვია უფრო მწვავე მიელოსუპრესია ვიდრე ცალკე დოზის პაკლიტაქსელმა, რეკომენდირებული 175მგ/მ2 დოზის 3 საათის განმავლობაში ინფუზირებისას. თუმცა არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი კლინიკური გართულებები.
ძალიან იშვიათი:
დაფიქსირდა მწვავე მიოლეიდური ლეიკემიის და მიელოპლასტიკური სინდრომის ერთი შემთხვევა.
იმუნური სისტემის აშლილობა:
ძალიან გავრცელებული:
პაციენტების 34%–ში დაფიქსირდა მცირე რეაქციები, ძირითადად შეწითლება და გამონაყარი, რომელსაც არ დასჭირდა თერაპიული ჩარევა და მათ არ შეუშლიათ ხელი პაკლიტაქსელით მკურნალობის ჩატარებისვის.
გავრცელებული:
შესაბამისი პრემედიკაციის შემდეგ მნიშვნელოვანი ჰიპერმგრძნობიარე რეაქცია (ჰიპოტენზია, რომელსაც მკურნალობა სჭირდება, ანგიოედემა, სუნთქვის დარღვევა, რომელსაც ბრონხოდილატორით მკურნალობა სჭირდება ან ჭინჭრის ციებცხელება (დაფიქსირდა 2 პაციენტში (<1%).
ნერვული სისტემის აშლილობა:
ძალიან გავრცელებული:
პაციენტების ორ მესამედს ქონდა პერიფერიული ნეიროპათია, რომელიც ძირითადად მანიფესტირებული იყო პარესტეზიით.
გავრცელებული:
პაციენტების ხუთ პროცენტს ქონდა პერიფერიული ნეიროპათია.
ფილტვის არა–მცირეუჯრედოვანი კიბოს მქონე პაციენტებში მწვავე პერიფერიული ნეიროპათიის შემთხვევები ოდნავ მეტია (6%). პერიფერიული ნეიროპათია შეიძლება გახშირდეს პაკლიტაქსელით ქიმიოთერაპიის შემდგომი ციკლების ჩატარებისას და შეიძლება დასჭირდეს პაკლიტაქსელის მიღების შეწყვეტა. ადრე არსებული ნეიროპათია, რომელიც ადრეული თერაპის შედეგი იყო არ წარმოადგენს პაკლიტაქსელით თერაპიის უკუჩვენებას. თუმცა ნეიროთერაპიის არსებული სიმპტომები შეიძლება გამწვავდეს კუმულატიური ტოქსიკური ეფექტების გამო. სენსორული ნეიროპათიის სიმპტომები ჩვეულებრივ მცირდება ან ქრება პაკლიტაქსელის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
ძალიან იშვიათი:
დაფიქსირდა დიდი ეპილეფსიური შეტევა, ენცელოპათია, მოტორული ნეიროპათია, მცირე დისტალური სისუსტე, ვეგეტატიური ნეიროპათია, რომელიც იწვევს ნაწლავის პარალიზურ გაუვალობას და ორთოსტატიკური ჰიპოტენზია.
თვალის პრობლემები:
ძალიან იშვიათი:
დაფიქსირდა მხედველობის ნერვის და მხედველობის დარღვევა (სკოტომა), კერძოდ კი იმ პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს რეკომენდირებულზე მაღალი დოზა. ძირითადად ეს ეფექტები მკურნალობას ექვემდებარება.
კარდიო პრობლემები:
ძალიან გავრცელებული:
ჰიპოტენზია და ბრადიკარდია დაფიქსირდა პაციენტების 22%–სა და 5%–ში. ცვლილება ზომიერი იყო და თერაპიული ჩარევა არ იყო საჭირო.
უჩვეულო:
დასფიქსირდა უჩვეულო ელექტროკარდიოგრამა. შემთხვევების უმრავლესობაში ძნელი იყო პაკლიტაქსელსა და ელექტროკარდიოგრამაში ცვლილებებს შორის კავშირის განსაზღვრა და ეს ცვლილებები მცირე კლინიკური მნიშვნელობისა იყო ან საერთოდ არ არსებობდა.
ძალიან იშვიათი:
იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირდა ჰიპერტენზია პაკლიტაქსელით მკურნალობის დროს. ჰიპოტენზია ასოცირებული იყო სეპტიკურ შოკთან და მწვავე თრომბოციტულ მოვლენებთან (თრომბოზი და ტრომბოფლებიტი).
