პოლიჟინაქსი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ნეომიცინი, პოლიმიქსინ B, ნისტატინი/NEOMYCIN; POLYMYXIN B; NYSTATIN

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიმიკრობული საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ვაგინალური კაფსულები: კოლოფში 6 ან 12 შერერერის ტიპის კაფსულა სამკურნალო სუსპენზის შემცველობით.
1 კაფს.
ნეომიცინისულფატი………………            35000 სე
პოლიმიქსინ B-ს სულფატი…………….      35000 სე
ნისტატინი………………………………..      100 000 სე
სხვა ინგრედიენტები: კალიუმის სორბატი 0.3%, შემავსებელი, მათ შორის დიმეთილპოლისილოქსანის გელი q.s..
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კომბინირებული ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის გინეკოლოგიაში.
ნეომიცინის სულფატი – ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკი, მოქმედებს ბაქტერიციდულად გრამდადებით მიკროორგანიზმებზე Staphylococcus aureus, Corinebacterium spp., და სხვა და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე (Enterococcus faecium, Enterobacter aerogenes, Escherichia coli, Haemophilus influenzae, Proteus vulgaris, Klebsiella pneumoniae, Mycobacterium tuberculosis, Pseudomonas aeruginosa, Ureaplasma urealyticum). ახდენს ფუნგიციდურ აქტივობას პათოგენურ სოკოებზე, განსაკუთრებით საფუარისმგავსებზე Candida albicans, Cryptococcus და Histoplasma. აუმჯობესებს საშოს ლორწოვანის ტროფიკას
პოლიმიქსინ B-ს სულფატი – პოლიპეპტიდური ბუნების ანტიბიოტიკი, აქტიურია გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ Pseudomonas aeruginosa. იგი არ მოქმედებს Proteus spp., Neisseria spp., in vitroპრეპარატი აქტიურია Ureaplasma urealyticum -ის მიმართ.
სტრეპტოკოკი და ანაერობული ბაქტერიები არ არიან მგრძნობიარენი ორივე ანტიბიოტიკის (ნეომიცინის და პოლიმიქსინ B-ს) მიმართ.
ნისტატინი – სოკოს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკი, ახასიათებს ფუნგიციდარული და ფუნგისტატური მოქმედება. აქტიურია Candida spp.,Histoplasma spp., Cryptococcus spp., მიმართ.
დიმეთილპოლისილოქსანის გელს გააჩნია შემომგარსველი უნარი (იგი მთლიანად შემოგარსავს საშოს ლორწოვანს) და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება. დიმეთილპოლისილოქსანის გელი აუმჯობესებს საშოს ლორწოვანის ტროფიკას და ხელს უწყობს აქტიური კომპონენტების შეღწევას საშოს ლორწოვანის ყველა ნაოჭში.
ფარმაკოკინეტიკა:
აქტიური ნივთიერებები თანაბრად ნაწილდებიან საშოს ლორწოვანზე და ავლენენ ადგილობრივ ბაქტერიოციდულ და ფუნგიციდურ მოქმედებას. პრეპარატი პრაქტიკულად არ იწოვება საშოს ლორწოვანის ზედაპირიდან.
ჩვენებები:
მკურნალობა:
არასპეციფიკური, სოკოვანი, შერეული ვაგინიტების, ვულვოვაგინიტების და ცერვიკოვაგინიტების ადგილობრივი მკურნალობა.
პროფილაქტიკა:
გინეკოლოგიაში ყველა სახის ქირურგიული ჩარევის წინ;
საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაციის წინ და შემდეგ;
ჰისტეროგრაფიისა და სალპინგოგრაფიის წინ;
აბორტის წინ და შემდეგ;
მშობიარობის წინ (ნეონატალური ინფექციების პროფილაქტიკა);
საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმის წინ და შემდეგ.
მიღების წესი და დოზირება:
ინიშნება ინტრავაგინალურად 1 კაფსულა 12 დღის განმავლობაში ძილის წინ საღამოს ტუალეტის შემდეგ. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მენსტრუაციის დროსაც.
პროფილაქტიკისათვის 6 დღიანი მკურნალობის კურსი.
გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ამინოგლიკოზიდების გვერდითი მოვლენების სისტემური გამოვლინება.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენებისას კლინიკაში და ექსპერიმენტში არ არის გამოვლენილი ნაყოფის განვითარებაზე არასასურველი ტერატოგენული და ემბრიოტოქსიკური ზემოქმედების არც ერთი შემთხვევა.
ორსულობის დროს პრეპარატის დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს.
ვინაიდან არ არსებობს  საკმარისი მონაცემები  დედის რძით მოქმედი ნივთიერებების გამოყოფის შესახებ, პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.
განსაკუთრებული მითითებები:
მითითებული დოზირების რეჟიმის დაცვა აუცილებელია, ვინაიდან არ არსებობს რეზისტენტული შტამებისა და სუპერინფექციის განვითარების რისკი.
ჭარბი დოზირება:
არ არის აღწერილი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პოლიჟინაქსით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული სპერმიციდიების გამოყენება, ვინაიდან ნებისმიერი ვაგინალური მკურნალობა აქვეითებს სპერმიციდის აქტივობას.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, გრილ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 18 თვე.
მწარმოებელი: Laboratoire INNOTECH INTERNATIONAL, INNOTERA CHOUZY, საფრანგეთი

გაფრთხილება