პაკლიტაქსელით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი კარდიო მოვლენები: პარკუჭის ტრაქიკარდია, ტაქიკარდია ბიგემინით,  კარდიომიოპათია, AV ბლოკადა, სინკოპე, გულის მწვავე უკმარისობა, მიოკარდის ინფარქტი და ჰიპოტენზია.  ეს უფრო ხშირად ხდება პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს სხვა ქიმიოთერაპიული მედიკამენტები, ძირითადად ანტრაციკლინები ან იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ფილტვის არა–მცირეუჯრედოვანი კიბო (იხილეთ სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები, რომლებსაც გამოყენებისას უნდა მივმართოთ).
კუჭნაწლავის პრობლემები:
ძალიან გავრცელებული:
კუჭნაწლავის პრობლემები ძირითადად იყო მსუბუქი ან საშუალო: ღებინება/გულის რევა, დიარეა და მუკოზიტი აღინიშნა პაციენტების დაახლოებით 40, 30 და 20%–ში.
იშვიათი:
ნაწლავის გაუვალობა/ნაწლავის გახვრეტა, ჯორჯალის სისხლძარღვების ტრომბოციტი, იშემიური კოლიტი.
ნეიტროპენური ენტერიკოლიტი და პნევმონია აღინიშნა თანავდროულად სხივური მკურნალობის ჩატარებისას.
ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პრობლემები:
გავრცელება:
AST–სა (SGOT) და ტუტე ფოსფოტაზას მწვავე ზრდა (ნორმალური ოდენობაზე x  >5) აღინიშნებოდა პაციენტების 5 და 4%–ში.
უჩვეულო:
აღინიშნა ბილირუბინის მწვავე ზრდა (ნორმალური ოდენობაზე x  >5) პაციენტების 1%–ში.
ძალიან იშვიათი:
აღინიშნა ღვიძლის ნეკროზი, ღვიძლის ენცეფალოპათია და პერიფერიული შეშუპება.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის პრობლემები:
ძალიან გავრცელებული:
ალოპეცია აღინიშნა ყველა პაციენტში.
ძალიან იშვიათი:
დაფიქსირდა ექსპოლიატური დერმატიტი.
აგრეთვე აღინიშნა სტივენ–ჯონსონის სინდრომი, ეპიდერმალური ნეკროლიზი და მრავალფორმიანი ერიტემა. არ არის ცნობილი თანმდევმა გარემოებებმა შეიტანეს თუ არა წვლილი ამ არასასურველ მოვლენებში.
ძვლოვან–კუნთოვანი, მაერთებელი ქსოვილების და ძვლის პრობლემები:
ძალიან გავრცელებული:
არტრალგია ან მიალგია აღინიშნა პაციენტევის 60%–ში. ტკივილები იწყებოდა მკურნალობიდან 2–3 დღეში და ქრებოდა 5 დღის მერე.
საერთო და მედიკამენტის მიღების ადგილის მდგომარეობა:
ძალიან გავრცელებული:
პაციენტების 13%–ში ინექციის ადგილზე აღინიშნა ლოკალიზებული შეშუპება, ტკივილი, შეწითლება და გამაგრება.
იშვიათი:
ძალიან იშვიათად დაფიქსირდა კანის რეაქციების განმეორება წინა ექსტრავაზაციის ადგილზე პაკლიტაქსელის სხვა ადგილზე გაკეთების შემდეგ, ეგრეთწოდებული განმეორების ფენომენი.
აღინიშნა ცელულიტი და დეპიგმენტაცია ექსტრავაზაციის შემდეგ.
დაზიანება და მოწამვლა:
ძალიან იშვიათი:
პაციენტებში, რომლებიც ამავდროულად გადიოდნენ რადიოთერაპიას, აღინიშნა სხივური პნევმონიტი.
დოზის გადაჭარბება
არ არის ცნობილი პაკლიტაქსელის დოზის გადაჭარბების ანტიდოტი. დოზის გადაჭარბების პირველი სირთულეებად შეიძლება ჩავთვალოთ ძვლის ტვინის ფუნქციის შემცირება, პერიფერიული ნეიროტოქსიკურობა და მუკოზიტი.
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
ფარმაკოდინამიური მახასიათებლები
პაკლიტაქსელი არის ახალი ანტიმიკროტუბურინული საშუალება, რომელიც ხელს უწყობს მიკროარხების შეკრებას ტუბულინის დიმერებისაგან და იწვევს მიკროარხების სტაბილიზაციას დეპოლიმერიზაციის ხელის შეშლით. ეს სტაბილურობა იწვევს მიკროარხების ნორმალურ დინამიური რეორგანიზაციის შეზღუდვას, რაც მნიშვნელოვანია ინტერფაზისთვის და მიტოტიკური უჯრედული ფუნქციისთვის. დამატებით პაკლიტაქსელი შეიცავს მიკრო არხების წყებას ან დასტებს უჯრედის ციკლში და მიკროარხების მრავალ ასტერს მიტოზისის დროს.
ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
მედიკამენტის ვენაში გაკეთების შემდეგ პაკლიტაქსელი იწვევს ორფაზიან კლებას პლაზმის კონცენტრაციაში. პაკლიტაქსელის ფარმაკოკინეტიკა განისაზღვრა 135 და 175მგ/მ2 დოზების 3–საათიანი და 24–საათიანი ინფუზიის შემდეგ. საშუალო ტერმინალის ნახევარი სიცოცხლის პერიოდი გრძელდებოდა 3.0–დან 52.7 საათამდე. საერთო კლირენსის მაჩვენებელი იყო 11.6–დან 24.0 ლ/სთ/მ2. საერთო კლირენსმა დაიკლო პაკლიტაქსელის პლაზმის უფრო მაღალი კონცენტრაციის გამო. დისტრიბუციის მოცულობა იყო 198–დან 688ლ/მ2–დე, რაც უთითებს სისხლძარღვების გარეთ დისტრიბუციასა და/ან ქსოვილებში ბმაზე. 3 საათიანი ინფუზიის გაზრდილი დოზები შედეგად იძლევა არაწრფივ ფარმაკოკინეტიკას. დოზის 30%–ით გაზრდით 135მგ/მ2–დან 175მგ/მ2–მდე Cmax და AUC0–  მაჩვენებლები გაიზარდა 75 და 81%–ით.
ადამიანის პლაზმის ცილასთან ბმის ლაბორატორიულ პირობებში კვლევებმა უჩვენა, რომ მედიკამენტის 89–98% ბმადია. ციმეტიდინის, რანტიდინის, დექსამეტაზონის და დიფენჰიდრამინის არსებობა არ მოქმედებს პაკლიტაქსელის მიერ პროტეინების ბმაზე.
პაკლიტაქსელის განკარგვა ადამიანებში არ არის სრულად განმარტებული. უცვლელი მედიკამენტის შარდში კუმულაციური აღდგენის საშუალო მაჩვენებელი იცვლება დოზის 1.3–დან 12.6%–მდე, რაც უთითებს ვრცელ არა–თირკმლოვან კლირენსზე. ღვიძლის მეტაბოლიზმი და ნაღვლის კლირენსი შესაძლოა იყოს პაკლიტაქსელის განკარგვის ძირითადი მექანიზმი. პაკლიტაქსელის მეტაბოლიზმი ძირითადად ხდება ციტოქრომ P450 ფერმენტების მეშვეობით. რადიოაქტიური იზოტოპიანი პაკლიტაქსელის მიღების შემდეგ საშუალოდ 26.2 და 6% რადიოაქტიურობისა გამოიყო ფეკალიაში 6ალფა–ჰიდროქსიპაკლიტაქსელი, 3’–p–დიჰიდროქსი–პაკლიტაქსელი, 6a-3’-p-ჰიდროქსი–პაკლიტაქსელის ფორმით. ამ ჰიდროკსილირებული მეტაბოლიტების ფორმირება კატალიზირებულია CYP2C8, -3A4, და ორივე – 2C8 და –3A4–თი. ფორმალურად არ არის გამოკვლეული თირკმლისა და ღვიძლის დისფუნქცია პაკლიტაქსელის განკარგვასთან დაკავშირებით 3 საათიანი ინფუზიის შემდეგ. ფარმაკოკინეტიკური პარამეტრებმა, რომლებიც მიღებულია ერთი პაციენტიდან, რომელსაც ჰემოდიალიზი უტარდებოდა და მიიღო პაკლიტაქსელის 135მგ/მ2 დოზის 3–საათიანი ინფუზია, უჩვენა ის მაჩვენებლები, რაც იმ პაციენტებში აღინიშნებოდა, რომელთაც დიალიზი არ უტარდებოდათ.
მონაცემები პრეკლინიკური უსაფრთხოების შესახებ
პაკლიტაქსელის კარცინოგენური პოტენციალი შესწავლილი არ არის. თუმცა პაკლიტაქსელი არის პოტენციური კარცინოგენური და გენოტოქსიკური აგენტი. მისი ქმედების ფარმაკოდინამიურ მექანიზმზე დაფუძნებით პაკლიტაქსელი მუტაგენურია ძუძუმწოვრების ლაბორატორიულ და ჩვეულებრივ პირობებში ტესტირების სისტემებში.
ფარმაცევტული დეტალები
წამლის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები
პოლიოქსილ აბუსალათინის ზეთი და უწყლო ეთანოლი.
შეუთავსებლობა
პოლიოქსილ აბუსალათინის ზეთმა, რომელსაც შეიცავს პაკლიტაქსელ „ებევი“, შეიძლება გამოიწვიოს DEHP [დი(2–ეთილექსილ)ფტალატი] გამოტუტვა პლასტიფიცირებული პოლივინიქლორიდის (PVC) კონტეინერებიდან ისეთ დონეზე, რომელიც იზრდება დროსთან და კონცენტრაციასტან ერთად. შესაბამისად გახსნილი პაკლიტაქსელის მომზადება, შენახვა და მიღება უნდა ჩატარდეს PVC–ს არ შემცველი მოწყობილობის საშუალებით.
შენახვის ვადა
3 წელი
მრავალჯერადი გამოყენება: ფლაკონის შიგთავსი ფიზიკურად/ქიმიურად სტაბილიურია 28 დღის განმავლობაში პირველი ამოღებიდან.
პაციენტის მიერ მიღება: თუ პაკლიტაქსელ ებევი გაიხსნება სუფრის მარილის 0.9%–იან სტანდარტულ ხსნარში ან გლუკოზის სტანდარულ 5%–იან ხსნარში, ინფუზიისთვის მომზადებული ხსნარი პაციენტის მიერ მისაღებად ფიზიკურად/ქიმიურად სტაბილურია 48 საათის განმავლობაში, თუ შევინახავთ 250C–ზე. მისი მიღება ხდება თანდართული ფილტრით.
მედიკამენტის შენახვის დროს მისაღები ზომები
ნუ შეინახავთ 250C–ზე მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ კონტეინერი გარე კოლოფში, რომ დაიცვათ სინათლისაგან.
პაკლიტაქსელ „ებევი“ არ უნდა გაიყინოს, რადგან ის შეიძლება დაილექოს. დალექვის შემთხვევაში მისი გახსნა შესაძლებელია ფლაკონის 250C–ზე გათბობის (ოთახის ტემპერატურა) საშუალებით. ადრე გაყინული ფლაკონი არ უნდა გამოვიყენოთ, თუ ხსნარი მღვრიეა და ლექის გახსნა შეუძლებელია. გაყინვა არ ამცირებს პაკსილატელ „ებევის“ ვარგისიანობის ვადას.
ინფუზიისთვის მომზადებული ხსნარი, რომელიც პაციენტის მიერ მისაღებად მზადაა, არ საჭიროებს სინათლისაგან დაცვას.
დაუშვებელია ინფუზიისთვის მომზადებული ხსნარის, რომელიც პაციენტის მისაღებად მზადაა, მაცივარში შენახვა, რადგან ის შეიძლება დაილექოს.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოყენებული. თუ არ მოხდება მისი დაუყოვნებლივი გამოყენება, მომხმარებელი პასუხისმგებელია შენახვის ვადისა და პირობების დაცვაზე.
კონტეინერის ფორმა და შიგთავსი
შუშის თეთრი ფერის ფლაკონი, I ტიპის, Ph. Eur. ფლაკონი მოთავსებულია კარდონის კოლოფებში.
1 ფლაკონი შეიცავს 30მგ/5მლ პაკლიტაქსელს.
1 ფლაკონი შეიცავს 100მგ/16.7მლ პაკლიტაქსელს.
1 ფლაკონი შეიცავს 150მგ/25მლ პაკლიტაქსელს.
1 ფლაკონი შეიცავს 210მგ/35მლ პაკლიტაქსელს.
1 ფლაკონი შეიცავს 300მგ/50მლ პაკლიტაქსელს.
1 ფლაკონი შეიცავს 600მგ/100მლ პაკლიტაქსელს.
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას და მოპყრობისას <და განკარგვისას>
მოპყრობა:  როგორც ყველა ანტინეოპლასტიკური აგენტის შემთხვევაში სუფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ პაკლიტაქსელის მოპყრობისას. გახსნა უნდა ჩატარდეს გაწვრთნილი პერსონალის მიერ ასეპტიკური პირობებში და ამისთვის გამოყოფილ ადგილას. აუცილებელია სპეციალური დამცავი ხელთათმანების გამოყენება. თავი უნდა ავარიდოთ მის შეხებას კანთან და ლორწოვან გარსთან. კანთან შეხების შემთხვევაში, ის უნდა მოვიბანოთ საპნითა და წყლით. შეხების შემთხვევაში აღინიშნება სუსხვა, წვა და სიწითლე. ლორწოვან გარსთან შეხების შემთხვევაში ის საგულდაგულოდ უნდა ამოვიბანოთ წყლით. ინჰალაციის შემთხვევაში აღინიშნება სუნთქვის გაძნელება, ტკივილი მკერდის არეში, ხახის წვა და ღებინება.
მომზადება IV მიღებისთვის: ინფუზიამდე პაკლიტექსელ „ებევი“ უნდა გაიხსნას, ასეპტიკური ტექნიკის გამოყენებით 0.9%–იან ინექციისთვის საჭირო ფიზიოლოგიურ ხსნარში ან 5%–იან გლუკოზის ინექციაში ან 5%–იან გლუკოზის და 0.9%–იან ფიზიოლოგიურ ხსნარში საბოლოო 0.3–დან 1.2მგ/მლ კონცენტრაციამდე. ინფუზიისთვის გამზადებული ხსნარი ფიზიკურად და ქიმიურად სტაბილურია 48 საათის განმავლობაში (მომზადების და მიღების ჩათვლით) გარშემო არსებულ (დაახლოებით 250C) ტემპერატურაზე და ოთახის შუქზე. ხსნარის მაცივარში შენახვა არ შეიძლება.
მომზადების დროს ხსნარი შეიძლება იქნეს ბუნდოვანი, რომელიც ფორმულირებას შეიძლება მივაწეროთ და შეუძლებელია მისი მოხსნა ფილტრაციის საშუალებით. პაკლიტაქსელ „ებევი“ მიიღება თანდართული ფილტრით ≤ 0.22μm მიკროფორიანი მემბრანით. არ აღინიშნება მნიშვნელოვანი დანაკარგი პოტენციაში ხსნარის IV მილის სიმულირებული მიწოდებით, რომელიც თანდართულ ფილტრს შეიცავს.
პაციენტებზე DEHP–ის გავლენის შემცირების მიზნით, რომელიც შეიძლება გამოიტუტოს ინფუზიის პლასტიცირებული PVC ჩანთებიდან, მოწყობილობებიდან ან სხვა სამედიცინო ინსტრუმენტებიდან, პაკლიტექსელ „ებევის“ ხსნარი უნდა შევინახოთ არა–PVC ბოთლებში (შუშა, პოლიპროპილენი) ან პლასტიკურ ჩანთებში (პოლიპროპილენი, პოლიოლეფინი) და მისი მიღება უნდა მოხდეს მიღების პოლიეთილინიან საშუალებით. გამოიყნეთ ფილტრი, რომელსაც აქვს მოკლე შემყვანი და/ან გამომშვები პლასტიციდური PVC მილი, რომელიც არ იწვევს DEHP–ის მნიშვნელოვან გამოტუტვას.
განკარგვა: ყველა მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება პაკლიტაქსელის მომზადებისას ან მიღებისას ან სხვაგვარად ეხება პაკლიტაქსელს, განკარგულ უნდა იქნეს ციტოტოქსიკური ნარეთების განკარგვის ადგილობრივი წესების შესაბამისად.
მოეპყარით ციტოსტატიკის დირექტივების შესაბამისად.
გამოშვების ფორმა: კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
ფლაკონები შეიცავენ 30მგ, 100მგ, 150მგ, 210მგ, 300მგ ან 600მგ პაკლიტაქსელს როგორც 6მგ/მლ ხსნარს.
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: EBEWE Pharma, ავსტრია

გაფრთხილება